Print

7 იანვარი 2012 წ.

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

2012 წლის 7 იანვრის

გადაწყვეტილება

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2012 წლის 7 იანვრის სხდომაზე

მოისმინეს:

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის მოხსენება _ „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასთან დაკავშირებული „საქართველოს კონსტიტუციაში“  შესატანი ცვლილებების თაობაზე“.

დაადგინეს:

1. „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს წესდების 6.5 მუხლის შე-საბამისად დამტკიცდეს _ „საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები“-ს პროექტი;

2. საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების მნიშვნელობიდან გამომდინარე, „საქართველოს კონსტიტუცია“-ში წარმოდგენილი გადაწყვეტილების ასახვის მიზნით შემუშავებული _ „საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები“-ს წინამდებარე პროექტი, განხილვის მიზნით დაეგზავნოს:

ა) საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდს;

ბ) საქართველოს პრეზიდენტს;

გ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს;

დ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს;

ე) საქართველოს იუსტიციის მინისტრს;

ვ) საქართველოში მომქმედ (აკრედიტებულ) დიპლომატიურ კორპუსს;

ზ) საქართველოში მომქმედ პოლიტიკურ გაერთიანებებს;

თ) აღნიშნული თემატიკით დაკავებულ (დაინტერესებულ) არასამთავრობო ორგანი-ზაციებს.

3. „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის მიერ დამტკიცებული _ „საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები~-ს წინამდებარე პროექტის თაობაზე მიღებული განხილვის შედეგები შეჯამდეს, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობის (1990 წ. 4 მარტი) 22-ე წლისთავისადმი მიძღვნილ _ 2012 წლის 4 მარტის შეკრებაზე.

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა)

სალუაშვილი

7 იანვარი, 2012 წ.