24 მარტი 2012 წ. - გადაწყვეტილება
„სამართლიანობი საღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის
2012 წლის 24 მარტის
გადაწყვეტილება
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2012 წ. 24 მარტის სხდომაზე:
მოისმინეს:
ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ(გელა) სალუაშვილის მოხსენება: - პოლიტიკური პარტიებისათვის შესათავაზებელი „შეთანხმება“ საპროგრამო თემაზე: „მემორანდუმი მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხისათვის“.
დაადგინეს:
კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად: დამტკიცდეს, 2011 წლის 31 დეკემბერს, ლასკარის სხდომაზე მიღებული კავშირის „პოლიტიკური პრიორიტეტების საკითხები“-ს ნუსხით გათვალისწინებული „შეთანხმება“ საპროგრამო თემაზე: „მემორანდუმი მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხისათვის“.
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის თავმჯდომარე
მიხეილ (გელა)
სალუაშვილი