Print

პ.გ "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობას

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობას!

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა

უფალია ჩვენი სიმართლეს

 

ღია მიმართვა

 

2012 წ. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული დღეისათვის არსებული პოლიტიკური რეალობის ობიექტური ანალიზი, ყველას ნათლად აჩვენებს, რომ პ/გ „ქართული ოცნების“ მხრიდან „ნაცების“ მიმართ პოლიტიკური თანასაქმიანობის პრინციპზე აგებულმა ურთიერთობამ მძიმე პოლიტიკური გარემო შექმნა.

რევანშისტულად განწყობილი მ. სააკაშვილისა და რამოდენიმე ნაწილად „გაშლილი“ „ნაცების“ მიერ პოლიტიკური რეალობის დამახინჯებით წარმოჩენის მცდელობა თანდათან უფრო დიდ მაშტაბებს იძენს.

 

ჩვენის აზრით, ვიდრე ჯერ კიდევ არის ამის დრო, ანუ 2020 წ. საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ დროში, საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა შეიძლოს სათანადო პოლიტიკური ნაბიჟების გადადგმა. კერძოდ:

 

მმართველ სახელისუფლო გუნდს, კიდევ ერთხელ გვინდა მოვუწოდოთ:

 

1. მიიღეთ დადგენილება: „2004-2012 წ.წ. ქვეყანაში მმართველი სახელისუფლო ძალის - დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების თაობაზე“;

[იხ. ჩვენი საკანონმდებლო წინადადება:

http://www.ufali.ge/index.php/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/862-%E2%84%96-11-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%9B-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9F%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%95%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90  ];

 

2. შეიტანეთ ცვლილება საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“, რომლის ზოგადი მონახაზი [ჩვენს მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადების მიხედვით] ასეთია:

„მეცხრე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე - „11“ ქვეპუნქტი:

„11. ამ კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრულ თანამდებობებზე, ამ კანონის ძალაში შესვლიდან ყველა სახის არჩევნების ორი ციკლის განმავლობაში, არ შეიძლება დანიშნულ ან არჩეულ იქნენ დანაშაულებრივი რეჟიმის დამამყარებელი პოლიტიკური გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ის პირები, რომლებსაც, საქართველოში დანაშაულებრივი რეჟიმის მოქმედების დროის განმავლობაში, ამ პარტიის წევრის სტატუსით ეკავათ ამ კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრული არჩევითი ან დანიშნული ანაზღაურებადი თანამდებობა.“;

 

კანონს დაემატოს - „მუხლი 101.“ , რომელიც ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 101. ყოფილი დანაშაულებრივი რეჟიმის თანამშრომლები

ყოფილი დანაშაულებრივი რეჟიმის თანამშრომლებს მიეკუთვნებიან: 2004 – 2012 წლებში საქართველოში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის დამამყარებელი პოლიტიკური გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ხელმძღვანელობის ყველა ის პირი რომელსაც 2004 - 2012 წლებში ამ პარტიათა წევრის სტატუსით ეკავა ამ კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრული არჩევითი ან დანიშნული ანაზღაურებადი თანამდებობა.“;

 

მეთორმეტე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე - მე-5 ქვეპუნქტი:

„5. არ დაიშვას მოქალაქეთა დევნა ან დისკრიმინაცია მათი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის დამამყარებელი პოლიტიკური გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგითი - არა ანაზღაურებადი წევრობის გამო.“.

[იხ. ჩვენი საკანონმდებლო წინადადება:

http://www.ufali.ge/index.php/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/1703-n-46-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%95%E1%83%94-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9F%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98-2004-2012-%E1%83%AC-%E1%83%AC ].

 

ყოველივე თქმულის განხორციელების შემთხვევაში, დარჩენილ ერთწლიან მონაკვეთში, ბუნებრივად მოხდება - პოლიტიკკურ ასპარეზზე ახალი, ჯანსაღი ძალების გამოჩენა.

ამ ფონზე, მეტ-ნაკლებად თანაბარ წინასაარჩევნო გარემოში არჩევნების პროპორციული სისტემითა და ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარება, დიახაც რომ ხელს შეუწყობს მრავალპარტიული პოლიტიკური სპექტრის ჩამოყალიბებას.

 

როგორც იტყვიან - არჩევანი მმართველ პოლიტიკურ გუნდზეა.

ღმერთმა ყველას მოგცეთ მართებული არჩევანის გაკეთების უნარი.

 

ქრისტემიერი სიყვარულითა და პატივისცემით

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა

უფალია ჩვენი სიმართლეს“

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

თბილისი, 2019 წ. 19 ოქტომბერი