Print

N58 კანონპროექტი: „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ“ [კვალიფიციური სტატუსი]

წერილის ჩაბ. №1-22822/19;

5/12/2-19

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ არჩილ თალაკვაძეს

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა -

უფალია ჩვენი სიმართლეს

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო ირაკლი!

მიგვაჩნია რა, რომ აუცილებელია სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრების ყაირათიანად გამოყენებისათვის საჭირო სამართლბრივი გარემოს შექმან, და

ვეყრდნობით რა - „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 105-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებებს, მოგმართავთ წინამდებარე - საკანონმდებლო წინადადებით, და წარმოგიდგენთ კანონპროექტს: „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ“.  

დანართი:

1. კანონპროექტი:მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ“ - 2 გვ.;

2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომზადებული საკანონმდებლო წინადადების - „განმარტებითი ბარათი“ - 5 გვ.

 

პატივისცემით,

საკანონმდებლო წინადადების ავტორთა სახელით:

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

05. 12. 2019 წ.

 

 

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

 

საქართველოს კანონი

საქართველოს ორგანულ კანონში:

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ

ცვლილების შეტანის შესახებ

 

თავი პირველი:

მუხლი 1.მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებსაქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 76) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

კანონის 30-ე მუხლის მე-2-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

 

„2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიისთვის გასანაწილებლად გამოყოფილ თანხას იღებს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული ის პარტია, რომელიც:

ა) დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში პირველ ნომრად დაფიქსირებული მონაწილეობდა არჩევნებში, თუ მან ან შესაბამისმა საარჩევნო ბლოკმა ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საერთო არჩევნებში მიიღო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3% ან 3%-ზე მეტი (ხმათა ეს რაოდენობა გამოიანგარიშება მთელ ქვეყანაში პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მიღებული ხმების მიხედვით);

ბ) ამოღებულია;

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

კანონპროექტის ავტორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი:მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების შეტანის შესახებ“ ავტორი:

- მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე;

 

 

კანონპროექტის ინიციატორი  

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი:მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების შეტანის შესახებ“, ინიციატორია

არუდაშვილი ნანა, ბაიაშვილი თინათინი, ბაიაშვილი სოლომონი [მომხსენებელი], ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გაგუა თინათინი, გოგლიძე ანგი [კაკო], დარსაძე ომარი, ერქვანიძე ნანული, ვეშაგური ლიდა,

თანიაშვილი მანანა, თანიაშვილი მარგალიტა, კობახიძე ლეილა, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე ნათელა, მერებაშვილი თამაზი, მეფარიძე ლეილა, ნათელაძე ბეჟანი, რაზმაძე შაზი,

სალუაშვილი მიხეილი [გელა] [მომხსენებელი], სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა, ქამხაძე ლია, შათირიშვილი დავითი, შერგელაშვილი ბეჟანი, ჩხეტია ეთერი, ხალვაში ნარგიზა, ჯიქია დინა [დიანა]...

 

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მართებული გადაწყვეტილების მიღებაში.

.

 

 

დანართი

 

საკანონმდებლო წინადადების:

საქართველოს კანონი

საქართველოს ორგანულ კანონში:

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ

განმარტებითი ბარათი

 

1. წინათქმა

წინამდებარე საკანონმდებლო წინადადება ორიენტორებულია სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კანონში დაფიქსირებული ხარვეზის გამოყებით ე.წ. არაჯანსაღი, რეიტინგული პარტიებისა და მათ ირგვლივ გაერთიანებული ე.წ. ცრუ, ან დაბალრეიტინგული პარტიების მიერ ერთობლივად შემუშავებული თაღლითური სქემის აღმოფხვრაზე.

 

შემოთავაზებულია ორი ტიპის რეგულაცია. კერძოდ:

 

კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის“ დღეს მოქმედი ნორმის თანახმად

„2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიისთვის გასანაწილებლად გამოყოფილ თანხას იღებს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული ის პარტია, რომელიც:

ა) დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა არჩევნებში, თუ მან ან შესაბამისმა საარჩევნო ბლოკმა ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საერთო არჩევნებში მიიღო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3% ან 3%-ზე მეტი (ხმათა ეს რაოდენობა გამოიანგარიშება მთელ ქვეყანაში პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მიღებული ხმების მიხედვით)“;

 

წარმოდგენილი ჩანაწერი, სახელმწიფო სახსრების უყაირათოდ ხარჯვაზე ორიენტირებულ ე.წ. რეიტინგულ პოლიტიკურ გაერთიანებებს, საარჩევნო ბლოკის ჩამოყალიბებისა და მასში ე.წ. ცრუ, ან დაბალრეიტინგული პარტიების გაერთიანების გზით, საშუალებას აძლევს ხელი შეუწყოს ე.წ. ცრუ ან დაბალრეიტინგული პარტიებისათვის კვალიფიციური სტატუსის მოპოვებას.

კანონის აღნიშნული ხარვეზის არსებობის შედეგად სახეზე გვაქვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად რამოდენიმე მილიონი ლარის ე.წ. „დაკანონებული თაღლითობის“ გზით მითვისებასთან.

 

ჩვენი შემოთავაზება ითვალისწინებს, დაკონკრეტდეს საარჩევნო ბლოკებში გაერთიანებული საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პოლიტიკური გაერთიანებებისათვის კვალიფიციური სტატუსის მიღების ახლებური წესი. კერძოდ:

საარჩევნო რეგისტრაციის მქონე საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული საარჩევნო რეგისტრაციის მქონე ნებისმიერი ოდენობის პარტიებიდან, საარჩევნო ბლოკის მიერ, დაწესებული საარჩევნო ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, კვალიფიციური სტატუსი უნდა მიენიჭოს, მხოლოდ ამ ბლოკის პირველ ნომრად დაფიქსირებულ პოლიტიკურ გაერთიანებას.

ხსენებული წინადადების გაზიარების შემთხვევაში, სწორედ ასეთ პარტიას მიეცემა სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება.

 

კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის“ დღეს მოქმედი ნორმის თანახმად

„2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიისთვის გასანაწილებლად გამოყოფილ თანხას იღებს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული ის პარტია, რომელიც:

ბ) დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, თუ მისი ან შესაბამისი საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ იქნა მაჟორიტარი პარლამენტის წევრი და ეს პარტია, ან საარჩევნო ბლოკში შემავალი მაორიტარობის კანდიდატის წარმდგენი პარტია საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილია ფრაქციით.

კანონში არსებული ეს, ე.წ. „ხარვეზისმიერი“ ჩანაწერი, ასევე უწყობს ხელს სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრების „დაკანონებული თაღლითობის“ გზით მითვისებასთან.

შესაბამისად, ჩვენი შემოთავაზებით, კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი საერთოდ უნდა იქნეს ამოღებული.

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ - კვალიფიციური სტატუსის მქონე იქნება, კანონით დადგენილი საარჩევნო ბარიერის გადამლახავი, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე:

ერთის მხრივ - დამოუკიდებლად მონაწილე პარტია; ხოლო

მეორეს მხრივ - საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიების ბაზაზე ჩამოყალიბებულ საარჩევნო ბლოკში პირველ ნომრად დაფიქსირებული პოლიტიკური გაერთიანება.

 

თავი მეორე

ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია, საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში მოქმედი ის ერთადერთი გაერთიანებაა, რომელიც პოლიტიკური ასპექტების პარალელურად, საქართველოს სულიერ მისიასთან დაკავშირებული იმ საკითხების კვლევითაა დაკავებული, რომელიც ბოლო ჟამის თემატიკას ეხება.

ბიბლიური მინიშნებიდან გამომდინარე, ამჟამად, ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს ბოლო ჟამის ე.წ. მხილებისეული ეტაპი. ეს უკანასკნელი ითვალისწინებს, არა მარტო ქვეყნის წინაშე მდგარი სხვადასხვა ხარისხის მქონე ამა თუ იმ პრობლემის გამოვლენას, არამედ მათი მოგვარების კონკრეტული მექანიზმისა თუ მოდელის შემუშავებას.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუციით - „1. საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. [მუხლი 36,1].

ზემოთქმულიდან გამომდინარე:

ვითვალისწინებთ რა მაცხოვრისეულ მინიშნებას: „რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის“ [იოანე 15,22]; და

ვეყრდნობით რა პავლე მოციქულის შეგონებას: „... რასაც უნდა იქმოდეთ, სიტყვით თუ საქმით, იქმოდეთ მას უფლის იესუს სახელით, რათა ჰმადლობდეთ მის მიერ ღმერთსა და მამას" [კოლ. 3,17],

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს გუნდი, კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილებისა და ბიბლიით გამოკვეთილი - მხილებისეული ეტაპის მოთხოვნებიდან გამომდინარე, წინამდებარე საკანონმდებლო წინადადებაში გთავაზობთ, ჩვენის აზრით, ქვეყნის წინაშე მდგარი კონკრეტული საკითხის მოგვარების ჩვენეულ მექანიზმს.

ამასთანავე, ვაცნობიერებთ რა, რომ, დღეის მდგომარეობით, გადაწყვეტილების მიღების მთავარი ბერკეტი თქვენი პილიტიკური გუნდის ხელშია, ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია: მოვიდეთ და გითხრათ; არჩევანი - თქვენზეა!

 

და ბოლოს, მოახლოებული განკითხვის დღის წინარე ეტაპზე, თითოეული ჩვენთაგანის ვალდებულებითი მისიიდან გამომდინარე, საჭიროა გვახსოვდეს, რომ:

კეთილ კაცს კეთილი საუნჯისგან გამოაქვს კეთილი, და ბოროტ კაცს ბოროტი საუნჯისგან გამოაქვს ბოროტი. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს. ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები, და შენივე სიტყვებით განიკითხები[მათე 12,35-37].

 

კანონპროექტის ავტორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი:მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ“ ავტორი:

- მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე;

 

 

კანონპროექტის ინიციატორი  

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი:მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ“, ინიციატორია

არუდაშვილი ნანა, ბაიაშვილი თინათინი, ბაიაშვილი სოლომონი [მომხსენებელი], ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გაგუა თინათინი, გოგლიძე ანგი [კაკო], დარსაძე ომარი, ერქვანიძე ნანული, ვეშაგური ლიდა,

თანიაშვილი მანანა, თანიაშვილი მარგალიტა, კობახიძე ლეილა, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე ნათელა, მერებაშვილი თამაზი, მეფარიძე ლეილა, ნათელაძე ბეჟანი, რაზმაძე შაზი,

სალუაშვილი მიხეილი [გელა] [მომხსენებელი], სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა, ქამხაძე ლია, შათირიშვილი დავითი, შერგელაშვილი ბეჟანი, ჩხეტია ეთერი, ხალვაში ნარგიზა, ჯიქია დინა [დიანა]...

 

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მართებული გადაწყვეტილების მიღებაში.