Print

2018 წ. 31 მარტის გადაწყვეტილება

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის

2018 წლის 31 მარტის

გადაწყვეტილება


2018 . 31 მარტს, „ლაზარეს აღგინების შაბათს“, ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 79-ე წლისთავისადმი მიძღვნილ, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა უფალია ჩვენი სიმართლე-ს ლასკარის ღია სხდომაზე, მოისმინეს ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ [გელა] სალუაშვილის მოხსენება - ზვიად გამსახურდიას როლი, საქართველოში თეოლოგიისა და პოლიტიკის სფეროს განვითარებაში.

განხილვაში მონაწილეობდნენ - ეთერ ჩხეტია, მანანა სოსებაშვილი, კაკო გოგლიძე, ნელი მაძღარაშვილი, ლია ქამხაძე, მანანა თანიაშვილი, ლიდა ვეშაგური, ეთერ ბუიძე, ნათელა მელქაძე და ლეილა კობახიძე.


კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად, დაადგინეს:

1. დაარსდეს - ზვიად გამსახურდიას სახელობის „თეოლოგიისა და პოლიტიკის აკადემია“;


2. შეიქმნას - ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებიდან 25 და დაბადებიდან 80 წლისთავისათვის ჩასატარებელ ღონისძიებათა მოსამზადებელი - „ზვიად გამსახურდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი კომისია“


3. მოხსენებაში გაშლილი ზოგადი პრინციპების გათვალისწინებით,, დაევალოს მიხეილ [გელა] სალუაშვილს, ლასკარის უახლოეს სხდომაზე დასამტკიცებლად წარმოადგინოს:

- ზვიად გამსახურდიას სახელობის „თეოლოგიისა და პოლიტიკის აკადემიის“ სტრუქტურული მონახაზი;

- „ზვიად გამსახურდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი კომისიის“ ზოგადი დებულება.


სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა

უფალია ჩვენი სიმართლე-

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი