26 მარტი 2019 წ, - მიმართვა აუდიტის სამსახურს
საქართველოს სახელმწიფო აუდიტის
სამსახურის პოლიტიკური პარტიების
ფინასური მონიტორინგის სამსახურის უფროსს
ბატონ ზურაბ აზნაურაშვილს
მიმართვა
ბატონო ზურაბ!
გაცნობებთ, რომ 2019 წ. 19 მაისს, ქ. თბილისში, მთაწმინდის N1 საარჩევნო ოლქში დანიშნულ საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით:
ერთის მხრივ - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2019 წ. 22 მარტის განკარგულებით [N2,/2019] მოხდა - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს შიერ საარჩევნო რეგისტრაცია; ხოლო
მეორეს მხრივ - N1 მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ 2019 წ. 25 მარტს მიღებული განგარგულებით [N13/2019], საქართველოს პარლამენტის 2019 წ. 19 მაისის შუალედური არჩევნებისათვის N1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრაციაში გატარდა პარტიიდან წარდგენილი პარლამენტის წევრობის მაჟორიტარი კანდიდატი მიხეილ სალუაშვილი.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 54-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად, გაცნობებთ, რომ N1 მთაწმინდის საარჩევნო ოლქიდან საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარული წესით ასარჩევი დეპუტატობის კანდიდატის მიხეილ სალუაშვილის საარჩევნო ფონდი დაფუძნებულია, პოლიტიკური გაერთიანების - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს, შემდეგ საბანკო ანგარიშზე:
ს.ს „თიბისი ბანკი“
საბანკო კოდი: SWIFT: TBCBGE22
მიმღების დასახელება: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“
ანგარიშსწორების ანგარიში (ლარი): GE96 TB78 849 360 801 000 02
დღეის მდგომარეობით - აღნიშნული ფონდის ანგარიშზე ირიცხება - 13 ლარი და 02 თეთრი [ცამეტი ლარი და 02 თეთრი].
აქვე გაცნობებთ, რომ
1. წარმოდგენილი ფონდის მმართველი გახლავთ - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე;
მცხ. თბილისი, მუხიანი, 1 მ/რ, მე-2 კ., ბ. 95; ტელ. 5 [91] 63-63-36;
2. წარმოდგენილი ფონდის ბუღალტერი გახლავთ - ნანული ერქვანიძე,
მცხ. თბილისი, გვაზაურის ქ. №11-ა, ბ. 32; ტელ. 261-76-12.
პატივისცემით:
საარჩევნო ფონდის თავმჯდომარე:
N1 მთაწმინდის საარჩევნო ოლქიდან
საქართველოს პარლამენტში
მაჟორიტარული წესით ასარჩევი
დეპუტატობის კანდიდატი,
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის თავმჯდომარე
მიხეილ [გელა] სალუაშვილი,
თბილისი, 2019 წ. 26 მარტი