Print

№ 1 დეკრეტი

პროექტი

საქართველოს პრეზიდენტის

დეკრეტი 1

2013 წლის ნოემბერი

. თბილისი

საქართველოში 1991 -1992 წლების მიჯნაზე მომხდარი

მოვლენების პოლიტიკური შეფასების  შესახებ


1. ვითვალისწინებ რა, რომ  საქართველოში 1991-1992 წლეის მიჯნაზ, გარე იმპერიული ძალების ხელშეწყობითა და მონაწილეობითსამხედრო შეიარაღებული გამოსვლის გზით, კანონიერი ხელისუფლების დამხობით გამოწვეულმა პოლიტიკურ-ეკონომიკურმა კრიზისულმა მდგომარეობამ, ჩვენს ქვეყანაში,  სათავე დაუდო - არნახულ უკანონობას, მორალურ-ზნეობრივი ფასეულობების გადაგვარებასა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, რამაც, მთლიანობაში, საქართველოს მოქალაქეთა ცხოვრების დონის უკიდურესი გაუარესება გამოიწვია;

 

ვითვალისწინებ რა, რომ 1992 წლის 13 მარტს, . გროზნოში გამართულ სესიაზე, დევნილობაში მყოფმა, 1990 წ. 28 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, მიიღო დადგენილება - 1991 წლის 22 დეკემბერს რესპუბლიკაში მომხდარი მოვლენების პოლიტიკური შეფასების [იხ. დან. № 1];

 

ვითვალისწინებ რა, რომ 2005 წლის 11 მარტს, 2003-2004 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება - 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ“ [იხ. დან. № 2];

 

ვეყრდნობი რა 2012 წლის 1 ოქტომბერსა და 2013 წლის 27 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის მიერ გამოხატულ ნებას, საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად,  ვაცხადებ:

 

1. 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში საქართველოში მომხდარი მოვლენები;

ა) კვალიფიცირებულ იქნეს, როგორც ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება; და

ბ) შეფასდეს, როგორც -  საქართველოს რესპუბლიკის სუვერენული სახელმწიფოსა და ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად;

 

2. დაევალოს საქართველოს პროკურატურას - აღძრას სისხლის სამართლის საქმე ყველა იმ პირისა თუ პოლიტიკური გაერთიანების წინააღმდეგ, ვინც იარაღით ხელში უშუალოდ მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა ჩვენს ქვეყანაში 1991-1992 წლების გასაყარზე განვითარებულ დანაშაულებრივ ქმედებებს.

 

3. საქართველოში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში განვითარებული მოვლენების ყველა ის მონაწილე, რომელიც იარაღის ძალით არ იბრძოდა და არ არის გარეული საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში, განთავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან;

 

 2. ეს დეკრეტი ძალაში შევიდეს მისი ხელმოწერისთანავე.

 

მიხეილ  სალუაშვილი


დანართი № 1

1992 წლის 13 მარტი

 ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია,

ქ. გროზნო

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს

დადგენილება

1991 წლის 22 დეკემბერს

რესპუბლიკაში მომხდარი მოვლენების

პოლიტიკური შეფასების შესახებ

 

...იმის გამო, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ უთქვამს ხელისუფლებაზე უარი, ხოლო პარლამენტს არ მიუღია არანაირი გადაწყვეტილება თვითდაშლაზე და არც ახალი არჩევნების დანიშვნაზე, პრეზიდენტი, ისევე როგორც საქართველოს პარლამენტი, წარმოადგენს ერთადერთ ლეგიტიმურ ხელისუფლებას რესპუბლიკაში.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს: 

1) 1991 წლის დეკემბრისა და 1992 წლის იანვრის მოვლენები, რომლებიც მოხდა საქართველოში, კვალიფიცირებულ იქნას, როგორც სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება;

2) არაკანონიერი ხელისუფლების („სამხედრო საბჭო“, „დროებითი მთავრობა“, „სახელმწიფო საბჭო“ და ა.შ.) შექმნა კვალიფიცირებულ იქნეს როგორც ხელისუფლების უზურპაცია;

3) ყველა აქტი, რომელიც მიღებულია საქართველოს არაკანონიერი ხელისუფლების მიერ, მათ შორის პარლამენტის არჩევნების დანიშვნის აქტი, გამოცხადდეს იურიდიულ ძალის არმქონედ;

4) სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორების მოქმედება კვალიფიცირებულ იქნას როგორც სამშობლოს ღალატი...“.

(იხ. მ. სალუაშვილი,

„საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია“,

მეორე ნაწილი, გვ. 471-472, თბ. 1996 წ.).



დანართი № 2

11 მარტი 2005 წ.

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

„1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების

სამართლებრივი შეფასების შესახებ”

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღე-ბული სახელმწიფო გადატრიალება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე”;

 

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოადგილე

მ. მაჭავარიანი

თბილისი

2005 წ. 11 მარტი,

[№1104 - Iს]