24 დეკემბერი 2011 წ. - გადაწყვეტილება
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის
2011 წლის 24 დეკემბრის
გადაწყვეტილება
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2011 წლის 24 დეკემბრის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ (გელა) სალუაშვილი, რევაზ კობიაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, თენგიზ ჯიქია, ეთერ ჩხეტია, ლეილა მეფარიძე და ლევან ჩოხელი.
მოისმინეს: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის მიერ გაკეთებული ინფორმაცია კავშირის სახელდებაში ცვლილების შეტანის შედეგად, კავშირის წევრთა: ნაწილობრივ-ხელახალი გაწევრიანების თაობაზე.
დაადგინეს: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს 2011 წლის 1 დეკემბრის მე-8 და 13 დეკემბრის მე-9 საგანგებო სხდომებზე, კავშირის წესდებაში შეტანილი ცვლილებების შედეგად შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე:
1. „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს წევრებს, კავშირის წევრობის ვადა აეთვალოთ მათ მიერ „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა~ს წევრად გახდომის მიზნით დაწერილ განცხადებაზე (შევსების დროს) დატანილი თარიღიდან;
2.„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ყველა წევრი, სურვილის შემთხვევაში, ავსებს განცხადების ახალ ფორმას, კავშირის წევრად გახდომის ძველი თარიღის მითითების, ან მითითების გარეშე;
3. „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს წევრად გახდომის მსურველი, კავშირის წესდების 3.2 მუხლის შესაბამისად, კავშირის ლასკარის თავჯდომარის სახელზე დაწერილ განცხადებასთან ერთად, შესაბამისი პირველადი ორგანიზაციის, ან კავშირის საორგანიზაციო განყოფილებაში წარადგენს:
ა) ორ ფოტოსურათს; ბ) ავტობიოგრაფიას; გ) სააღრიცხვო ბარათს.
4. „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს წევრს, კავშირში მიღების ვადის ათვლა განესაზღვროს კავშირის საორგანიზაციო განყოფილებაში რეგისტრაციის თარიღიდან.
4. „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს წევრად გახდომის საკითხზე, საერთო ზედამხედველობა დაევალოს კავშირის საორგანიზაციო მდივანს _ ეთერ ჩხეტიას.
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის თავმჯდომარე
მიხეილ(გელა)
სალუაშვილი
24 დეკემბერი, 2011 წ.