2013 წ. 7 სექტემბრის - გადაწყვეტილება
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის
2013 წლის 7 სექტემბრის
გადაწყვეტილება
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2013 წ. 7 სექტემბრის სხდომაზე:
მოისმინეს:
ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ [გელა] სალუაშვილის წინადადება 2013 წ. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ [გელა] სალუაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად, „სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტის“ თავმჯდომარის, ბატონ ვალერი მჭედელაძის დანიშვნის თაობაზე;
დაადგინეს:
კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად 2013 წ. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ [გელა] სალუაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად, დაინიშნოს „სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტის“ თავმჯდომარე, ბატონი ვალერი მჭედელაძე.
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის თავმჯდომარე
მიხეილ (გელა)
სალუაშვილი