Print

30 იანვარი 2012 წ. - გია გვაზავა

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს

თავმჯდომარეს

ბატონ  გიორგი გვაზავას! 

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის

მიმართვა

ბატონო გიორგი!

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“- პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელებისათვის აქტიური ქმედების დაწყებამდე კურთხევის აღების მიზნით, 2011 წლის 23 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და  ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-, ჩვენი სამოქმედო გეგმის მოკლედ გაცნობის შემდეგ, იმ საკითხზე ვესაუბრეთ, რასაც _ საქართველოში მართლმადიდებელი სარწმუნოების სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება ჰქვია.

აღნიშნული შეხვედრის სულისკვეთებიდან გამომდინარე, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე- უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს _ ლასკარი- 2011 წლის 31 დეკემბერს გამართულ სხდომაზე დამტკიცებული _ პოლიტიკური პრიორიტეტების რამოდენიმე საკითხი- პირველ პუნქტად _ საქართველოში მართლმადიდებელი სარწმუნოების სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება განისაზღვრა [იხ. გაზ. ...უფალია ჩვენი სიმართლე, #3(796), 7/01-2012 .].

შობის ბრწყინვალე დღესასწაულისადმი მიძღვნილი 2012 წლის 7 იანვარს გამართულ ...უფალია ჩვენი სიმართლე- ლასკარის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, დამტკიცდა, საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია-ში წარმოდგენილი გადაწყვეტილების ასახვის მიზნით შემუშავებული _ საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები- პროექტი [იხ. გაზ. ...უფალია ჩვენი სიმართლე, #4(797), 14/01-2012 .].

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ...უფალია ჩვენი სიმართლე განსახილველად წარმოგიდგენთ: საქართველოში მართლმადიდებელი სარწმუნოების სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების მიზნით მომზადებულ საკითხთა სრულ პაკეტს.

ამასთანავე გაცნობებთ, რომ სასურველია თუკი, აღნიშნულ საკითხზე თქვენს მიერ გამოთქმული თვალსაზრისის მოწოდება _ 2012 წლის 1 მარტამდე მოხერხდება [წერილობით, ან ელექტრონული ფოსტით _ ინფო@უფალი.გე], რათა მიღებული განხილვის პირველადი შედეგები ერთგვარად შეჯამდეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობის (1990 . 4 მარტი) 22- წლისთავისადმი მიძღვნილ _ 2012 წლის 4 მარტისთვის ჩვენს მიერ დაგეგმილ შეკრებაზე.

წინასწარ გიხდით მადლობას მომავალი თანამშრომლობისათვის.

 

დანართი:

1. მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხისათვის, თბ. 2012 . 7 იანვარი, 20 გვერდი; და

2. საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასთან დაკავშირებული - საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები, თბ. 2012 ., 16 გვერდი.

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი

ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლეს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა)

სალუაშვილი 

თბილისი, 2012 წლის 30 იანვარი,

 ტელ.: 5 (91) 63-63-36