სარჩელი - თაღლითი ავთო იოსელიანის წინააღმდეგ
საქართველოს გენერალურ პროკურატურას
მოქალაქე - დინა ჯიქიას
[აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის]
მისამართი - გალი, ს. გუდავა,
თბილისი ვაკე დ. წყნეთი დ.გურამიშვილის ქ.
(აგრომრეწვის დ\ს.კორპ.4) (ყოფ. წყნეთი, ორჯონიკიძის ქ.)
ტელ. 5[57] 27-...]
განცხადება
მოგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქემ - ავთანდილ იოსელიანმა [პირ.№ 0100..., იურ. მის. ქ. თბილისი ი. ჭავჭავაძის 44-ა, ფაქტ. მის. ქ. თბილისი ატენის ქ. N3; ტელ. 5[91] 99-...], 2014 წლის 29 დეკემბერს, ისარგებლა რა ჩვენი პირადი ნაცნობობით, გარკვეული სახის დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე [რომლებიც, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა ყალბი დოკუმენტების გახლდათ], წინასწარგამიზნული ტყუილის გზით ჩემგან, სესხად აიღო 8 000 [რვა ათასი] აშშ დოლარი [ამ თანხის გადაცემას ესწრებოდა - მიხეილ (გელა) სალუაშვილი, მცხ. ქ. თბილისი, მუხიანის 1 მ/რ, მე-2 კ., ბ. 95; ტ. 5(91) 63-... ].
მიუხედავად იმისა, რომ ბ-ნი ავთო იოსელიანი ჩემი კუთვნილი თანხის დაბრუნებას, მაქსიმუმ ერთი თვის ვადაში შემპირდა, მისგან თავსმოხვეული წარმოუდგენელი ტყუილების გამო - მოცემული პირობის შესრულება დღემდე ვერ ხერხდება.
ამის გამო წარმოქმნილი ურთიერთდაპირისპირება, დღეისათვის უკიდურესად დაიძაბა, რაც შეიძლება გაუთვალისწინებელი სავალალო შედეგის გამომწვევი გახდეს.
მიმაჩნია რა, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი, მხოლოდ საკითხის სამართლებრივ ჩარჩოებში წარმართვის გზითაა შესაძლებელი, მოგმართავთ თხოვნით ჩემი შელახული უფლებების აღდგენისათვის, სახელმწიფოს მიერ გამოყენებულ იქნეს კანონით განსაზღვრული რეგულაციები [მაგ. - სსკ მუხლი 180 - თაღლითობა},
აქვე, დანართის სახით წარმოგიდგენთ აღნიშნული საკითხის დაწყება-განვითარების მოკლე ქრონოლოგიას. გამოძიების დაწყების შემდეგ მზად ვარ მოგაწოდოთ საქმის არსის ზუსტად გახსსნისათვის საჭირო, ყველა - ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია.
დანართი
მე, დინა ჯიქია 1986-1991 წ.წ. ვიყავი აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს წევრი; ამჟამად გახლავართ - 1993 წლიდან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი; გაუთხოვარი. ჩემი ოჯახის ერთი ნაწილი დღემდე ცხოვრობს გალის რაიონში.
ავთანდილ იოსელიანი გავიცანი - 2013 წლის მიწურულს, ჩვენი პარტიის: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს [თავმჯდომარე - მიხეილ (გელა) სალუაშვილი] ერთ- ერთ შეკრებაზე. მოგვიანებით, სხვა თანამოაზრეებთან ერთად, ჩვენ ერთად ვმონაწილეობდით 2014 წ. 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.
2014 წლის დეკემბერში, მძიმე ოჯახური პირობების გამო, მომიწია წყნეთში მდებარე ჩემს საკუთრებაში მქონე ერთ ოთახიანი ბინის გაყიდვა. გალის რაიონში მცხოვრები ჩემი ოჯახის წინაშე წარმოშობილი გარკვეული ფინანსური პრობლემების მოგვარების შემდეგ, დარჩენილი თანხით განზრახული მქონდა შესაბამისი ღირებულების საცხოვრებელი ბინის შეძენა.
2014 წლის 29 დეკემბერს, ჩემს უკვე ყოფილ ბინაში, ბ-ნ მიხეილ [გელა] სალუაშვილთან ერთად ამოსულმა ავთო იოსელიანმა, მაჩვენა მის ხელთ არსებული ორი ე.წ. იურიდიული დოკუმენტი. კერძოდ:
ერთზე დაყრდნობით იგი ამტკიცდებოდა, რომ აფრიკაში მდებარე რესპუბლიკა ტოგოს სასამართლოს მიერ 2014 წ. 30 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებით იგი, ავთო იოსელიანი მიჩნეულ იქნა, 2010 წელს ავტოავარიაში ოჯახთან ერთად ტრაგიკულად გარდაცვლილი, მისი ნათესავისა და ბიზნეს-პარტნიორის - ჯონსონ იოსელიანის ქონების მემკვიდრედ [იხ. დან. N1];
მეორე დოკუმენტი წარმოადგენდა ტოგოს დედაქალაქ ლომეში მდებარე ბანკის მიერ გაცემულ - „საინვესტიციო ანაბრის სერტიფიკატს“, რომლის თანახმადაც, 2009 წ. 5 ნოემბრიდან, ამ ბანკში, ზემოთ ხსენებულ ჯონსონ იოსელიანის სახელზე ირიცხებოდა 20 500 00 [ოცი მილიონ ხუთასი ათასი] აშშ დოლარი [იხ. დან. N2].
ავთო იოსელიანის განცხადებით - მას, სასწრაფოდ ესაჭიროებოდა გარკვეული თანხა, რათა სამემკვიდრეო ქონებასთან დაკავშირებული საკითხის მოგვარების მიზნით, მის მიერ აყვანილი, ტოგოში მცხოვრები ადვოკატებისათვის ამ თანხის მიწოდებით, საბოლოოდ მოეგვარებინა ეს საკითხი. მისი შეპირებით - ჩემგან სესხად აღებულ თანხას, იგი - მაქსიმუმ ერთ თვეში დამიბრუნებდა.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებითა, და ჩემი რელიგიური მრწამსიდან გამომდინარე, მივიჩნიე რომ ავთო იოსელიანისათვის ფულის სესხებით კეთილ საქმეს ვაკეთებდი, და უყოყმანოდ გადავეცი მას - 8 000 [რვა ათასი] აშშ დოლარი.
2015 წლის დასაწყისიდან ათვლით, ავთო იოსელიანმა წარმოადგინა, ტოგოდან გამოგზავნილი, ვითომცდა მისი სამემკვიდრეო საქმის წარმატებით დასრულებაზე ორიენტირებული რამოდენიმე დოკუმენტი. კერძოდ:
- 2015 წ. 15 იანვრით დათარიღებული - „სტატუსის აღიარების სერტიფიკატი“ [იხ. დან. N3];
- 2015 წ. 16 იანვარს გაცემული - „მესაკუთრის შეცვლის მოწმობა“ [იხ. დან. N4];
- 2015 წ. 19 იანვარს გაცემული, ადვოკატის მიერ - „ფიცის ქვეშ დამტკიცებული მოწმობა“ [იხ. დან. N5];
- 2015 წ. 19 იანვარს გაცემული - „ავტორიზაციის განაცხადი“ [იხ. დან N6].
მოგვიანებით, ავთო იოსელიანმა თავისი ე.წ. სამამკვიდრეო საკითხის მოგვარების მიზნით, ჩვენი პარტიის წევრების ბ-ნ მევლუდ მამადაშვილისა და ბ-ნ ლევან ჩოხელის დახმარებით, მოტყუილებით მოახერხა, მათ მიერ სხვადასხვა გზით სესხად აღებული, დამატებითი თანხის გამოძალვა.
საერთო ჯამში 2014 წ. დეკემბრიდან ვიდრე 2015 წ. მაისის დროის მონაკვეთში, ავთო იოსელიანმა: ჩემგან [8 000 აშშ დოლარი], ბ-ნი მევლუდ მამადაშვილისა [20 000 აშშ დოლარი] და ბ-ნი ლევან ჩოხელისაგან [5 000 აშშ დოლარი], ჯამში მოტყუებით [თაღლითური განზრახულობით], საერთო ჯამში - 33 000 [ოცდაცამეტი ათასი] აშშ დოლარის გამოძალვა მოახერხა.
საქმის გაჭიანურების გამო, ჩვენ ეჭვი შეგვეპარა მის მიერ ვინმე ჯონსონ იოსელიანთან ნაცნობობისა და ბიზნეს-საქმიანობის თაობაზე.
ჩვენი მოთხოვნით, ავთო იოსელიანი დავითანხმეთ, და სპეციალური განცხადება შევატანინეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, რათა მიგვეღო დახმარება ავთო იოსელიანის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ნამდვილობასთან დაკავშირებით.
2015 წ. 12 აგვისტოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მივიღეთ შემდეგი პასუხი -
„თქვენი 2015 წ. 13 ივლისის N27292/01 განცხადების პასუხად, რომელიც ეხებოდა ტოგოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიღებული მემკვიდრეობის საკითხს, ეთიოპიაში ტოგოს რესპუბლიკის საელჩოს ინფორმაციის თანახმად, რომელიც მიეწოდა ეთიოპიაში საქართველოს საელჩოს, გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ მიღებული დოკუმენტების ნამდვილობა არ დასტურდება და მათი გამომგზავნი დაწესებულება ტოგოს რესპუბლიკაში არ არსებობს...“ [იხ. დან. N7].
მიუხედავად ამისა, მთელი ამ ხნის მანძილზე ავთო იოსელიანი დაჟინებით ცდილობდა ჩვენი ეჭვების გაქარწყლებას იმის თაობაზე, თუ რამდენად მართალი იყო მისი განაცხადი ვინმე ჯონსონ იოსელიანის, როგორც მისი ნათესავისა და ბიზნეს პარტნიორობასთან დაკავშირებით.
უფრო მეტიც - გვინდა გაცნობოთ, რომ ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში შესაბამისი განცხადებით მოსულმა ავთო იოსელიანმა - 2015 წ. 28 დეკემბერს, გამომძიებელ ქ-ნ ლია ნოდიას მისცა ჩვენება [ჩვენების მიცემას ესწრებოდა - მიხეილ (გელა) სალუაშვილი. ამ ჩვენების ტექსტი ჩვენ მხოლოდ ასლის სახით გვაქვს]. თავად ჩვენების დედანი პოლიციის განყოფილებაშივე იქნება დაცული].
აღნიშნული ჩვენების დასაწყისშივე ავთო იოსელიანი აღნიშნავს - „გამომძიებლის მიერ განმემარტა ჩემი უფლება გამოძიებისას ვიყოლიო დამცველი. ჩემს ინტერესებს გამოძიებისას დავიცავ პირადად. გაფრთხილებული ვარ ცრუ ჩვენებისათვის, ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა და არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემისათვის მოსალოდნელი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ...“ [ჩვენების დედანის სრული ტექსტი პოლიციის განყოფილებაში იქნება დაცული].
ამ ჩვენებაში ავთო იოსელიანი სიტყვა-სიტყვით იმეორებს ჩვენთვის მანამდე მოწვდილი ინფორმაციის შინაარს, რომლის მიხედვითაც იგი ამტკიცებს, რომ თითქოსდა ბუნებაში მართლაც არსებობდა მისი ნათესავი და ბიზნეს პარტნიორი ჯონსონ იოსელიანი; რომელიც 2010 წელს ოჯახთან ერთად [მეუღლე და ორი ქალიშვილი] ტრაგიკულად დაიღუპა. და რომ მისი პრეტენზიების სწორედ ამ ჯონსონ იოსელიანის ქონების სამემკვიდრეო გზით მიღებას უკავშირდება.
საქმის მოგვარებას კი, სამწუხაროდ ბოლო არ უჩანდა.
2017 წლის დასაწყისში ავთო იოსელიანმა გვაცნობა, რომ, თითქოსდა ქ. ვილნიუსში მდებარე „შვედბანკში“ არსებულ მის ანგარიშზე, 10 იანვარს, ტოგოდან გადმორიცხულა მისი სამემკვიდრეო თანხა, რომლის თბილისში გადმორიცხვას მხოლოდ ტექნიკური დეტალების მოგვარება სჭირდებოდა.
სხვადასხვა მიზეზის დასახელებით პროცესი თითქმის ერთი წელი გაიწელა. ზემოთქმულის მსგავსად, ჩვენი დაჟინებული მოთხოვნით ავთო იოსელიანმა განცხადებით მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს, რათა ვილნიუსში მდებარე „შვედბანკში“ არსებული მდგომარეობის გარკვევაში დაგვხმარებოდნენ,
2018 წ, მარტის დასაწყისში, ვილნიუსში ჩვენი კონსულის ლევან ღვაჩლიანისაგან მიღებულ პასუხში ვკითხულობთ:
„თქვენი 2018 წლის 1 თებერვლის №4502-01 წერილის პასუხად, რომელიც ეხება მოქალაქე ავთანდილ იოსელიანის განცხადებას, რომელსაც სურს ქ. ვილნიუსში არსებულ ბანკ ,,Swedbank”- ში თავისი საბანკო ანგარიშიდან 2017 წლის მანძილზე საბანკო ოპერაციის განხორციელების დამადასტურებელი საბანკო ამონაწერის მიღება, გაცნობებთ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გავმართე ,,Swedbank”-ის უცხოელ კლიენტთა განყოფილების თანამშრომელთან ედიტა სერეიციკიენესთან, რომელმაც შეხვედრის დროს შეამოწმა ბანკის ბაზაში ავთანდილ იოსელიანის სახელზე ანგარიშის არსებობა და განმიცხადა, რომ აღნიშნულ პიროვნებაზე ბანკში ანგარიში საერთოდ არ არის გახსნილი...“ [იხ. დან. 8].
ჩვენგან გამოხატული პრეტენზიის სანაცვლოდ, ავთო იოსელიანმა ჩვენთვის გაუგებარი [აუხსნელი] მიზეზით, ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებას - 2017 წ. 1 დეკემბერს სპეციალური განცხადებით მიმართა და პოლიციას თხოვა დახმარება არასასურველი დაძაბულობის სანაცვლოდ საქმე სამართლებრივი გზით გარკვეულიყო. [თითქოსდა ჩვენ ამის წინააღმდეგი ვიყავით]. [იხ. დან. N9].
2018 წ. 8 თებერვლის განცხადებაში ავთო იოსელიანმა პოლიციის განყოფილებას მორიგი განცხადებით მიმართა სადაც გთხოვათ შეგეჩერებინათ 2017 წ. 1 დეკემბრის განცხადებაში მის მიერ გამოხატულ საქმესთან დაკავშირებული ქმედება [იხ. დან N10].
და აი, ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, 2018 წ. 19 იანვარს - ავთო იოსელიანმა, ისე რომ თითქოს არ გახსენებია არც ჩვენს წინაშე და არც პოლიციის გამომძიებლისათვის მიცემული ზემოთხსენებული ჩვენების შინაარსი, განგვიცხადა, რომ - მის მიერ ხსენებული - ჯონსონ იოსელიანი, არათუ მისი ნათესავი და ბიზნეს პარტნიორი არ ყოფილა, არამედ ასეთი პიროვნება მის სანათესაოში არავინ იყო.
დიახ, ამ, ე.წ. „აღიარების“ მიხედვით აღმოჩნდა რომ მთელი ამ დროის მანძილზე ავთო იოსელიანი ცდილობდა ჩვენგან მოტყუების გზით გამოძალული თანხის დაბრუნების დროის, მორიგი ტყუილების თქმით გახანგრძლივებას.
2018 წ. იანვრის ბოლოს, ზემოთხსენებულ პირებთან ერთად გამართულ შეხვედრაზე, ავთო იოსელიანმა პირობა დაგვიდო, რომ ყაზახეთში მოღვაწე მისი ახლობელი ქართველი ბიზნესმენის [ვითომცდა საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, მას დღემდე არ დაუსახელებია ამ პიროვნების სახელი და გვარი] დახმარებით წამოწყებული საქმიანობის დადებითი შედეგიდან გამომდინარე, უახლოეს დროში იგი სრულად დააბრუნებდა, თაღლითური გზით ჩვენთვის გამოძალულ თანხას.
მთელი ამ დროის მანძილზე პროცესები უმძიმესი განვითარების ფონზე წარიმართა. კერძოდ:
2015 წლის იანვრიდან მოყოლებული დღემდე, მე - დინა ჯიქია, უბინაოდ ვარ დარჩენილი, და სხვადასხვა ნათესავისა და მეგობრების სახლში ვათენებ ღამეს;
ბ-მა მევლუდ მამადაშვილმა [ისევე როგორც ბ-მა ლევან ჩოხელმა], ავთო იოსელიანისათვის გადასაცემად მოძიებული თანხა, მის მიერ საახლობლო წრიდან სესხად აღების გზით შეაგროვა.
ავთო იოსელიანის მხრიდან გამოძალული თანხის დაუბრუნებლობისა და წარმოშობილი ვალდებულების გასტუმრების მიზნით, მევლუდ მამადაშვილი იძულებული შეიქნა თავისი საკუთარი საცხოვრებელი ბინა გაეყიდა;
სხვადასხვა ვალდებულების დროულად გასტუმრების მიზნით, ბ-მა მიხეილ [გელა] სალუაშვილმა გაყიდა, მისი შვილის საკუთრებაში მყოფი მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე საცხოვრებელი ბინა;
ავთო იოსელიანის მხრიდან თაღლითობის უამრავი შემთხვევიდან გამომდინარე მიღებული სხვადასხვა სიმძიმის ნერვიული დაძაბულობის ფონზე ბ-ნი ლევან ჩოხელი 2018 წ. 6 ივნისს გარდაიცვალა.
ავთო იოსელიანი კი - გამუდმებით იგონებდა ახალ-ახალ ისტორიებს და თანხის დაბრუნების სხვადასხვა დროს გვისახელებდა.
2019 წ. 4 და 11 ივნისს გამართულ საერთო შეხვედრაზე - მე, მევლუდ მამადაშვილსა და მიხეილ [გელა] სალუაშვილს, ავთო იოსელიანმა განგვიცხადა, რომ, ისევე როგორც 2014 წლის ბოლოდან, ასევე - 2018 წ. იანვრიდან მოყოლებული დღემდე, მის მიერ დეკლარირებული, თანხის დაბრუნების მიზნით ვითომცდა წარმოებული ბიზნეს საქმიანობა, თავიდან ბოლომდე მის მიერ იყო მოგონებული, და რეალობასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა, ანუ - მთელი ამ დროის მანძილზე იგი ჩვენ გვატყუებდა.
ამდენად, 2014 წლის მიწურულიდან მოყოლებული, ავთო იოსელიანმა პირადი გამორჩენის, ანუ ვითომცდა სამემკვიდრეო ქონების მიღების მიზნით, წინასწარგამიზნული ცრუ განზრახულობით, რომელიც დაფუძნებული ჰქონდა:
ერთის მხრივ - აფრიკაში მდებარე ტოგოს რესპუბლიკაში მცხოვრები მისი შორეული ნათესავისა და ბიზნეს-პარტნიორის ვინმე ჯონსონ იოსელიანის, ოჯახთან ერთად ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ, მისაღებ სამემკვიდრეო ქონების მიღების ალბათობაზე; და
მეორე მხრივ - ზემოთქმულის ვითომცდა დამადასტურებელ ყალბი დოკუმენტების ერთობლიობაზე,
ბოროტად ისარგებლა რა ჩვენი ნდობით, თაღლითური გზით სესხად გამოგვართვა, ჩემი პირადი, და ჩემი თანაპარტიელების მიერ სხვათაგან სესხად აღებული თანხა, საერთო ჯამში - 33 000 [ოცდაცამეტი ათასი] აშშ დოლარი.
მოგვიანებით, ანუ მას შემდეგ რაც სხვადასხვა საშუალებით მოვახერხეთ დაგვემტკიცებინა მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების სიყალბე, ავთო იოსელიანი იძულებული შეიქნა ეღიარებინა, რომ თავიდანვე, ანუ -2014 წლიდან დღევანდლამდე იგი წინასწარგამიზნულად გვატყუებდა,
და რომ - ოთხწელიწადნახევრის მანძილზე ხსენებული საქმის მოგვარებაზე ორიენტირებული, ჩვენთვის მოწვდილი მთელი ისტორია მის მიერ იყო შეთხზული.
ამის პარალელურად, ავთო იოსელიანი თანხის არ არსებობის მომიზეზებით - არ აპირებს, ჩვენგან, თაღლითურად გამოძალული, ჩვენი კუთვნილი თანხის დაბრუნებას.
ამ მიზეზით, ჩვენს შორის დაძაბულობის ფონის ზრდა, ნათელს ხდის, რომ ურთიერთობის ამდაგვარი გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლებელია გამოუსწორებელი შედეგი დაგვიდგეს.9
ამიტომ, მოგმართავთ თხოვნით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლზე დაყრდნობით აღიძრას საქმე თაღლითი ავთო იოსელიანის წინააღმდეგ, რათა სამართლებრივი გზით მოხდეს, ჩვენთვის, როგორც დაზარალებული მხარისათვის, ავთო იოსელიანის მიერ თაღლითობით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება.
მინაწერი:
აქვე წარმოგიდგენთ ბ-ნი მიხეილ [გელა] სალუაშვილის მიერ გამოშვებულ კრებულს - „მასალები ავთო იოსელიანის პორტრეტისათვის...“ [თბ. 2019 წ.], რომელშიც დეტალურადაა აღწერილი, ბოლო ოთხნახევარიწლის მანძილზე - ავთო იოსელიანის თაღლითობის ამსახველი „სიცრუისეული ისტორიის ქრონიკების“ თანამიმდევრობა.
განმცხადებელი
დიანა ჯიქია,
პირ. № 6200..., ტ. 5[57] 27-...;
დაბ. 12. 10. 1965 წ.
თბილისი ვაკე დ. წყნეთი დ. გურამიშვილის ქ.
(აგრომრეწვის დ\ს.კორპ.4)
(ყოფ. წყნეთი, ორჯონიკიძის ქ.)
საჩივრის ჩაბარების N01/13-82190
19. 08. 2019 წ.
[პროკ. კანცე. ტელ 240- 53-44; 240-53-45