27 ივლისის გადაწყვეტილება
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის
2013 წლის 27 ივლისის
გადაწყვეტილება
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2013 წ. 27 ივლისის სხდომაზე:
მოისმინეს:
ინფორმაცია - 2013 წ, 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატად ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ [გელა] სალუაშვილის დარეგისტრირებისათვის საჭირო პროცედურების წარმატებით ჩატარება - დასრულებისა და არჩევნების მთელი ციკლის განმავლობაში ცესკოში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარმომადგენლებად - ჯემალ ჯიქიასა და მამა ელიზბარ [დიაკონიძის] დანიშვნასთან დაკავშირებით.
დაადგინეს:
კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად:
1. ცნობად იქნეს მიღებული ინფორმაცია - პრეზიდენტობის კანდიდატად ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ [გელა] სალუაშვილის დარეგისტრირებისათვის საჭირო პროცედურების წარმატებით ჩატარება - დასრულების თაობაზე;
2. დამტკიცდეს არჩევნების მთელი ციკლის განმავლობაში ცესკოში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარმომადგენლებად წარსადგენი - ჯემალ ჯიქიასა და მამა ელიზბარ [დიაკონიძის] კანდიდატურები.
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის თავმჯდომარე
მიხეილ (გელა)
სალუაშვილი