Print

N 6. „1995 წ. 24 აგვისტოს რედაქციის „საქართველოს კონსტიტუციის“ 2004 წ. 6 თებერვლამდე მდგომარეობით აღდგენასთან დაკავშირებით“ [2014 წლის 25 თებერვალი]

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ დავით უსუფაშვილს!

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა

გაერთიანება: „უფლის სახელით

უფალია ჩვენი სიმართლე“-

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო დავით!

2003 წ. ნოემბერში ე.წ. ვარდების რევოლუციის გზით ხელისუფლებაში მოსულმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა გუნდმა, 2004 წ. 6 თებერვლი-დან მოყოლებული, მეთოდურად დაიწყო - 1995 წ. 24 აგვისტოს მიღებულ „საქართვე-ლოს კონსტიტუციაში“ თავისი ვიწრო პარტიული ინტერესების გამათვალისწინებელ ცვლილებათა განხორციელება.

აღნიშნულისა გამო ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური ფონის გამოსწორების მიზნით, „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 150-ე მუხლის შესაბამისად, მოგმართავთ წინამდებარე - საკანონმდებლო წინადადებით, და წარმოგიდგენთ კანონპროექტს: „1995 წ. 24 აგვისტოს რედაქციის „საქართველოს კონსტიტუციის“ 2004 წ. 6 თებერვლამდე მდგომარეობით აღდგენასთან დაკავშირებით“.

 

დანართი:

1. კანონპროექტი: „1995 წ. 24 აგვისტოს რედაქციის „საქართველოს კონსტიტუციის“ 2004 წ. 6 თებერვლამდე მდგომარეობით აღდგენასთან დაკავშირებით“ - 3 გვ.;

2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომზადე-ბული საკანონმდებლო წინადადების - „განმარტებითი ბარათი“ - 5 გვ.

 

პატივისცემით,

საკანონმდებლო წინადადების ავტორთა სახელით

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-

სპიკერი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

თბილისი, 2014 წლის 25 თებერვალი

ტელ.: 5 (91) 63-63-36

ელ. ფოსტა -  This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 

 

 

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

 

საქართველოს კანონი

„1995 წ. 24 აგვისტოს რედაქციის „საქართველოს კონსტიტუციის“

2004 წ. 6 თებერვლამდე მდგომარეობით

აღდგენასთან დაკავშირებით“

თავი 1. ზოგადი დებულება

მუხლი 1. 2003 წ. ე.წ. ვარდების რევოლუციად წოდებული სახელმწიფო გადატრიალების გზით ხელისუფლებაში მოსული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გუნდის მიერ გატარებულმა საკონსტიტუციო რეფორმამ უდიდესი ზიანი მიაყენა ქართული სახელმწიფოს საკანონმდებლო სივრცეს.

 

თავი 2. ძირითადი დებულება

მუხლი 2. 2004 წლის 6 თებერვლიდან განხორციელებული ე.წ. საკონსტიტუციო რეფორმა შეფასდეს როგორც დანაშაულებრივი, და გამოცხადდეს იგი უკანონოდ და ბათილად.

მუხლი 3. აღდგეს 1995 წ. 24 აგვისტოს მიღებული „საქართველოს კონსტიტუციის“ რედაქცია - 2004 წ. 6 თებერვლამდე არსებული მდგომარეობით.

 

2. კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

დანართი

საკანონმდებლო წინადადების

კანონპროექტი: „1995 წ. 24 აგვისტოს რედაქციის „საქართველოს კონსტიტუციის“ 2004 წ. 6 თებერვლამდე მდგომარეობით აღდგენასთან დაკავშირებით“

განმარტებითი ბარათი

 

„რაკი სწრაფადვე არ ისჯება ბოროტი საქმე,

ამიტომ ბედავს კაცი ბოროტების ჩადენას“

[ეკლესიასტე 8,11]

 

1995 წლის 24 აგვისტოს რედაქციის „საქართველოს კონსტიტუციაში“ [თბილისი, №786-რს], 2004 წ. 6 თებერვლამდე შეტანილი იქნა 6 ცვლილებება, ესენია:

1. საქართველოს 1999 წლის 20 ივლისის კონსტიტუციური კანონი №2221-სსმI, №35(42), 28.07.1999 წ., მუხ.169;

2. საქართველოს 1999 წლის 20 ივლისის კონსტიტუციური კანონი №2224-სსმI, №35(42), 28.07.1999 წ., მუხ.170;

3. საქართველოს 2000 წლის 20 აპრილის კონსტიტუციური კანონი №260-სსმI, №15, 25.04.2000 წ., მუხ.36;

4. საქართველოს 2001 წლის 30 მარტის კონსტიტუციური კანონი №826-სსმI, №9, 10.04.2001 წ., მუხ.33;

5. საქართველოს 2002 წლის 10 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონი №1689-სსმI, №28, 28.10.2002 წ , მუხ.128;

6. საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კონსტიტუციური კანონი №2597-სსმI, №23, 12.08.2003 წ., მუხ.168.

2003 წ. ნოემბერში ე.წ. ვარდების რევოლუციის გზით ხელისუფლებაში მოსულმა პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა გუნდმა, 2004 წ. 6 თებერვლიდან მოყოლებული, მეთოდურად დაიწყო - 1995 წ. 24 აგვისტოს მიღებულ „საქართველოს კონსტიტუციაში“, თავისი ვიწრო პარტიული ინტერესების გამათვალისწინებელ ცვლილებათა განხორციელება. კერძოდ:

2004 წელს განხორციელდა 3 ცვლილება:

7. საქართველოს 2004 წლის 6 თებერვლის კონსტიტუციური კანონი №3272-სსმI, №2, 07.02.2004 წ., მუხ.5;

8. საქართველოს 2004 წლის 23 აპრილის კონსტიტუციური კანონი №6-სსმI, №9, 03.05.2004 წ., მუხ.39;

9. საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კონსტიტუციური კანონი №306-სსმI, №16, 04.07.2004 წ., მუხ.54.

2005 წელს განხორციელდა 3 ცვლილება:

10. საქართველოს 2005 წლის 23 თებერვლის კონსტიტუციური კანონი №1010-სსმI, №8, 10.03.2005 წ., მუხ.57;

11. საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კონსტიტუციური კანონი №2494-სსმI, №1, 04.01.2006 წ., მუხ.1;

12. საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კონსტიტუციური კანონი №2496-სსმI, №1, 04.01.2006 წ., მუხ.2.

2006 წელს განხორციელდა 4 ცვლილება:

13. საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კონსტიტუციური კანონი №4133-სსმI, №3, 11.01.2007 წ., მუხ.44;

14. საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კონსტიტუციური კანონი №4135-სსმI, №3, 11.01.2007 წ., მუხ.46;

15. საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კონსტიტუციური კანონი №4136-სსმI, №3, 11.01.2007 წ., მუხ.47;

16. საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კონსტიტუციური კანონი №4137-სსმI, №3, 11.01.2007 წ., მუხ.48.

2008 წელს განხორციელდა 4 ცვლილება:

17. საქართველოს 2008 წლის 11 მარტის კონსტიტუციური კანონი №5833-სსმI, №3, 13.03.2008 წ., მუხ.7;

18. საქართველოს 2008 წლის 12 მარტის კონსტიტუციური კანონი №5853-სსმI, №3, 13.03.2008 წ., მუხ.8;

19. საქართველოს 2008 წლის 10 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონი №343-სსმI, №25, 23.10.2008 წ., მუხ.164;

20. საქართველოს 2008 წლის 10 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონი №344-სსმI, №27, 27.10. 2008 წ., მუხ.168;

2009 წელს განხორციელდა 2 ცვლილება:

21. საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კონსტიტუციური კანონი №1674-სსმI, №29, 12.10.2009 წ., მუხ.157;

22. საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კონსტიტუციური კანონი №1675-სსმI, №29, 12.10.2009 წ., მუხ.158.

 

2010 წელს განხორციელებულმა საკონსტიტუციო რეფორმამ თითქმის ძირეულად შეიცვალა კონსტიტუციით გათვალისწინებული სახელისუფლო ვერტიკალთა ურთიერთბალანსი. როგორც მოგეხსენებათ, ეს უკანასკნელი ემსახურებოდა მ. სააკაშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე პრემიერ-მინისტრის რანგში მოღვაწეობისათ-ვის შესაბამისი პირობების შექმნას.

მ. სააკაშვილის ხელმძღვანელობით 2004-2012 წ.წ. მოქმედი დამნაშავე პოლიტი-კური რეჟიმის მიერ შექმნილ დამახინჯებულ საკონსტიტუციო სამართლებრივ სივრცეში დადებითი ბალანსის აღდგენის მიზნით, ამ ეტაპზე ოპტიმალურ გამოსავ-ლად გვესახება 1995 წ. 24 აგვისტოს მიღებული „საქართველოს კონსტიტუციის“ იმ რედაქციის აღდგენა, რომელიც 2004 წ. 6 აგვისომდე მდგომარეობით გახლდათ დაფიქსირებეული.

ჩვენს მიერ „საქართველოს კანონი“-ს ფორმატში წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების გაზიარების, ანუ მისი - საკანონმდებლო ინიციატივად ქცევის შემთხვევაში, მისაღები გადაწყვეტილების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ პარლამენტის მიერ აღნიშნული კანონპროექტის - „1995 წ. 24 აგვისტოს რედაქციის „საქართველოს კონსტიტუციის“ 2004 წ. 6 თებერვლამდე მდგომარეობით აღდგენასთან დაკავშირებით“ - მიღება მოხდეს, კონსტიტუციის მუხლი 66,11 -ს მოთხოვნის შესაბამისად გათვალისწინებული „კონსტიტუციური შეთანხმების“ ფორმატში; რომლის თანახმადაც

- „კონსტიტუციური შეთანხმება დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის სულ ცოტა სამი მეხუთედი“.

 

კანონპროექტის ავტორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: „1995 წ. 24 აგვისტოს რედაქციის „საქართველოს კონსტიტუციის“ 2004 წ. 6 თებერვლამდე მდგომარეობით აღდგენასთან დაკავშირებით“, ავტორი:

 

- მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე; საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“- სპიკერი;

- ვალერი მჭედელაძე, „სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტი“-ს თავმჯდომარე;

- დიაკონი ელიზბარი [დიაკონიძე], „სრულიად საქართველოს წმიდა გიორგის სადროშო“; თავმჯდომარე;

- ავთანდილ იოსელიანი, სრულიად საქართველოს „სახალხო დარბაზი“; თანათავ-მჯდომარე;

- სერგი საჯაია, „იბერიულ-კავკასიური მოძრაობა ჭყონდიდელის ეროვნული ლასკარი“; თავმჯდომარე;

- მიხეილ ანდღულაძე, „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის“ თავ-მჯდომარე;

- ჯემალ ჯიქია, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი;

- თინათინ ბაიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „თამარიონი“-ს თანათავ-მჯდომარე

- ლევან ხაჭაპურიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „იბერიელთა კავშირი“-ს თავმჯდომარე;

- არუდაშვილი ნანა არასამთავრობო ორგანიზაცია „მანდილიონი“-ს თავმჯდო-მარე.

 

 

 

კანონპროექტის ინიციატორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: „1995 წ. 24 აგვისტოს რედაქციის „საქართველოს კონსტიტუციის“ 2004 წ. 6 თებერვლამდე მდგომარეობით აღდგენასთან დაკავშირებით“, ინიციატორია - საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“- სახელით, საინიციატივო ჯგუფი:

 

ანდღულაძე მიხეილი [მომხსენებელი], არუდაშვილი ნანა [მომხსენებელი], ბაიაშვილი თინათინი [მომხსენებელი], ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გოგლიძე ანგი [კაკო], დიაკონიძე ელიზბარი [მომხსენებელი], ერქვანიძე ნანული, ვეშაგური ლიდა, თანიაშვილი მანანა,

თანიაშვილი მარგალიტა, ინჯგია ლეილა, იოსელიანი ავთანდილი [მომხსენებელი], კობახიძე ლეილა, ლომიძე თამარი, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე ნათელა, მეფარიძე ლეილა, მჭედელაძე ვალერი [მომხსენებელი],

ოდიშვილი მანანა, რაზმაძე შაზი, სალუაშვილი მიხეილი [გელა] [მომხსენებელი], საჯაია სერგი [მომხსენებელი], სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა, ქამხაძე ლია, შათირიშვილი დავითი, შერგელაშვილი ბეჟანი, ცაგარეიშვილი ელეონორა,

ცაგარეიშვილი მედეა, ჩოხელი ლევანი, ჩხეტია ეთერი, ჭკადუა მზია, ხაჭაპურიძე ლევანი [მომხსენებელი], ხრიკული ეკატერინე, ჯანელიძე ექვთიმე, ჯიქია დიანა, ჯიქია თენგიზი, ჯიქია ჯემალი [მომხსენებელი].

 

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მართებული გადაწყვეტილების მიღებაში.