Print

19 იანვარი 2012 წელი - მიმართვა საპატრიარქოს

საქართველოს ეკლესიის

წმიდა სინოდს,

სინოდის თავმჯდომარეს:

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს,

მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს,

ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს,

უწმიდესსა და უნეტარეს

ილია II-ს

„ყოველივეს თავის დრო აქვს და

ყველაფერს თავისი ჟამი  ამ ცისქვეშეთსი“

[ეკლესიასტე 3,1]

 

თქვენო უწმიდესობავ!

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ გამოხატავს რა თქვენს წინაშე უდიდეს პატივისცემას, მოგახსენებთ შემდეგს:

2011 წლის 23 დეკემბერს თქვენთან შეხვედრის სულისკვეთებიდან გამომდინარე - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს პოლიტიკური პრიორიტეტების პირველ პუნქტად განისაზღვრა - საქართველოში მართლმადიდებელი სარწმუნოების სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხი.

 

თქვენო უწმიდესობავ!

გამოვხატავთ რა თქვენდამი უდიდეს პატივისცემას, თქვენი უწმიდესობისა და საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს, განსახილველად გვინდა წარმოგიდგინოთ:

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს _ „ლასკარი“-ს 2011 წლის 31 დეკემბრისა და 2012 წლის 7 იანვრის სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დამტკიცებული _ „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასთან დაკავშირებული „საქართველოს კონსტიტუციაში“ შესატანი ცვლილებები“-ს ამსახველი სრული პაკეტი, შემდეგი ორი კრებულის სახით:

1. „მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხისათვის“, თბ. 2012 წ. 7 იანვარი, 20 გვერდი; და

2. „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასთან დაკავშირებული - საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები“, თბ. 2012 წ., 16 გვერდი.

საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მზად ვართ, საჭიროებისამებრ, მონაწილეობა მივიღოთ მისი განხილვის მიზნით, საქართველოს საპატრიარქოს მიერ ორგანიზებულ ნებისმიერ შეხვედრაში.

დამატებით გაცნობებთ, რომ წარმოდგენილი საკითხის ამსახველი მასალების სრული პაკეტი, შეძლებისდაგვარად მიეწოდება - საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ყველა ეპარქიას.

 

თქვენო უწმიდესობავ!

სასურველია თუკი, აღნიშნულ საკითხზე თქვენს მიერ გამოთქმული თვალსაზრისის მოწოდება _ 2012 წლის 1 მარტამდე მოხერხდება, პირადად, ან ელექტრონული ფოსტით - This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. , რათა მიღებული განხილვის პირველადი შედეგები ერთგვარად შეჯამდეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობის (1990 წ. 4 მარტი) 22-ე წლისთავისადმი მიძღვნილ _ 2012 წლის 4 მარტისთვის ჩვენს მიერ დაგეგმილ შეკრებაზე.

წინასწარ გიხდით მადლობას მომავალი თანამშრომლობისათვის.

„მადლი უფლი ჩვენისა იესუ ქრისტესი, და სიყვარული ღმერთისა, და ზიარება სულის წმიდისა ყველა თქვენგანთან. ამენ“ [II კორ. 13,13].

პატივისცემით:

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი

ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა)

სალუაშვილი