3 თებერვალი - ნანა გულუას
პოლიტიკური ორგანიზაცია
“განახლებული საქართველოსთვის”
თავმჯდომარეს
ქალბატონ ნანა გულუას!
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის
მიმართვა
ქალბატონო ნანა!
ოცი წლის წინ საქართველოში შეიარაღებული გამოსვლის გზით კანონიერი ხელისუფლების დამხობამ, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ჩვენს ქვეყანას.
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ სრულიად ეთანხმება 1992 წ. 13 მარტს, ქ. გროზნოში, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ მიღებულ დადგენილებას, რომლის ძალითაც:
“1. 1991 წლის დეკემბერსა და 1992 წლის იანვრის მოვლენები, რომლებიც მოხდა საქართველოში, დაკვალიფიცირებულ იქნეს, როგორც _ სახელმწიფო გადატრიალება... 4. სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორების მოქმედება კვალიფიცირებულ იქნას, როგორც სამშობლოს ღალატი”.
გიგზავნით რა „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2012 წლის 21 იანვრის სხდომაზე მიღებულ დოკუმენტს _ “1991 წლის დეკემბერსა და 1992 წლის იანვარში საქართველოს რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენების შეფასების საკითხისათვის”, იმედს ვიტოვებთ, რომ გაიზიარებთ მათში გადმოცემულ ჩვენს მოთხოვნებს, და შესაბამისი გამოხმაურებით მხარს დაუჭერთ მის _ შემდგომ მსვლელობაში მიცემის საკითხს.
წინასწარ გიხდით მადლობას მომავალი თანამშრომლობისათვის.
დანართი:
“1991 წლის დეკემბერსა და 1992 წლის იანვარში საქართველოს რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენების შეფასების საკითხისათვის”, თბ., 2012 წ., გვ. 56.
სამართლიანობის აღდგენის
კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლეს
ლასკარის თავმჯდომარე
მიხეილ(გელა)
სალუაშვილი
ტელ.: 5 (91) 63-63-36