Print

№ 2 დეკრეტი

პროექტი

 საქართველოს პრეზიდენტის

დეკრეტი 2

2013 წლის ნოემბერი

. თბილისი

 

საქართველოში

1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი

დანაშაულებრივი რეჟიმის

პოლიტიკური შეფასების  შესახებ


1. ვითვალისწინებ რა, რომ  1991 წ. 22 დეკემბრიდან დაწყებული შეიარაღებული გამოსვლებით მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების გზით საქართველოს ხელისუფლებაში მოსული კრიმინალური ძალის - 1992 წ. 2 იანვარს შექმნილი ე.წ. „სამხედრო საბჭოსა“ და „დროებითი მთავრობის“, აგრეთვე 1992 წლის 10 მარტს შექმნილი ე.წ. „სახელმწიფო საბჭოს“ სამართალმემკვიდრეთა მიერ - 1992, 1995, 1999, 2000, 2003, 2004 და 2008 წლების საპარლამენტო და საპრეზიდენტო ე.წ. „არჩევნები“, არ მარტო უკანონოდ, არამედ ტოტალური გაყალბებით იქნა ჩატარებული, და შესაბამისად ამ გზით ხელისუფლების სათავეში მოკალათებული ძალა ვერ (და არ) გამოხატავს საქართველოში მაცხოვრებელთა უმრავლესობის ნებას...

 

ვითვალისწინებ რა, რომ 2003 წლის ნოემბერში, ე.წ. „ვარდების რევოლუციამ“, მხოლოდ ფორმალურ-იურიდიულად ჩაანაცვლა 1992-2003 წლების უკანონო ხელისუფლება, და  ქვეყნის სათავეში, წინა პოლიტიკური რეჟიმის სამართალმემკვიდრე, იმ სახეცვლილი უკანონო ძალის მოსვლა განაპირობა, რომლის ცხრაწლიანი მმართველობის დროსაც - არნახულ დონეს მიაღწია ადამიანის უფლებათა და მორალურ ფასეულობათა მასიური დარღვევის ფაქტებმა;  ახალ ხარისხში იქნა აყვანილი ქვეყნის ტერიტორიული რღვევის პროცესი; ეკონომიკური საფუძვლების მოშლამ უკიდურესობამდე გააუარესა მოსახლეობის უმრავლესობის ცხოვრების დონე...

 

ვეყრდნობი რა 2012 წლის 1 ოქტომბერსა და 2013 წლის 27 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის მიერ გამოხატულ ნებას, საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად,  ვაცხადებ:

 

1991 წ. 22 დეკემბრიდან დაწყებული შეიარაღებული გამოსვლებით მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების გზით საქართველოს ხელისუფლებაში მოსული კრიმინალური ძალის სამართალმემკვიდრეთა  მიერ 1992 წ.  2 იანვრიდან - 2012 წ. 1/25 ოქტომბრამდე დამყარებული პოლიტიკური რეჟიმის საქმიანობა, კაცობრიობისა და საქართველოს მოსახლეობის წინაშე, შეფასებულ იქნეს, როგორც - დანაშაულებრივი.

 

2. ეს დეკრეტი ძალაში შევიდეს მისი ხელმოწერისთანავე.

მიხეილ  სალუაშვილი