2012 წ. 28 აპრილის გადაწყვეტილება
„სამართლიანობი საღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის
2012 წლის 28 აპრილის
გადაწყვეტილება
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2012 წ. 28 აპრილის სხდომაზე:
მოისმინეს:
ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია:
1. საქართველოს კონსტიტუციის მეოთხე თავში „საქართველოს პრეზიდენტი“ შესატანი ცვლილებების თაობაზე, ე.წ. „შეთანხმების“ მიღების თაობაზე;
2. „...უფალია ჩვენი სიმართლე“-ს საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებულ საკითხებთან მიმართებაში ე.წ. წინასწარი გამოკითხვის ჩატარების მიზანშეწონილობის შესახებ.
დაადგინეს:
კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად:
1. დამტკიცდეს, 2011 წლის 31 დეკემბერს, ლასკარის სხდომაზე მიღებული კავშირის „პოლიტიკური პრიორიტეტების საკითხები“-ს ნუსხით გათვალისწინებული „შეთანხმება“ – „საქართველოს პრეზიდენტი - საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები“;
2. 2012 წლის ოქტომბერში გასამართ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, პ/გ „...უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ მომზადებული საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებულ საკითხებთან მიმართებაში ჩატარდეს წინასწარი გამოკითხვა;
3. „წინასწარ გამოკითხვასთან“ დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია დაევალოს ლასკარის საარჩევნო კომისიის მდივანს - ნათელა მელქაძეს.
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის თავმჯდომარე
მიხეილ (გელა) სალუაშვილი