Print

უკრაინისათვის გადასაცემი ნოტა

საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პოლიტიკური გაერთიანება

„ზვიადის გზა

[ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის“] თავმჯდომარის

მიხეილ [გელა] სალუაშვილის

ღ ი ა   მ ი მ ა რ თ ვ ა

საქართველოს პრემიერ მინისტრს

ბ-ნ გიორგი გახარიას!

მიმართვის პროექტი უკრაინის ხელისუფლებას

 

ბატონო გიორგი!

 

კარგად მოგეხსენებათ, რომ ნებისმიერი ხელისუფალი ვალდებულია ყველაფერი გააკეთოს, რათა არ დაუშვას თავისი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ღირსების შელახვა, რომელი ქვეყნიდანაც არ უნდა მოდიოდეს იგი.

 

თუ არა ასეთი დამოკიდებულება, მაშინ გაუგებარი იქნება ჩვენი ქვეყნის სწრაფვა წინააღმდეგობა გაუწიოს, მიზეზთა გამო, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ მიმართულ მსოფლიოს ერთ-ერთ ზესახელმწიფოს - რუსეთის ფედერაციის ქმედებას.

დე-ფაქტო და დე-იურე ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი სახელმწიფოს - რუსეთის წინააღმდეგ, საქართველოს ხელისუფალთა ყველა ქმედება, სწორედ სახელმწიფოებრივი ღირსების შელახვის წინააღმდეგ არის მიმართული.

 

ჩვენდა სამწუხაროთ უკრაინის რესპუბლიკის სათავეში მყოფი ძალების მხრიდან საქართველოს სახელმწიფოებრივი ღირსების შელახვის მორიგ ფაქტად იქცა, 2020 წ. 7 მაისს - უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის მიერ მიხეილ სააკაშვილის, უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნა.

 

ვ. ზელენსკის წინამორბედმა პეტრო პოროშენკომ 2015 წლის 13 თებერვალს, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნა.

2014 წელს მ. სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭება, პ. პოროშენკომ იმით ახსნა, რომ ამ დროისათვის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჯერ კიდევ არ იყო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი გადაწყვეტილება. კერძოდ:

მხოლოდ, 2014 წლის 2 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს, იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილსა და თავდაცვის ყოფილი მინისტრ დავით კეზერაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა ბრალდებულების დაუსწრებლად შეუფარდა.

უკრაინის საელჩო საქართველოში, ბუნებრივია ინფორმირებულია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და მისი ადვოკატის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 5 იანვარს მ. სააკაშვილისათვის გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენზე.

 

ამდენად, უკრაინის ხელისუფალის მიერ, მისი სტრატეგიული პარტნიორის საქართველოს სასამართლოს მიერ მსჯავრდებულად და ძებნილად გამოცხადებული მ. სააკაშვილის აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის გამართლება - ამ უკანასკნელის უკრაინის მოქალაქეობის ქონის მოტივით - ჩვენი ქვეყნისადმი გამოხატული არამეგობრული საქციელია.

 

ბატონო გიორგი!

ჩვენ შევდივართ იმ პოლიტიკურ ძალათა რიცხში, რომელიც თვლის რომ ხსენებული საქციელის გამო, უკრანიდან საქართველოს ელჩის გამოწვევა სწორი ნაბიჯია.

ჩვენი ქვეყნის ამ საქციელის გამო უკრაინის პრეზიდენტისა [„მ. სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და სადაც მინდა იქ დავნიშნავ“] და საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებული საპასუხო გამოხმაურებები [„უკრაინა როგორმე გადაიტანს საქართველოს ხელისუფალთა ამ საქციელს“] ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ღირსების შემლახავი მორიგი საქციელია.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე იმედს ვიტოვებთ, რომ თქვენი, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან გადაიდგმება საქართველოს მოქალაქეთათვის მისაღები ნაბიჯი.

კერძოდ,

 

უკრაინიდან გამოწვეულ საქართველოს ელჩს, უკრაინის სახელმწიფოსათვის წარსადგენად უნფა ჩაბარდეს წინადადება საქართველოში მსჯავრდებული და ძებნილად გამოცხადებული მ. სააკაშვილის ჩვენი ქვეყნისათვის გადმოცემის თაობაზე;

 

აღნიშნული საკითხის მოგვარებამდე, მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს როგორც - უკრაინაში საქართველოს საელჩოს საქმიანობა, ასევე საელჩოში მომუშავე პირთა რაოდენობა.

 

2020 წ. საპარლამენტო არჩევნების წინ ქვეყნის მმართველი უმრავლესობის მხრიდან, ქვეყნის ინტერესების სათანადო დონეზე დაცვა, ვფიქრობთ საქართველოს ამომრჩეველს გაუადვილებს საკუთარი არჩევანის გაკეთებას.

 

ღმერთმა მოგცეთ მართებული არჩევანის გაკეთების უნარი!

პატივისცემით

საარჩევნო გაერთიანება

„ზვიადის გზა

[ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის]“

თავმჯდომარე

 

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

2020 წლის 12 მაისი