Print

2018 წ. 2 აგვისტოს მიმართვა ცესკოს

საქართველოს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის

თავმჯდომარეს

ქალბატონ თამარ ჟვანიას!

 

პოლიტიკური გაერთიანება

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე-

ლასკარის

 

ქალბატონო თამარ!

ვსარგებლობთ რა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მუხლი 97,1-ითა და მუხლი 98.1-2 ჩვენთვის მონიჭებული უფლებით,

გაცნობებთ, რომ პოლიტიკური გაერთიანების „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს წესდების 6,5 მუხლის თანახმად მიღებული ერთსულოვანი გადაწყვეტილებით- 2018 წლის 28 ოქტომბერს გასამართ საქართველოს პრეზიდენტის მორიგ არჩევნებში, პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებულია ჩვენი პარტიის „ლასკარი“-ს თავმჯდომარე - მიხეილ [გელა] სალუაშვილი.

 

საქართველოს ორგანული კანონის - „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ჩვენს მიერ დასახელებული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მონაცემებს:

ა) სახელი, გვარი: მიხეილ სალუაშვილი;

ბ) დაბადების თარიღი: 16 ივლისი 1958 წ.;

გ) პროფესია: ინჟინერ-მშენებელი;

დ) თანამდებობა (საქმიანობა): პარტია „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს „ლასკარი“-ს თავმჯდომარე;

ე) სამუშაო ადგილი: პარტია: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“;

ვ) რეგისტრაციის ადგილი:   ქ. თბილისი, მუხიანის I მ/რ, მე-2 კ., ბ.95;

ზ) პარტიულობა: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს წევრი;

თ) საქართველოში ცხოვრების ვადა: 60 წელი [დაბადებიდან დღემდე];

ი) წარმდგენი პარტიის დასახელება: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ [რეგისტრაციის №052].

 

განცხადებას თან ერთვის:

1. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილი მიხეილ სალუაშვილის - წერილობითი თანხმობა არჩევნებში მონაწილეობაზე;

2. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილი მიხეილ სალუაშვილის - პირადობის მოწმობის ასლი

3. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილი მიხეილ სალუაშვილის - ორი ფოტოსურათი.

 

ქალბატონო თამარ!

ზემოთქმულიდან გამომდინარე, გთხოვთ მიიღოთ გადაწყვეტილება, რათა მოგვეცეს, საქართველოს ორგანული კანონის - „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს 98-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პროცედურების დაწყების შესაძლებლობა

პატივისცემით:

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

თბილისი, 2 აგვისტო 2018 წ.

წერ. ჩაბ N 1760

02. 08. 2018 წ.