Print

25 სექტემბერი - საქართველოს პარლამენტის ტავმჯდომარეს ბ-ნ არჩილ თალაკვაძეს

წერ. ჩაბ. N 1-17919/19, 25/09/2019.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ არჩილ თალაკვაძეს!

 

ზვიად გამსახურდიას სახელობის

„თეოლოგიისა და პოლიტიკის აკადემიის“

 

ღია მიმართვა

 

ბატონო არჩილ!

როგორც მოგეხსენებათ - გასული საუკუნის 80-90 წლების გასაყარზე, ორ წლიანი ინტერვალით მომხდარი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი პროცესი - 1989 წ. 9 აპრილის ტრაგედია, და - 1991 წ. 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება - ორგანულად დაუკავშირდა ერთმანეთს.

 

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ აღმართული, 1989 წ. 9 აპრილს საბჭოთა იმპერიის ჯარის მიერ საპროტესტო მშვიდობიანი მიტინგის სისხლიანი დარბევის დროს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი, ყველა მნახველს ახსენებს ამ ადგილას განვითარებულ მოვლენას.

 

საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი, ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელთა ტრაგიკული დაღუპვიდან ორი წლის თავზე - 1991 წ. 9 აპრილს, ზვიად გამსახურდიას თავმჯდომარეობით მოქმედმა, 1990 წ. 28 ოქტომბრის მოწვევის, ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ: საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, მიიღო - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

მიზეზთა გამო, დღემდე - ვერც ერთი მოწვევის პარლამენტმა ვერ შეძლო, ამ ფაქტის შესაბამისი წარმოჩენის თაობაზე პოზიციის დაფიქსირება.

 

ბატონო არჩილ!

ვიზიარებთ რა ისტორიული სამართლიანობის აღდგენისაკენ ორიენტირებული დღევანდელი მმართველი ძალის საქმიანობის სულისკვეთებასა და

ვითვალისწინებთ რა ქვეყნის ისტორიის ამსახველ უმნიშვნელოვანეს სიმბოლოთა წარმოჩენისაკენ გადაგმული ნაბიჯის მნიშვნელობას, გთავაზობთ:

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადების ადგილას, ანუ საქართველოს პარლამენტის შენობის წინ დაიდგას ამ მოვლენის სათანადო ვიზუალური აღთქმისათვის განკუთვნილი მემორიალი.

 

აღნიშნული საკითხის ამ კუთხით გადაწყვეტა, ვფიქრობთ, ხაზს გაუსვამს არა მარტო 1989 წ. 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპული ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წარმომადგენელთა წვლილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მიღწევის საქმეში,

არამედ, ყველა მნახველს შესაძლებლობას მისცემს სათანადოდ გაიაზროს საქართველოს უახლეს ისტორიაში 1989 წ. 9 აპრილსა და 1991 წ. 9 აპრილს მომხდარი, ამ ორი, უმნიშვნელოვანესი მოვლენის ორგანული ურთიერთ კავშირის მნიშვნელობა.

 

პარლამენტის შენობის საერთო ფასადური ფონის გათვალისწინებით - „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი მემორიალი“, უნდა დაიდგას 1989 წ. 9 აპრილის ტრაგედიისადმი მიძღვნილი მემორიალის მარჯვენა გვერდითა მხარეს იმ მანძილზე, რომ დაცული იყოს ამ ორი ძეგლის პარლამენტის შენობის ფონზე განთავსების სიმეტრიულობა.

 

ბატონო არჩილ!

თქვენი და თქვენი გუნდის მიერ, მოახლოებული 2020 წ. საპარლამენტო არჩევნების ფონზე, სათანადო პოლიტიკური ნების დაფიქსირების შემთხვევაში, ხსენებული - „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი მემორიალის“, თუნდაც:

- 2019 წლის 31 დეკემბერს,

ანდა - 2020 წ. 9 აპრილის დღეებში გახსნა, კარგი საჩუქარი იქნება:

არა მარტო - ჩვენი ქვეყნის ბედზე მაფიქრალთათვის;

არამედ ხელს შეუწყობს - დღევანდელ მმართველ პოლიტიკურ გუნდსა და საქართველოს ამომრჩეველთა შორის სათანადო თანამოაზრეობის სულისკვეთების გამყარებას.

 

ჩვენ კი, როგორც - მიმდინარე ბოლო ჟამის კვლევის კუთხიდან მომზირალი, და დღევანდელობაში განვითარებული მოვლენების ობიექტურად შემსწავლელი ჯგუფის წარმომადგენლებმა,

თქვენგან გამოხატული მზაობის შემთხვევაში, მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი მემორიალის“ პრაქტიკული განხორციელების საკითხთან დაკავშირებით გამართულ ნებისმიერ შეხვედრაში.

 

16-17 ათასი ლარის სავარაუდი ხარჯთახრიცხვის მქონე - „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი მემორიალის“

დანართი: სულ - 24 გვერდი; მათ შორის:

1. დანართი N1: აღწერილობა - 4 გვ.; შესაბამისი სურათები - 8 გვ.;

2. დანართი N2: კონსტრუქციული გაანგარიშება - 2 გვ.;

3.დანართი N3: სამუშაოის თანამიმდევრობა - 3 გვ.; შესაბამისი სურათები - 7 გვ.;

 

ღმერთმა მოგცეთ მართებული გადაწყვეტილების მიღების უნარი.

პატივისცემით:

 

ზვიად გამსახურდიას სახელობის

„თეოლოგიისა და პოლიტიკის აკადემიის“

პრეზიდენტი, აკადემიური დოქტორი;

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისას

უფალის ჩვენი სიმართლეს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

2019 წ. 25 სექტემბერი