18 მაისი 2013 წ. №3 გადაწყვეტილება
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის
2013 წლის 18 მაისის
№3
გადაწყვეტილება
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2013 წ. 18 მაისის სხდომაზე:
მოისმინეს:
ლასკარის თავმჯდომარის მოადგილის ბეჟან შერგელაშვილის წინადადება 2013 წ. ოქტომბერში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად, ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის დასახელების თაობაზე.
დაადგინეს:
კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად, 2013 წ. ოქტომბერში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად, დასახელებულ იქნეს „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე - მიხეილ (გელა) სალუაშვილი.
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის თავმჯდომარე
მიხეილ (გელა)
სალუაშვილი