31 დეკემბერი 2011 წ.
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის
2011 წლის 31 დეკემბრის
გადაწყვეტილება
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2011 წლის 31 დეკემბრის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ (გელა) სალუაშვილი, რევაზ კობიაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, თენგიზ ჯიქია, ეთერ ჩხეტია და ლეილა მეფარიძე.
მოისმინეს:
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის მიერ სათათბიროს 2011 წლის 1 დეკემბრის მე-8 და 13 დეკემბრის მე-9 საგანგებო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად მომზადებული: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს `პოლიტიკური პრიორიტეტების რამოდენიმე საკითხი~.
დაადგინეს:
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი: ხმა ერისა“-ს სათათბიროს 2011 წლის 1 დეკემბრის მე-8 და 13 დეკემბრის მე-9 საგანგებო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად დამტკიცდეს: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს „პოლიტიკური პრიორიტეტების რამოდენიმე საკითხი“-ს შემდეგი საბოლოო რედაქცია:
1. საქართველოში მართლმადიდებელი სარწმუნოების - სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება;
2. 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების (სამხედრო გზით მოწყობილი სახელმწიფო გადატრიალება) ისტორიულ-სამართლებრივი შეფასება;
3. 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების (სამხედრო გზით მოწყობილი სახელმწიფო გადატრიალება) შემდგომად ქვეყანაში დარღვეული კანონიერებისა და სამართლიანობის აღდგენის მექანიზმის შემუშავება;
4. ქართული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მშვიდობიანი და სამართლებრივი გზით აღდგენა-დამკვიდრება;
5. საქართველო უნდა იყოს სამხარეო პრინციპებზე დაფუძნებული უნიტარული სახელმწიფო;
6. საქართველო უნდა გახდეს მუდმივი აქტიური ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფო;
7. საქართველო არ უნდა იყოს რომელიმე სამხედრო, თუ სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანების წევრი ქვეყანა;
8. საქართველოს ტერიტორიაზე არასოდეს არ უნდა განთავსდეს უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზები;
9. საქართველოს შეიარაღებული კონტინგენტი არასოდეს არ მიიღებს მონაწილეობას მსოფლიოს რომელიმე კუთხეში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში;
10. საქართველოს საგარეო კურსი აგებული იქნება კეთილმეზობლურ პოლიტიკაზე, რაც დაეფუძნება საერთაშორისო პრინციპებზე დაყრდნობით შექმნილ ნებისმიერ გაერთიანებასა, თუ მისი ცალკეულ წევრ სახელ-მწიფოსთან ორმხრივად მისაღები ურთიერთობის ფუნდამენტურ დებულებებს;
11. საქართველო, როგორც კავკასიის რეგიონის ცენტრალური სახელმწიფო, ესწრაფვის - „კავკასიის მშვიდობიანი სახლის“ ჩამოყალიბებასა და მასში თავისი აქტიური როლის გამოკვეთის გზით მსოფლიოში მშვიდობის დამყარებაში თავისი წვლილის შეტანას;
12. ყველაფერი უნდა გაკეთდეს ქვეყნის პოლიტიკური მმართველობის მხოლოდ მშვიდობიანი და არჩევნების გზით ცვლილების დამკვიდრე-ბისათვის საჭირო იურიდიული, სამართლებრივი და პოლიტიკური მექანიზმების შემუშავებისათვის;
13. საკანონმდებლო ბაზის სრულ-ყოფის გზით უნდა მოხდეს ქვეყნის საკანონმდებლო, აღმასრულებელი და მაკონტროლებელი მძლავრი სისტემის ჩამოყალიბება;
14. საკანონმდებლო დონეზე შემუშავებული უნდა იქნეს მედია-ცენტრების ნორმალურად ფუნქციონირებისათვის საჭირო ის სამართლებრივი ჩარჩოები, რომლებიც უზრუნველყოფენ საინფორმაციო საშუალებათა ფართო სპექტრის რეალურ დამოუკიდებლობასა და მათი ე.წ. მეოთხე სახელისუფლო შტოდ ჩამოყალიბებას;
15. უნდა შემუშავდეს ქვეყანაში მომქმედი საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური გაერთიანებებისა და არასამთავრობო სექტორის ნორმალური, ურთიერთმისაღები და თანამშრომლობისათვის საჭირო ძირითადი პრინციპები;
16. უნდა შეიქმნას სამართლებრივი ბაზა ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური და ეკონომიკური კონკურენციისათვის საჭირო გარემოს ჩამოყალიბებისათვის.
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის თავმჯდომარე
მიხეილ(გელა)
სალუაშვილი
31 დეკემბერი, 2011 წ.