2018 წ. 10 თებერვლის გადაწყვეტილება
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის
2018 წლის 10 თებერვლის
გადაწყვეტილება
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2018 წ. 10 თებერვლის ღია სხდომაზე:
კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად, დაადგინეს:
1. ჩვენი პარტია მონაწილეობას მიიღებს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ 2018 წლის ოქტომბერში ჩასატარებელ მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებში;
2. 2018 წლის ოქტომბერში ჩასატარებელ მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენი პარტიის მიერ საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენილ იქნეს ლასკარის თავმჯდომარე - მიხეილ სალუაშვილი;
3. დაევალოს ლასკარის თავმჯდომარეს [მიხეილ სალუაშვილი] და ლასკარის საორგანიზაციო მდივანს [ეთერ ჩხეტია] ერთი კვირის ვადაში უზრუნველყონ ცესკოში, კანონით გათვალისწინებული პროცედურების დასაწყებად საჭირო [მხარსამჭერთა ხელმოწერების შეგროვების უფლების მიღებასთან დაკავშირებული] დოკუმენტაციის წარდგენა.
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის თავმჯდომარე
მიხეილ (გელა)
სალუაშვილი