Print

№ 5 ბრძანებულების პროექტი

პროექტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 5

2013 წლის ნოემბერი

. თბილისი

 

საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტთან

სათათბირო ორგანოს 

„პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭო“-ს

დაარსების შესახებ

 

1989 წლის 9 აპრილს საქრთველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადებიდან, და 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის სამხედრო-კრიმინალური გადატრიალებიდან მოყოლებული - დღემდე, ჩვენს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ანალიზი ნათლად გვიჩვენებს, რაოდენ აუცილებელია ქვეყანაში მომქმედ პოლიტიკურ ძალებს შორის ეფექტური ურთიერთ  თანამშრომლობისათვის საჭირო სამართლებრივი მექანიზმის შემუშავება.

ზემოთქმულიდან გამომდინარე:

მხედველობაში ვიღებთ რა, რომ საქართველოში მომქმედი ყველა პოლიტიკური ძალა ვალდებულია თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში, ქვეყანაში ეკონომიკური აღმავლობისათვის საჭირო პირობების შექმნასა და დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებაში; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ რა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატისთვის აუცილებელია მოიძებნოს,  ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი ჩართვის ეფექტური მექანიზმი, რათა საქართველოს პრეზიდენტმა, მათთან, როგორც საქართველოს ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილის ინტერესების გამომხატველ პირებთან ერთად, გაინაწილოს პასუხისმგებლობა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებაში; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ რა, რომ საჭიროა გამოიკვეთოს სახელმწიფოებრივი სტრუქტურა სადაც მშვიდობიანი ხერხებითა და მეთოდებით უნდა გადაწყდეს, ქვეყნის განვითარების ხაზთან მიმართებით წამოჭრილი, პოლიტიკურ ძალთა შორის მოსალოდნელი ყოველგვარი უთანხმოებანი და

ვეყრდნობი რა 2013 წლის 27 ოქტომბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის მიერ გამოხატულ ნებას, „საქართველოს კონსტიტუციის“ 73-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად,  ვაცხადებ:

1. საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტთან შეიქმნას სათათბირო ორგანო: „პრეზიდენტის - მრჩეველთა საბჭო“.

2. საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის სათათბირო ორგანო: „პრეზიდენტის - მრჩეველთა საბჭო“-ს სტრუქტურა და სამუშაო დებულება დამტკიცებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული შესაბამისი განკარგულებით.

3. ეს ბრძანებულება ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე.

 

მიხეილ სალუაშვილი