Print

6 ოქტომბრის მიმართვა - ილია მეორეს!

საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს,

სინოდის თავმჯდომარეს:

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს,

მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს,

ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს,

უწმიდესსა და უნეტარეს

ილია II-ს

 

თქვენო უწმიდესობავ!

 ქვეყნის სულიერი გაერთიანებისათვის საჭირო გადაწყვეტილების მიღების მიზნით, მიზეზთა გამო, იძულებულნი ვართ განმეორებითი თხოვნით  მოგმართოთ:

გვჯერა რა, რომ 1991 – 1992 წლების დეკემბერ - იანვარის მოვლენების გამო გახლეჩილი ეროვნული ცნობიერების შედეგად შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი - ჩადენილი შეცდომის ძირეულ გააზრებასა და სათანადო ნაბიჯების გადადგმაშია საძიებელი; აგრეთვე

ვითვალისწინებთ რა, რომ აუცილებელია ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს დამნაშავე კრიმინალური ნაწილისა და მათ ქმედებებს ნებსით, თუ უნებლიედ აყოლილი მოსახლეობის ნაწილის პასუხისმგებლობა;

მოგმართავთ წინადადებით, რათა:

ქართველი ერის სულიერი გაერთიანების მიზნით, ზემოთხსენებული ტრაგედიის დაწყების დღე - 22 დეკემბერი, დაწესებული იქნეს - მონანიებისა და ურთიერთმიტევების დღედ.

 

თქვენო უწმიდესობავ!

ეკლესიის წიაღიდან მომდინარე, ღვთაებრივ სწავლებაზე დაფუძნებული, მონანიებისა და ურთიერთმიტევების მოწოდება, ხელს შეუწყობს ამოავსოს, ხსენებულ ტრაგედიაში მონაწილე დაპირისპირებულ მხარეთა შორის გაჩენილი, გაუცხოების უფსკრული.

ყველამ კარგად უნდა გავიცნობიეროთ, რომ განკითხვის დღეს აღსრულებული ღვთაებრივი სამსჯავრო, თითოე ჩვენთაგანს მიუკერძოებელ უფლისმიერ განაჩენს გამოუტანს, რამეთუ გვაფრთხილებს მაცხოვარი - ... მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს. ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები, და შენივე სიტყვებით განიკითხები~ (მათე 12,36-37).

22 დეკემბერს დაწესებული მონანიებისა და ურთიერთმიტევების დღე, საქართველოს ყველა მაცხოვრებლისათვის უნდა იქცეს იმ დაფიქრების დღედ, როდესაც ყველას მოგვეცემა შესაძლებლობა - მოვინანიოთ, ქვეყნის წინაშე ჩადენილი ჩვენი წილი დანაშაული, და მივუტევოთ ერთმანეთს ნებსითი თუ უნებლიე შეცოდებანი, რათა ღმერთმა ჩვენც მოგვანიჭოს შენდობით გამოწვეული მადლისმიერი სიხარული.

 

საქართველოში - 22 დეკემბრის,

მონანიებისა და ურთიერთმიტევების დღედ

დაწესების ინიციატორი

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე-

სახელით,

 საინიციატივო ჯგუფი:

 

ამაშუკელი დავითი, არუდაშვილი ნანა, ბაიაშვილი თინათინი  ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გოგლიძე ანგი [კაკო], დარსაძე ომარი,  დემურია იამზე, ერქვანიძე ნანული, ვართანიანცი ხაჩატური,

ვეშაგური ლიდა, თანიაშვილი მანანა, თანიაშვილი მარგალიტა, ზაქარეიშვილი ლია, თაქთაქიშვილი ალექსანდრე, იოსელიანი ავთანდილი, კობახიძე ლეილა, ლომიძე თამარი, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი,

მელქაძე ნათელა, მეფარიძე ლეილა, მუშკუდიანი მალხაზი,  მჭედელაძე ვალერი, ოდიშვილი მანანა, ომანაძე დიმიტრი, რაზმაძე შაზი, სალუაშვილი მიხეილი [გელა], საჯაია სერგი, სისაური ლენა,

სოსებაშვილი მანანა, ქამხაძე ლია, ღვინიაშვილი ევგენი, შათირიშვილი დავითი, შერგელაშვილი ბეჟანი, ცაგარეიშვილი ელეონორა, ცაგარეიშვილი მედეა, ჩოხელი ლევანი, ჩხეტია ეთერი, ხრიკული ეკატერინე,

ჯიქია დიანა, ჯიქია თენგიზი, ჯიქია ჯემალი.

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მართებული გადაწყვეტილების მიღებაში.

 

პატივისცემით:

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-

სპიკერი

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

 

თბილისი,

6 ოქტომბერი, 2014 წ.

 

ჩაბ. №1007-10-7/1007,

06.10.2014