Print

ღია მიმართვა სალომე ზურაბიშვილს [2018 წ. 11 სექტემბერი]

საქართველოს პრეზიდენტის

2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისათვის

პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებულ

სალომე ზურაბიშვილს!

 

საქართველოს პრეზიდენტის

2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისათვის

პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებულ ი

მიხეილ სალუაშვილის

 

ღია მიმართვა

 

ქალბატონო სალომე!

2018 წლის 11 სექტემბერს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ - იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის ხსენების დღეს, მინდა მოგახსენოთ შემდეგი:

 

იცით თუ არა, რომ - საქართველო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა?

იცით თუ არა, რომ - საქართველოში ჩატარებული ბოლო აღწერის მიხედვით მოსახლეობის 84 პროცენტი მართლმადიდებელი ქრისტიანული აღმსარებლობის მიმდევრად მიიჩნევს თავს?

იცით თუ არა რომ - ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით ახალი აღთქმის შვიდ საიდუმლოს მიეკუთვნება: 1. ნათლისღება; 2. მირონცხება, 3. ზიარება, 4. სინანული, 5. მღვდლობა, 6. ქორწინება, 7. ზეთის კურთხევა?

იცით თუ არა, რომ წმინდა მამათა სწავლებით - „„ნათლისღებისას სულიწმიდის საიდუმლო მოქმედებით ქრისტიანი ქრისტეს სხეულს, ეკლესიას უერთდება. საიდუმლო კი მადლის უხილავ მოქმედებაში მდგომარეობს: წყალი სხეულს განწმენდს, სულიწმიდა კი გონებისათვის მიუწვდომლად თვით სულს განბანს“ (კირილე იერუსალიმელი)?

იცით თუ არა, რომ საკუთარი შვილის ნათლიასთან არ შეიძლება ქორწინებით კავშირში შესვლა? და რომ ასეთი პირი - ნათლობის საიდუმლოს დამრღვევი ცოდვილი ხდება?

 

ქალბატონო სალომე!

მინდა მჯეროდეს, რომ ყოველივე ზემოთქმული საკითხის არსი თქვენთვის ცნობილია [თუ არადა, არასდროს არ არის გვიან მათთან დაკავშირებული ინფორმაციას მოძიება], ამიტომ

ქრისტესმიერი სიყვარულით მინდა განგიცხადოთ, რომ:

 

თქვენ, რომელმაც არ ვიცი ნებით და არ ვიცი უნებლიეთ [არაინფორმირებულობის გამო], დაარღვიეთ ნათლობის საიდუმლო, და თქვენსავე შვილის ნათლიასთან იქორწინეთ, არანაირი მორალური და მოქალაქეობრივი უფლება არ გაქვთ შეეცადოთ გახდეთ ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს პრეზიდენტი!.. რამეთუ

თქვენი ზემოთხსენებული საქციელით უპირისპირდებით მართლმადიდებელი ქრისტიანული აღმსარებლების მქონე საქართველოს მოქალაქეთა 84 პროცენტის ზნეობრივ ფასეულობებს!...

შესაბამისად, მოგმართავთ თხოვნით:

გაისიგრძეგანეთ თქვენს მიერ ჩადენილი ზემოთ ხსენებული ცოდვის მთელი სიმძიმე, და შეეცადეთ ეზიაროთ მონანიების უდიდეს მადლს, რომლის პრაქტიკული გამოხატულების ნიშნად:

1. ბოდიში მოუხადეთ საქართველოს მოსახლეობას, მათი მორალური ფასეულობების შელახვის გამო; და

2. საკუთარი კანდიდატურის მოხსნის გზით უარი განაცხადეთ 2018 წ. 28 ოქტომბერს დანიშნული საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობაზე.

 

დე, ღმერთმა მოქცეთ მართებული არჩევანის გაკეთების უნარი.

 

ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით

 

2018 წ. 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი

მიხეილ [გელა] სალუაშვილი,


„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

თბილისი, 2018 წ. 11 სექტემბერი