21 მარტი 2019 წ. - მიმართვა ცესკოს თავმჯდომარეს
საქართველოს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარეს
ქალბატონ თამარ ჟვანიას!
პოლიტიკური გაერთიანება
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე”-ს
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
ქალბატონო თამარ!
ვეყრდნობით რა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მუხლი 129,3-ით განსაზღვრულ მოთხოვნებს, გაცნობებთ, რომ
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში 28-ე რიგითი ნომრით მონაწილე პოლიტიკური გაერთიანების „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს წესდების 6,5 მუხლის თანახმად მიღებული გადაწყვეტილებით - ვაპირებთ მონაწილეობა მივიღოთ 2019 წ. 19 მაისს, ქ. თბილისში, მთაწმინდის N1 საარჩევნო ოლქში დანიშნულ საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში.
ფთხოვთ გაითვალისწინოთ ზემოთქმული, თქვენს მიერ საქართველოს ორგანული კანონის - „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს მოთხოვნიდან გამომდინარე გადაწყვეტილების მიღებისას.
პატივისცემით:
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის თავმჯდომარე
მიხეილ (გელა) სალუაშვილი
თბილისი, 21 მარტი, 2019 წ.