Print

მიმართვა არჩილ თალაკვაძეს

საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პოლიტიკური გაერთიანება

„ზვიადის გზა

[ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის“] თავმჯდომარის

მიხეილ [გელა] სალუაშვილის

 

ღ ი ა   მ ი მ ა რ თ ვ ა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბ-ნ არჩილ თალაკვაძეს

 

უარი თქვით ნაცმოძრაობის მიერ შედგენილი

პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებაზე

 

ბატონო არჩილ!

ჩვენ წარმოვადგეთ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც მიგვაჩნია, რომ ქვეყნისათვის საზიანოდ, 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური დღის წესრიგი კვლავ ნაცმოძრაობის კარნახით არის შედგენილი..

აღნიშნულის დამადასტურებელი ბოლო ასეთ მაგალითად - საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებული შეთანხმება შეიძლება მივიჩნიოთ.

 

რევანშისტულად განწყობილი ნაცმოძრაობის პოლიტიკური ელიტა, მის გარშემო გაერთიანებულ ე.წ. ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, ცდილობს, მმართველი პოლიტიკური ძალისათვის სახელის გატეხვის მიზნით, ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობაში დაარწმუნოს, როგორც საქართველოს ამომრჩეველი, ასევე მსოფლიო თანამეგობრობა.

 

ბაატონო არჩილ,

ჩვენ მთლიანად ვიზიარებთ ქვეყანაში მოქმედი ჯანსაღი პოლიტიკური ძალების დამოკიდებულებას, და გიცხადებთ სრულ თანადგომას, სამოქმედო პოლიტიკური დღის წესრიგიდან ე.წ. პოლიტპატიმრების საკითხის ამოღებასთან დაკავშირებით,

 

დიახ, საქართველოში არანაირი პოლიტპატიმრები არ არსებობენ.

 

განა შეიძლება ეს სტატუსი მიენიჭოს ადამიანს, რომელიც ცდილობს 1991-1992 წლების გასაყარზე და 2003 წ. განვითარებული ე.წ. ვარდების რევოლუციის პერიპეტიების შემსწრე საქართველოს მოსახლეობა დაარწმუნოს, რომ იგი, როგორც 2019 წლის ივნისის თვეში პარლამენტში ძალით შეჭრის ერთ-ერთი ორგანიზატორი და მოქმედი პირი სისხლის სამართლის დამნაშავე არ არის?

 

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარებისათვის ბრალდებული პირის საქციელის გამართლების მოსურნე ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ 2019 წლის ივნის-ივლისის საპროტესტო აქციებში მონაწილეობის არც ერთი გონიერი პირი, რომელსაც თურმე 40-ზე მეტი ცეცხლსასროლი იარაღი აქვს გაფორმებული, აქციაზე იარაღით არ მივიდოდაო.

ამ პოზიციის მატარებელთ გვინდა ვკითხოთ - რა არის გასაკვირი იმაში, რომ 1991-1992 წლების სამხედრო გადატრიალებაში მონაწილე, და ე.წ. მხედრიონის ერთ-ერთი დაუნდობელი რაზმის მეთაური, კვლავ იარაღის გამოყენებით ცდილობდა ქვეყანაში გადატრიალების მოწყობაში მონაწილეობის მიღებას.

და თუ ეს ასეა, მაშინ რატომ არის გასაკვირი, რომ ამ მიზნის მიღწევისას იგი მის სახელზე გაფორმებულ იარაღს არ გამოიყენებდა.

ასეთი პირის პოლიტპატიმრად გამოცხადება უგუნურების ერთ-ერთ გამოვლინებად უნდა მივიჩნიოთ,

 

ანალოგიურად, ნაცმოძრაობისა და მისი ცრუ პროპაგანდას აყოლილი ძალების მხრიდან უდიდესი უგუნურება იქნება პოლიტპატიმრად წარმოაჩინო ნაციონალური მოძრაობის ერთ ერთი ყოფილი ლიდერი და თბილისის მერი, რომელმაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოპარული მილიონები დაურიგა თავის მომხრეთა დიდ არმიას.

 

ამდაგვარი მაგალითების ჩამოთვლის გაგრძელებას ვფიქრობთ აზრი არ აქვს,

 

ვფიქრობთ უკვე საკმაოდ დაგვიანებულია, ნაცმოძრაობის მიერ შედგენილი საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგით ცხოვრების შეცვლა.

შესაბამისად გიცხადებთ სრულ თანადგომას, და მზად ვართ ჩვენი წვლილი შევიტანოთ დამნაშავე პოლიტიკური რეჟიმის მიერ წარმოებული რევანშისტული საქმიანობის ალაგმვაში.

 

დარწმუნებული ვართ, რომ თქვენი, როგორც მმართველი პარტიის მიერ ხსენებულ პოლიტიკურ ბრძოლაში დაშვებული ნებისმიერი სახის კომპრომისი, საქართველოს ამომრჩევლის მიერ სახელმწიფო ღალატად იქნება აღქმული.

 

ღმერთმა მოგცეთ მართებული არჩევანის გაკეთების უნარი!

პატივისცემით

საარჩევნო გაერთიანება

„ზვიადის გზა

[ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის]“

თავმჯდომარე

 

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

2020 წლის 13 მაისი