Print

14 იანვარი 2012 საზოგადოებრივი სამსახურის შექმნის თაობაზე

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

2012 წლის 14 იანვრის

გადაწყვეტილება

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2012 წლის 14 იანვრის სხდომაზე:

 

მოისმინეს:

ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ(გელა) სალუაშვილის ინფორმაცია: ლასკარის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ჩამოყალიბების თაობაზე.

 

დაადგინეს:

კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად:

1. ჩამოყალიბდეს  ლასკარის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, საზოგადოებრივი მდივნის ხელმძღვანელობით;

2. ლასკარის საზოგადოებრივი მდივნის - დანიშვნა-განთავისუფლება განისაზღვროს ლასკარის თავმჯდომარის კომპეტენციად,  შესაბამისი ინფორმაციის ლასკარის უახლოეს სხდომაზე ცნობად წარდგინების ვალდებულებით.

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი

 ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა) 

სალუაშვილი