Print

2016 წ. 19 მარტის - გადაწყვეტილება

უფალია ჩვენი სიმართლე

[სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა]“-

ლასკარის

2016 წლის 19 მარტის

გადაწყვეტილება

 

უფალია ჩვენი სიმართლე [სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა]“-ს ლასკარის 2016 . 19 მარტის ღია სხდომაზე, მოისმინეს ლასკარის თავმგდომარის მიხეილ [გელა] სალუაშვილის მოხსენება 2016 წ. საპარლამენტო არჩევნებში შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით.

განხილვაში მონაწილეობდნენ - მევლუდ მამადაშვილი, ბეჟან შერგელაშვილი, ეთერ ჩხეტია, ნანული ერქვანიძე, ლეილა მეფარიძე, ლევან ჩოხელი, ნათელა მელქაძე, დინა ჯიქია, ლენა სისაური, ლეილა კობახიძე, ეთერ ბუიძე, ლიდა ვეშაგური,  შაზი რაზმაძე, ლალი ბეგაშვილი, ნელი მაძღარაშვილი, ლია ქამხაძე, კაკო გოგლიძე და მანანა სოსებაშვილი.

 

კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად დაადგინეს:

1. გაუქმდეს ლასკარის მიერ 2016 წ. 16 მარტს მიღებული გადაწყვეტილება 2016 წ. საპარლამენტო არჩევნებში: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლეს“ სახელდებით შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით;

2. 2016 წ. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში საარჩევნო სახელდება იქნება: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“;

2. დამტკიცდეს საარჩევნო გაერთიანების: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მომზადებული საარჩევნო პროგრამა, სახელდებით: „ერთად გავაბრწყინოთ საქართველო“;

3. დაევალოს საორგანიზაციო ჯგუფს [ხელმძღვანელი - ეთერ ჩხეტია] კავშირის რიგგარეშე სათათბირო სხდომის მოწვევის სამზადისის დაწყება.   

 

უფალია ჩვენი სიმართლე

[სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა]“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი