2014 წ. 13 ოქტომბრის მიმართვა დავით უსუფაშვილს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ბატონ დავით უსუფაშვილს!
საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა
გაერთიანება: „უფლის სახელით
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ღ ი ა მ ი მ ა რ თ ვ ა
ბატონო დავით!
ვეყრდნობით რა, ერთის მხრივ საქართველოში მომქმედი პოლიტიკური სპექტრისა და მეორეს მხრივ 2014 წ. 1 ოქტომბერს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ასახულ რეკომენდაციას, რომელიც - „მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, შეთანხმდნენ ისეთ საარჩევნო სისტემაზე, რომელიც ფართო კონსენსუსს ეყრდნობა და აძლიერებს ქვეყნის პოლიტიკური ინსტიტუტების პლურალისტურ ბუნებას...“ [იხ. რეზოლუცია - „დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში", მუხლი 3,2]; აგრეთვე
მიგვაჩნია რა, რომ საარჩევნო პროცესის სტაბილურობის მიზნით სასურველია მორიგი არჩევნების ჩატარებამდე მინიმუმ ერთი წლით ადრე მოხდეს „საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვული წესების დადგენა,
შემოვდივართ წინადადებით, რათა:
ზემოთქმული მოსაზრების გაზიარების შემთხვევაში, „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 107-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე [„პარლამენტის თავმჯდომარე... თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს“], თქვენს მიერ მიღებული ბრძანების საფუძველზე შეიქმნას - „საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მოსამზადებელი მუდმივმოქმედი კომისია“.
წარმოგიდგენთ რა ჩვენს მიერ შემუშავებულ - „საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მოსამზადებელი მუდმივმოქმედი კომისიის დებულების“ პროექტს, თქვენი თანხმობის შემთხვევაში, მზად ვართ ორმხრივად მისაღებ დროსა და ადგილზე გამართულ შეხვედრაში მონაწილეობისათვის.
დანართი:
„საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მოსამზადებელი მუდმივმოქმედი კომისიის დებულების“ პროექტი – 5 გვ.
ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით,
საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:
„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
სპიკერი,
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის თავმჯდომარე
მიხეილ (გელა)
სალუაშვილი
თბილისი,
2014 წლის 13 ოქტომბერი
ტელ.: 5 (91) 63-63-36
ელ. ფოსტა - This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
ჩაბ. № 20 455