Print

14 იანვარი 2012 საფინანსო ანგარიში

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარს,

კავშირის მთავარი ბუღალტრის

ნანული ერქვანიძის

 

ახსნა-განმარტებითი ბარათი

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა“-ს

1992-2011 წლის საფინანსო საქმიანობის შესახებ

 

საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს კოლეგიის მიერ 1992 წლის 2 აპრილს, # 12/4 დადგენილებით დარეგისტრირებული _  „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა“-ს (რეგ. # 0052) მიერ, საქართველოს რესპუბლიკის ბინსოცბსნკში გახსნილ იქნა საბანკო ანგარიში: #000700489.

კავშირის საბანკო წიგნაკის მიხედვით საბანკო ოპერაცია მოიცავს: 1992 წლის 2 ოქტომბრიდან ათვლით 1993 წლის 28 ივნისამდე დროით მონაკვეთს.

1996 წლის 18 მარტით დათარიღებულ _ ჩუღურეთის რაიონის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის კონტროლის განყოფილების მიერ გაცემულ ცნობაში ვკითხულობთ:

 _ `ქ. თბილისი, 18 03.96 წ.

ჩუღურეთის რაიონის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის კონტროლის განყოფილების ინსპექტორებმა ზ. რუსიშვილმა და ნ. ხაჩიძემ შევამოწმეთ ჩიტაის # 39 -ში მდებარე პოლიტიკურ საზოგადოებრივი ორგანიზაცია სამართლიანობის აღდგენის კავშირი `ხმა ერისა~ ფუნქციონირების კანონიერება.

კავშირი შეიქმნა 1992 წლის 2 აპრილს და #12/4 დადგენილებით გაიარა რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროში. ანგარიში გახსნილი აქვს საქბინსოცბანკის საბურთალოს განყოფილებაში, ანგარიშის #000700489.

კანონმდებლობიდან გამომდინარე პარტია არ ეწევა სამეურნეო საქმიანობას. პარტიის თანამშრომლები ფულად ანაზღაურებას ხელფასის სახით არ იღებენ, და ამგვარად, არ ეკუთვნით ბიუჯეტში შესატანი გადასახადების გადახდა.

ჩუღურეთის რაიონის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციაში აღრიცხვაზე არ იმყოფებოდა. მაგრამ შემოწმების პერიოდში კავშირმა წარმოადგინა განცხადება საგადასახადო ინსპექციაში აღრიცხვაზე აყვანის შესახებ. განცხადება და პარტიის წესდება თან ერთვის ცნობას.

კონტროლის განყოფილების ინსპექტორები: ზ. რუსიშვილი, ნ. ხაჩიძე

კავშირის თავმჯდომარე: მ. სალუაშვილი

ბუღალტერი: ნ. ერქვანიძე~.

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა“ საგადასახადო არღიცხვაზე აყვანილ იქნა _ 1996 წლის 18 დეკემბერს, გაცემულ იქნა საიდენტიფიკაციო კოდი: 202 910 314.

1996 წლიდან ვიდრე 2011 წლის 23 დეკემბრამდე „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა“-ს მიერ:

_ არანაირი საფინანსო ოპერაცია არ ჩატარებულა;

_ კავშირს არ ჰქონია გახსნილი საბანკო ანგარიში;

_ კავშირი არ ფლობდა არანაირ ქონებას;

_ კავშირში გაერთიანებული თანამშრომლები არ იღებდნენ ფულად ანაზღაურებას.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2011 წლის 23 დეკემბრის #22-რ ბრძანებით, რეგისტრირებული იქნა (რეგ. #052):

_ კავშირის სახელდებაში შეტანილი ცვლილება, და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების სახელწოდება ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:  „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“; და

_ კავშირის ახალ იურიდიულ მისამართად განისაზღვრა: საქართველო, ქ. თბილისი, მუხიანის დასახლება, I მ/რ, II კორპ., V სად., ბინა 95.

2011 წლის 28 დეკემბრის განცხადების საფუძველზე, თბილისის რაიონულ ცენტრში, 2012 წლის 9 იანვარს „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, აყვანილ იქნა საგადასახადო აღრიცხვაზე და გაიცა _ „გადასახადის გადამხდელის საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა~ (სერია 11).

2012 წლის 9 იანვარს, თიბისი ბანკში გახსნილ იქნა _  „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლარის ანგარიში:

საბანკო კოდი თBჩBGE 22,

ანგარიშსწორების ანგარიში _ GE96 თB78 8493 6080 1000 02.

ქ. თბილისი, 2012 წლის 14 იანვარი

 

 

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის

2012 წლის 14 იანვრის

გადაწყვეტილება


„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2012 წლის 14 იანვრის სხდომაზე:

მოისმინეს:

კავშირის მთავარი ბუღალტრის ნანული ერქვანიძის მიერ ახსნა-განმარტებით ბარათში გადმოცემული ინფორმაცია.

დაადგინეს:

კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად, დამტკიცდეს კავშირის მთავარი ბუღალტრის ნანული ერქვანიძის მიერ წარმოდგენილი ანგარიში _ „კავშირის 1992-2011 წლის საფინანსო მდგომარეობის თაობაზე“.

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

 

მიხეილ(გელა)

სალუაშვილი

7 იანვარი, 2012 წ.