Print

7 თებერვალი 2012 წ. - მიმართვა 1991-1992 წლების მოვლენების შეფასებაზე

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

მიმართვა

ოცი წლის წინ საქართველოში შეიარაღებული გამოსვლის გზით კანონიერი ხელისუფლების დამხობამ, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ჩვენს ქვეყანას.

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ სრულიად ეთანხმება 1992 წ. 13 მარტს, ქ. გროზნოში, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ მიღებულ დადგენილებას, რომლის ძალითაც:

“1. 1991 წლის დეკემბერსა და 1992 წლის იანვრის მოვლენები, რომლებიც მოხდა საქართველოში, დაკვალიფიცირებულ იქნეს, როგორც _ სახელმწიფო გადატრიალება...

4. სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორების მოქმედება კვალიფიცირებულ იქნას, როგორც სამშობლოს ღალატი.

გიგზავნით რა „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2012 წლის 21 იანვრის სხდომაზე მიღებულ დოკუმენტს _ “1991 წლის დეკემბერსა და 1992 წლის იანვარში საქართველოს რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენების შეფასების საკითხისათვის”, იმედს ვიტოვებთ, რომ გაიზიარებთ მათში გადმოცემულ ჩვენს მოთხოვნებს, და შესაბამისი გამოხმაურებით მხარს დაუჭერთ მის _ შემდგომ მსვლელობაში მიცემის საკითხს.

წინასწარ გიხდით მადლობას მომავალი თანამშრომლობისათვის.

დანართი:

“1991 წლის დეკემბერსა და 1992 წლის იანვარში საქართველოს რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენების შეფასების საკითხისათვის”, თბ., 2012 წ., გვ. 56.

სამართლიანობის აღდგენის

კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლეს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა)

სალუაშვილი

დღეისათვის

აღნიშნული მიმართვა გადაეცათ:

საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს;

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს;

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ნიკოლოზ გილაურს;

საქართველოს იუსტიციის მინისტრს ზურაბ ადეიშვილს;

პარტია განახლებული საქართველოსთვის თავმჯდომარეს ნანა გულუას;

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარეს შალვა ნათელაშვილს;

მოძრაობა ქართული ოცნების ლიდერს ბიძინა ივანიშვილს;

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას;

სახალხო კრებას;

ქართულ აკადემიას;