Print

2018 წ. 13 თებერვლის მიმართვა ცესკოს თ-რეს თამარ ჟვანიას

საქართველოს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის

თავმჯდომარეს

ქალბატონ თამარ ჟვანიას!

 

პოლიტიკური გაერთიანება

სამართლიანობისაღდგენისკავშირიხმაერისა:

უფალიაჩვენისიმართლე-

ლასკარისთავმჯდომარის

იხეილ (გელა)

სალუაშვილის

ღ ი ა   წ ე რ ი ლ ი

2018 წლის ოქტომბერში გასამართ საქართველოს პრეზიდენტის მორიგ არჩევნებში,

პრეზიდენტობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით

 

ქალბატონო თამარ!

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, საქართველოში, სამივე დონის მორიგი არჩევნები, მათთვის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში ტარდება. ამასთან:

ერთის მხრივ -არჩევნებისთარიღსნიშნავსსაქართველოსპრეზიდენტისაქართველოსპრემიერ-მინისტრისკონტრასიგნაციით, არჩევნებამდეარაუგვიანეს 60 დღისა [იხ. მუხლი 85,1; ანდა მუხლი 108,2 და სხვა]. და

მეორეს მხრივ - „წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე...“ [მუხლი 45,1].

 

ამავე კანონმდებლობით:

ერთის მხრივ - საპრეზიდენტო. და მეორეს მხრივ - საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის მორიგ არჩევნებში მონაწილეობისათვის რეგისტრაციის გასავლელად - განსხვავებული მოთხოვნებია დადგენილი.

საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მორიგ არჩევნებში მონაწილეობისათვის რეგისტრაციის გასავლელად დადგენილი განსხვავებული წესი განპირობებულია: საქართველოში მოქმედი პოლიტიკური გაერთიანებებისათვის, კანონით დადგენილი: კვალიფიციური და არაკვალიფიციური სტატუსის გამო.

კერძოდ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 113-ე მუხლის თანახმად:

„1. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტია მისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით მიმართავს ცესკოს თავმჯდომარეს:

ა) პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა, თუ მას არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში;

ბ) პარლამენტის არჩევნების წლის 1 იანვრიდან 15 ივლისამდე, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ პირობას. [მუხლი 113,1-ა) ბ)]

9. პარტია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ პირობას, ვალდებულია პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 1 000 ამომრჩევლის სია, თუ იგი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტია, ხოლო თუ პარტია არ არის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი − სულ ცოტა 25 000 (ეს რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 1%-ს)...“.

 

აღნიშნულისაგან განსხვავებით, საქართველოს პრეზიდენტის მორიგ არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატის დასარეგისტრირებლად, ამავე კანონით, ყველასათვის ერთიანი მოთხოვნაა დადგენილი:

„საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა“ [მუხლი 95 1];

და. რომ:

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა უნდა დადასტურდეს არანაკლებ 25 000 (ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 0,75 პროცენტი) ამომრჩევლის ხელმოწერით“ [მუხლი 97,2].

შესაბამისად, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ადგენს, რეგისტრაციის გასავლელად საჭირო: 1. განცხადების დაწერისა და 2. მხარდამჭერთა ხელმოწერების ჩაბარების, მხოლოდ - ზედა ვადას. კერძოდ:

1. „საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მიზნით პარტიამ, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50- დღისა განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს თავმჯდომარეს, რის შემდეგაც უფლება აქვს, შეაგროვოს მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები“ [მუხლი 98 2], და

2. „საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად პარტიის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა კენჭისყრამდე არა უგვიანეს 40 დღისა ცესკოს უნდა წარუდგინოს კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია“ [მუხლი 99,1-2].

 

ქალბატონო თამარ!

ამდენად, ცხადია, რომ - საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 95 მუხლის 1-ლი პუნქტისა და 99-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით:

საარჩევნო რეგისტრაციის მქონე ნებისმიერ პოლიტიკურ გაერთიანებას და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს, საქართველოს პრეზიდენტის მორიგ არჩევნებში, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მიზნით:

1. ცესკოსთვის განცხადებით მიმართვის უფლება აქვს - პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარულ წელს, მაგრამ კენჭისყრამდე - არა უგვიანეს 50- დღისა; ხოლო

2. კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიის წარდგენის უფლება აქვს - პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარულ წელს, მაგრამ კენჭისყრამდე - არა უგვიანეს 40 დღისა.

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიას, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის”: 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 99-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, უკვე მიღებული შესაბამისი განკარგილებით, დადგენილი აქვს [ან უმოკლეს დროში დაადგენს] - საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის - პარტიისა, თუ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატისათვის მხარდამჭერთა ხელმოწერების ოდენობა.

თქვენი პასუხიდან გამომდინარე, ჩვენი პარტია უახლოეს დროში მზად არის მოგმართოთ შესაბამისი განცხადებით - 2018 წლის ოქტომბერში გასამართ საქართველოს პრეზიდენტის მორიგ არჩევნებში, პრეზიდენტობის კანდიდატის დასარეგისტრირებლად საჭირო პროცედურის დაწყების მიზნით.

პატივისცემით:

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

თბილისი, 13 თებერვალი, 2018 წ.

წერილის ჩაბარების N 346



პსუხი ცესკოდან


/სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის თავმჯდომარეს

მიხეილ (გელა) სალუაშვილს

 

ბატონო მიხეილ,

თქვენი მიმდინარე წლის 13 თებერვლის განცხადების (ცესკოში რეგ. N346) პასუხად გაცნობებთ, რომ საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსი (შემდგომში - ,,საარჩევნო კოდექსი’’) 98- მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პარტიამ, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა საქართველო პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მიზნით, ცესკოს თავმჯდომარეს განცხადებით უნდა მიმართოს კენჭისყრამდე არაუგვიანეს 50- დღისა.

საარჩევნო კოდექსის 95- მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის მორიგ არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის ქვეპუნქტის შესაბამისად კი, არჩევნები განიმარტება როგორც საარჩევნო პროცესი, რომლის დანიშნულება და შედეგია საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოებისა და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირთა არჩევა.

ამდენად, საარჩევნო პროცესი, რომლის მიზანია საქართველოს პრეზიდენტის არჩევა, იწყება საქართველოს პრეზიდენტის მიერ არჩევნების თარიღის განსაზღვრიდან.

როგორც მოგეხსენებათ, ამ დროისთვის საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2018 წელს გასამართი საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების თარიღი განსაზღვრული არ არის.

შესაბამისად, არ დაწყებულა საარჩევნო პროცესი - საარჩევნო პერიოდი და საარჩევნო პროცედურების განხორციელება, რაც ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, გამორიცხავს პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციას საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების დანიშვნამდე.

ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ მოყვანილი არგუმენტაცია გაზიარებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ N3/934-18 ადმინისტრაციულ საქმეზე (მოსარჩელე - მპგ ,,საქართველო“), რომლის 2018 წლის 16 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სასამართლომ მიიჩნია, რომ რეგისტრაციისათვის ცესკოს თავმჯდომარეს უნდა მიემართოს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების თარიღის განსაზღვრის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის ამოქმედების (ძალაში შესვლის) დღიდან.

რაც შეეხება თქვენს წერილში დასმულ საკითხს მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერების განსაზღვრასთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ ცესკო, არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის შემდგომ, საჭიროებისამებრ მოახდენს მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობის დადგენას.

აქვე გაცნობებთ, რომ თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ ცესკოს თავმჯდომარეს განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 50- დღისა.

 

პატივისცემით,

თამარ ჟვანია

კომისიის თავმჯდომარე



პოლიტიკური გაერთიანება

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე-

ლასკარის თავმჯდომარის

მიხეილ (გელა)

სალუაშვილის

ღ ი ა   წ ე რ ი ლ ი

პასუხის პასუხი

2018 წლის ოქტომბერში გასამართ საქართველოს პრეზიდენტის მორიგ არჩევნებში,

პრეზიდენტობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით

 

ქალბატონო თამარ!

ა. წ, 13 თებერვალს, თქვენდა მიმართ გამოგზავნილი „ღია წერილი“ (ცესკოში რეგ. N346) თაობაზე, მიმდინარე წლის 19 თებერვალს თქვენი ხელმოწერით გამოგზავნილ პასუხში [N01-03/240], გამოხატული პოზიციის დამცველი მსჯელობის თაობაზე, გვინდა მოგახსენოთ შემდეგი:

თქვენს წერილში ვკითხულობთ:

„...კოდექსის მე-2 მუხლის ქვეპუნქტის შესაბამისად კი, არჩევნები განიმარტება როგორც საარჩევნო პროცესი, რომლის დანიშნულება და შედეგია საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოებისა და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირთა არჩევა.

ამდენად, საარჩევნო პროცესი, რომლის მიზანია საქართველოს პრეზიდენტის არჩევა, იწყება საქართველოს პრეზიდენტის მიერ არჩევნების თარიღის განსაზღვრიდან...“.

კომენტარი:

როგორც ვხედავთ, კოდექსის მოხმობილი ნორმა, მხოლოდ „არჩევნები“-ს განმარტებას იძლევა, და საერთოდ არაფერს ამბობს თავად „საარჩევნო პროცესის“ დაწყების თაობაზე.

შესაბამისად, ამ წერილში, კოდექსის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით გაკეთებული ჩანაწერი - ამოვარდნილია კონტექსტიდან.

 

თქვენს წერილში ვკითხულობთ:

როგორც მოგეხსენებათ, ამ დროისთვის საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2018 წელს გასამართი საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების თარიღი განსაზღვრული არ არის.

შესაბამისად, არ დაწყებულა საარჩევნო პროცესი - საარჩევნო პერიოდი და საარჩევნო პროცედურების განხორციელება, რაც ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, გამორიცხავს პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციას საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების დანიშვნამდე“.

კომენტარი:

საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ იმავე მე-2 მუხლში იძლევა, როგორც - „საარჩევნო პერიოდის“, ასევე - „საარჩევნო რეგისტრაციის“ განმარტებას, რომლის თანახმადაც:

„ი1) საარჩევნო პერიოდი/სარეფერენდუმო პერიოდი - არჩევნების/რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ გამოცემული სამართლებრივი აქტის ამოქმედების დღიდან შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების/რეფერენდუმის საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღის ჩათვლით დროის მონაკვეთი“;

„პ) საარჩევნო რეგისტრაცია - შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ პარტიების, საარჩევნო ბლოკების, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებისა და კანდიდატთა რეგისტრაცია არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიღების მიზნით“.

 

როგორც მოგეხსენებათ, საარჩევნო კოდექსი განსაზღვრავს არჩევნების დანიშვნის მხოლოდ - ზედა ზღვარს, და ესაა - „არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა [იხ. მუხლი 85,1; მუხლი 108,2; მუხლი 133,2], და საერთოდ არ ეხება არჩევნების - ქვედა ზღვარის გამოკვეთის საკითხს.

ამასთან, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მორიგ არჩევნებში მონაწილეობისათვის რეგისტრაციის გასავლელად დადგენილი განსხვავებული წესიდან გამომდინარე [რაც განპირობებულია: საქართველოში მოქმედი პოლიტიკური გაერთიანებებისათვის, კანონით დადგენილი: კვალიფიციური და არაკვალიფიციური სტატუსის გამო], საარჩევნო რეგისტრაციის მისაღებად განცხადების დაწერა შესაძლებელია - „...არჩევნების წლის 1 იანვრიდან 15 ივლისამდე[მუხლი 133,1-ბ; მუხლი 142,1-ბ],

ანუ თავად - საარჩევნო პროცესისა და პროცედურების, ანუ - „საარჩევნო პერიოდის“ დაწყებამდე, ე,ი, ჯერ კიდევ - „არჩევნების დანიშვნის შესახებ გამოცემული სამართლებრივი აქტის ამოქმედებამდე“.

 

ქალბატონო თამარ!

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პრეზიდენტის მორიგ არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატის დასარეგისტრირებლად, საარჩევნო კოდექსით, ყველასათვის ერთიანი მოთხოვნაა დადგენილი.

საარჩევნო კოდექსი არსად არ უთითებს, რომ:

საპრეზიდენტო კანდიდატის რეგისტრაციის გასავლელად საჭირო განცხადების დაწერა უნდა მოხდეს - საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის დანიშვნის, ანუ მე-2 მუხლის „ი1 პუნქტით განსაზღვრული საარჩევნო პროცესისა და პროცედურების, ანუ - „საარჩევნო პერიოდის“ დაწყების შემდეგ.

საარჩევნო კოდექსი ადგენს მხოლოდ:

- საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების წელს [საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის გასვლის წელი] [იხ. მუხლი 95 1];; და

- საპრეზიდენტო კანდიდატის რეგისტრაციის გასავლელად საჭირო განცხადების დაწერის ზედა ვადას - „კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50- დღისა“ [მუხლი 98 2].

ამდენად, ცხადია, რომ - საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 95 მუხლის 1-ლი პუნქტისა და 99-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით:

საარჩევნო რეგისტრაციის მქონე ნებისმიერ პოლიტიკურ გაერთიანებას და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს, საქართველოს პრეზიდენტის მორიგ არჩევნებში, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მიზნით:

ცესკოსთვის განცხადებით მიმართვის უფლება აქვს - პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარულ წელს, მაგრამ კენჭისყრამდე - არა უგვიანეს 50- დღისა.

 

ქალბატონო თამარ!

მიუხედავად ზემოთქმულისა, გამოვხატავთ რა პატივისცემას:

ერთის მხრივ - ზოგადად ცესკოს ინსტიტუტისადმი, და

მეორეს მხრივ - თქვენი, და ჩვენი განცხადების საპასუხო წერილის შედგენაში ჩართულ პირთა მიმართ, ამჯერად:

შემოვიფარგლებით მხოლოდ ამ საპასუხო წერილის ცესკოში წარმოდგენით, და

თავს შევიკავებთ ჩვენი პოზიციის დაცვისათვის საჭირო სხვა სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმისაგან.

 

პატივისცემით:

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

თბილისი, 20 თებერვალი, 2018 წ.