Print

№ 3 დეკრეტი

პროექტი

 საქართველოს პრეზიდენტის

დეკრეტი 3

2013 წლის ნოემბერი

. თბილისი

 

საქართველოში

1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი

დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის

მიერ მიღებული

სამართლებრივი აქტების  შესახებ


  1. ვითვალისწინებ რა, რომ  2013 წლის ნოემბერში მიღებული საქართველოს პრეზიდენტის მე-2 დეკრეტის, „საქართველოში 1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური შეფასების  შესახებ“, თანახმად - 1991 წ. 22 დეკემბრიდან დაწყებული შეიარაღებული გამოსვლებით მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების გზით საქართველოს ხელისუფლებაში მოსული კრიმინალური ძალის სამართალმემკვიდრეთა  მიერ 1992 წ.  2 იანვრიდან - 2012 წ. 1/25 ოქტომბრამდე დამყარებული პოლიტიკური რეჟიმის საქმიანობა, კაცობრიობისა და საქართველოს მოსახლეობის წინაშე, შეფასებულ იქნა როგორც - დანაშაულებრივი;

 

ვითვალისწინებ რა, რომ 1990 წ. 28 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ 1992 წ. 13 მარტს მიღებული დადგენილებით - „... 2. ყველა აქტი, რომელიც მიღებულია საქართველოს არაკანონიერი ხელისუფლების მიერ, მათ შორის პარლამენტის არჩევნების დანიშვნის აქტი, გამოცხადდეს იურიდიული ძალის არმქონედ;

 

ვითვალისწინებ რა, რომ  2003/2004 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის მიერ 2005 წ. 11 მარტს მიღებული დადგენილებით - 1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში....“ და

 

ვეყრდნობი რა 2012 წლის 1 ოქტომბერსა და 2013 წლის 27 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის მიერ გამოხატულ ნებას, საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად,  ვაცხადებ:

 

ა) უკანონოდ და ბათილად გამოცხადდესს: 1992 – 2012 წლებში საქართველოში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ მიღებული ყველა ის სამართლებრივი აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება 1991 წლის 31 მარტს სრულიად საქართველოს მოსახლეობის მიერ რეფერენდუმით გამოხატულ ნებასა და 1991 წლის 9 აპრილს მიღებულ „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს“;

 

ბ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით შეიქმნას  - „1992-2012 წლებში საქართველოში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შემსწავლელი კომისია“,

 

გ) „1992-2012 წლებში საქართველოში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შემსწავლელი კომისიის“ სტრუქტურა და სამუშაო დებულება დამტკიცებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული შესაბამისი განკარგულებით.

 

2. ეს დეკრეტი ძალაში შევიდეს მისი ხელმოწერისთანავე.

მიხეილ  სალუაშვილი