Print

№ 4 დეკრეტი

პროექტი

 საქართველოს პრეზიდენტის

დეკრეტი 4

2013 წლის ნოემბერი

. თბილისი

 

საქართველოში

1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი

დანაშაულებრივი რეჟიმის დამამკვიდრებელი

პოლიტიკური ხელმძღვანელობის

 საქმიანობის შესახებ


1. ვეყრდნობი რა 2012 წლის 1 ოქტომბერსა და 2013 წლის 27 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის მიერ გამოხატულ ნებას, საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად,  ვაცხადებ:

 

1. საქართველოში 1991 – 1992 წლებში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდგომად დამყარებული პოლიტიკური რეჟიმის ფუძემდებლების:

ერთის მხრივ - ედუარდ შევარდნაძისა და მის მიერ დაარსებული პოლიტიკური გაერთიანების „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“; და

მეორეს მხრივ - მიხეილ სააკაშვილისა და მის მიერ დაარსებული პოლიტიკური გაერთიანების ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობა, საქართველოს მოსახლეობის წინაშე, შეფასდეს როგორც - დანაშაულებრივი;

 

2. პოლიტიკური გაერთიანებების - „საქართველოს მოქალაქეთა კავშირისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაარსებიდან მოყოლებული, ვიდრე - 2012 წლის 1/25 ოქტომრამდე, ყველა იმ პირს, რომელიც ამ პარტიათა წევრის სტატუსით გახლდათ ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრი, კერძოდ:


- საქართველოს პარლამენტის დეპუტატი;

- საქართველოს სახელმწიფო მინისტრი [პრემიერ-მინისტრი];

- მინისტრი;

- მინისტრის მოადგილე;

- მთავრობის წევრი;

- მხარის რწმუნებული [გუბერნატორი]; მისი მოადგილე;

- ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულის: მერი, მერის მოადგილე, გამგებელი, გამგებლის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე,

ამ დეკრეტის მიღებიდან, როგორც მინიმუმ 5 წლის მანძილზე, აეკრძალოს - საქართველოში მომქმედ პოლიტიკურ გაერთიანებებში ყოფნის, საჯარო სამსახურსა და სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.

 

3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით შეიქმნას  - „1992-2012 წლებში საქართველოში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური ხელმძღვანელობის წევრთა დამდგენი კომისია“;

 

4. „1992-2012 წლებში საქართველოში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური ხელმძღვანელობის წევრთა დამდგენი კომისიის“ სტრუქტურა და სამუშაო დებულება დამტკიცებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული შესაბამისი განკარგულებით.

 

2. ეს დეკრეტი ძალაში შევიდეს მისი ხელმოწერისთანავე.

 

მიხეილ  სალუაშვილი