Print

2019 წ. 7 ოქტომბრის მიმართვა არჩილ თალაკვაძეს

წერ. ჩაბ. N1-18563/19; 07. 10. 2019

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ არჩილ თალაკვაძეს!

 

პ/გ „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა -

უფალია ჩვენი სიმართლეს“

 

ღია მიმართვა

 

ბატონო არჩილ!

ვიზიარებთ რა თქვენს სწრაფვას მაქსიმალური წვლილი შეიტანოთ:

ერთის მხრივ - საქართველოს პარლამენტსა, და

მეორეს მხრივ - საქართველოს არასაპარლამენტო პარტიებს შორის თანამშრომლობის ამაღლების საქმეში, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს 2020 წ. საპარლამენტო არჩევნებისათვის საარჩევნო კოდესში დაგეგმილი ცვლილებების ფონზე;

გვინდა მოგახსენოთ შემდეგი:

როგორც იცით, დღეს მოქმედი: „საქართველოს კონსტიტუციით“ განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში - „...პარლამენტის თავმჯდომარე რეგლამენტით დადგენილი წესით ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს პარლამენტის სასახლეში“ [მუხლი 40,1];

ხოლო

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ მე-18 მუხლის მიხედვით:

პარლამენტის თავმჯდომარე:

კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს;

უ) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იწვევს იმ თანამდებობის პირებს, რომლებსაც არა აქვთ პლენარულ სხდომაზე დასწრების უფლება, აგრეთვე პლენარულ სხდომაზე დასწრების მსურველ საზოგადოების წარმომადგენლებს [მუხლი 18,2 – „კ“; „უ“].

 

ბატონო არჩილ!

ზემოთქმულის გათვალისწინებით შემოვდივართ წინადადებით რათა:

თქვენს მიერ, კანონმდებლობით გაწერილი უფლებამოსილების ფარგლებში, მიღებული სამართლებრივი აქტის საფუძველზე, მინიმუმ, 2020 წ. საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე,

ბოლო საერთო არჩევნებში დარეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების [საარჩევნო ბლოკის თუ დამოუკიდებლად მონაწილე პარტიათა] თითო წარმომადგენელზე - პარლამენტისა და საკომიტეტო სხდომებზე დასწრების მიზნით, მოხდეს, ქალაქ თბილისში მდებარე საქართველოს პარლამენტის სასახლის A, B, C და AB კორპუსებში შესასვლელად, ე.წ. - „სტუმრის სტატუსის“ მქონე საშვის გადაცემა [იხ. დანართი N1].

 

ვფიქრობთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, ხსენებული კატეგორიის ფარგლებში მოქცეულ არასაპარლამენტო პოლიტიკურ გაერთიანებებს [იხ. დანართი N2], მათ მიერ ამ მიზნით შერჩეული თითო წარმომადგენლის მეშვეობით, შესაძლებლობას მისცემს აქტიურად დააკვირდნენ და კანონმდებლობის ფარგლებში თავადაც ჩაერთონ პარლამენტში მიმდინარე სხვადასხვა საქმიანობაში.

 

აქვე გაცნობებთ, რომ 2017 წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან მიმართებით გამოქვეყნებულ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 27 საარჩევნო სუბიექტმა. აქედან - 4 საარჩევნო სუბიექტი, როგორც საპარლამენტო პოლიტიკური გაერთიანება, თავადვეა საპარლამენტო საქმიანობის წარმმართველი და აქტიური მონაწილე.

ესენია:

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო,

საარჩევნო ბლოკი: „ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო“;

საარჩევნო ბლოკი“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; 

დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი.

 

თქვენს მიერ განსახილველი წინადადების გაზიარების შემთხვევაში მიღებული ბრძანებულებით განსაზღვრული, ზემოთხსენებული რეგულაციით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემა - 23 პოლიტიკურ სუბიექტს [იხ. დანართი 2].

 

ბატონო არჩილ!

დასასრულს უნდა მოგახსენოთ, რომ - არასაპარლამენტო პარტიათა განსაზღვრული კატეგორიისათვის, საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობის უფლების გამარტივებისაკენ მიმართული, თქვენს მიერ გამოცემული უპრეცენდენტო შინაარსის ბრძანებულება, თავის დადებით წვლილს შეიტანს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ახალ ეტაპზე აყვანის საქმეში.

 

ჩვენ კი, როგორც - მიმდინარე ბოლო ჟამის კვლევის კუთხიდან მომზირალი, და დღევანდელობაში განვითარებული მოვლენების ობიექტურად შემსწავლელი ჯგუფის წარმომადგენლებმა,

თქვენგან გამოხატული მზაობის შემთხვევაში, მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ შემოთავაზებულ საკითხთან დაკავშირებით გამართულ ნებისმიერ შეხვედრაში.


დანართი: 3 გვერდი. მათ შორის:

1. დანართი N1: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებულების პროექტი -2 გვ.;

2. დანართი N2: ბოლო საერთო არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტები - 1 გვ.;

 

ღმერთმა მოგცეთ მართებული გადაწყვეტილების მიღების უნარი.

პატივისცემით:

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

თბილისი, 2019 წ. 7 ოქტომბერი

 

 

დანართი N1

პროექტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

N... ,                          თარიღი...

 

„ქალაქ თბილისში მდებარე

საქართველოს პარლამენტის სასახლის A, B, C და AB კორპუსებში შემოსასვლელად,

„სტუმრის სტატუსის“ მქონე საშვის გადაცემის თაობაზე

 

„საქართველოს კონსტიტუციის“ მე-40-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა, და, „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ და „უ“ ქვეპუნქტების შესაბამისად:

1. საქართველოში, ბოლო საერთო არჩევნებში დარეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების [საარჩევნო ბლოკის თუ დამოუკიდებლად მონაწილე პარტიათა] თითო წარმომადგენელზე - პარლამენტისა და საკომიტეტო სხდომებზე დასწრების მიზნით, მოხდეს, ქალაქ თბილისში მდებარე საქართველოს პარლამენტის სასახლის A, B, C და AB კორპუსებში შესასვლელად „სტუმრის სტატუსის“ მქონე საშვის გადაცემა;

2. ქალაქ თბილისში მდებარე საქართველოს პარლამენტის სასახლის A, B, C და AB კორპუსებში შესასვლელად „სტუმრის სტატუსის“ მქონე საშვებით სარგებლობის უფლება განესაზღვროთ, შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების მიერ შერჩეულ თითო წარმომადგენელს:

1. ახალი მემარჯვენეები - 1 საშვი;

2. ახალი ქრისტიან დემოკრატები - 1 საშვი;

3. გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა - 1 საშვი;

4. ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობა - 1 საშვი;

5. თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა - 1 საშვი;

6. თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის - 1 საშვი;

7. მამულიშვილთა ორდენი „სამშობლო“ - 1 საშვი;

8. მემარცხენე ალიანსი - 1 საშვი;

9. მერაბ კოსტავას საზოგადოება - 1 საშვი;

10. მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის - 1 საშვი;

11. მშრომელთა სოციალისტური პარტია - 1 საშვი;

12. პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა - 1 საშვი;

13. რესპუბლიკური პარტია - 1 საშვი;

14. სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა - უფალია ჩვენი სიმართლე - 1 საშვი;

15. საქართველო - 1 საშვი;

16. საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია - 1 საშვი;

17. სოციალისტური საქართველო - კომუნისტები - 1 საშვი;

18. ტრადიციონალისტები - 1 საშვი;

19. შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 1 საშვი;

20. შენების მოძრაობა - 1 საშვი;

21. საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო“ - 1 საშვი;      

22. საარჩევნო ბლოკი „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო“ - 1 საშვი;

23. საარჩევნო ბლოკი: „სახალხო - ხალხის ერთსულოვნება“ - 1 საშვი.  

 

3. წინამდებარე ბრძანების 1-ლი პუნქტის თანახმად გაცემული „სტუმრის სტატუსის“ საშვის მოქმედების ბოლო ვადად განისაზღვროს - 2020 წ. საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების დღე.

4. ბრძანება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საჯაროდ გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6).

 

პარლამენტის თავმჯდომარე

არჩილ თალაკვაძე


დანართი N2

ბოლო საერთო არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტები

1. ახალი მემარჯვენეები - 1 საშვი;

2. ახალი ქრისტიან დემოკრატები - 1 საშვი;

3. "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა" - 1 საშვი;

4. "ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობა" - 1 საშვი;

5. თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა - 1 საშვი;

6. "თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის" - 1 საშვი;

7. მამულიშვილთა ორდენი "სამშობლო" - 1 საშვი;

8. მემარცხენე ალიანსი - 1 საშვი;

9. მერაბ კოსტავას საზოგადოება - 1 საშვი;

10. "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" - 1 საშვი;

11. მშრომელთა სოციალისტური პარტია - 1 საშვი;

12. პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა - 1 საშვი;

13. რესპუბლიკური პარტია - 1 საშვი;

14. სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა - უფალია ჩვენი სიმართლე - 1 საშვი;

15. საქართველო - 1 საშვი;

16. საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია - 1 საშვი;

17. "სოციალისტური საქართველო - კომუნისტები" - 1 საშვი;

18. "ტრადიციონალისტები" - 1 საშვი;

19. შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 1 საშვი;

20. შენების მოძრაობა - 1 საშვი;

21. საარჩევნო ბლოკი "გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო" - 1 საშვი;       

22. საარჩევნო ბლოკი "დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო" - 1 საშვი;

23. საარჩევნო ბლოკი "სახალხო - ხალხის ერთსულოვნება" - 1 საშვი.

 

იხ. ცესკოს ინტერნეტ გვერდი

1. http://cesko.ge/res/docs/Partiebiblokebi25.09.2017new.pdf

2. https://partylists.cec.gov.ge/?action=data&;p=0&limit=20&lang=geo