Print

14 აპრილი 2012 წ. - გადაწყვეტილება

სამართლიანობი საღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის

2012 წლის 14 აპრილის

გადაწყვეტილება

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2012 . 14აპრილის სხდომაზე:

მოისმინეს:

ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია:

1. 2012 წლის ოქტომბერში გასამართ  საპარლამენტო არჩევნებში კავშირის მონაწილეობის თაობაზე;

2. ლასკარის საარჩევნო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ;

3. ლასკარის საარჩევნო კომისიის მდივნად ნათელა მელქაძის დანიშვნასთან დაკავშირებით.

კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად ერთხმად

დაადგინეს:

1. სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ 2012 წლის ოქტომბერში გასამართ  საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს სახელდებით: „...უფალია ჩვენი სიმართლე;

2. შეიქმნას ლასკარის „საარჩევნო კომისია“, ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ხელმძღვანელობით;

3. შემოღებულ იქნეს ლასკარისსაარჩევნო კომისიის მდივნის“ თანამდებობა;

4. ლასკარის საარჩევნო კომისიის მდივნის დანიშვნა-განთავისუფლება განისაზღვროს ლასკარის თავმჯდომარის კომპეტენციად,  შესაბამისი ინფორმაციის ლასკარის უახლოეს სხდომაზე ცნობად წარდგინების ვალდებულებით;

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი