Print

12 სექტემბერი 2020 წ. მიმართვა ცესკოს - ნარკოცნობაზე

საქართველოს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს

ქალბატონ თამარ ჟვანიას

 

ასლი:

ცესკოს

იურიდიული დეპარტამენტის თავმჯდომარეს

ბატონ გიორგი სანტურიანს

 

საარჩევნო გაერთიანების:

„ზვიადის გზა

[ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის]“

თავმჯდომარის

 

მიმართვა

 

ქალბატონო თამარ!

ბატონო გიორგი!

პატივისცემით გვინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი პარტია - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, 2020 წ. 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის მორიგ არჩევნებში მონაწილეობს სახელდებით: „ზვიადის გზა [ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის]“.

 

მიმდინარე ეტაპზე ხდება პარტიული სიის ფორმირება, და კანონით განსაზღვრულ ვადებში სიის რეგისტრაციისათვის საჭირო თანდართული დოკუმენტაციის შეგროვება.

კერძოდ, როგორც მოგეხსენებათ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ითვალისწინებს, რომ

პარტიულ სიას უნდა ერთოდეს:

საქართველოს პარლამენტის წევრობის თითოეული კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა,

ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა,

საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი და ფოტოსურათი.

ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა საჯაროა და ქვეყნდება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე“ [მუხლი 115,7 და სხვა].

 

როგორც მოგეხსენებათ, 2015 წ. განხორციელებული ცვლილების თანახმად [27. 10. 2015 წ.; სარეგისტრაციო კოდი       010320000.05.001.017921 „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში მანამდე არსებული ჩანაწერი -

საჯარო სამსახურში მიღებისას, პირმა უნდა წარადგინოს ნარკოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიაში შეტანილი ნივთიერებების მიმართ დამოკიდებულების ნიშნებისა და ამ ნივთიერებათა ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების ფაქტის არარსებობა“,

შეიცვალა, და ასეთი სახე მიიღო:

„საჯარო სამსახურიდან მოხელის განთავისუფლება შეიძლება მოხდეს, თუ - „) მან სამსახურში მიღებისას არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს“ [მუხლი 27, 1-გ].

 

კანონის მიხედვით განისაზღვრა - „სახელმწიფო მოსამსახურეებისა და საჯარო მოსამსახურეების ნარკოლოგიური შემოწმებისა და შესაბამისი ცნობის გაცემის წესი და პირობები“, სადაც კერძოდ ვკითხულობთ:

მუხლი 1

1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს სახელმწიფო/საჯარო სამსახურში წარსადგენად პირის (შემდგომში – გამოსაკვლევი პირი) ნარკოლოგიური შემოწმებისა და შესაბამისი ცნობის გაცემის წესსა და პირობებს.

2. ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა (დანართი 1.1) მოიცავს ორ ფორმას, რომელთაგან ერთში აღნიშნულია, რომ არ დასტურდება/დასტურდება პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი (ფორმა №1), ხოლო მეორე ადასტურებს/არ ადასტურებს, რომ პირი არ იმყოფება ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე (ფორმა №2“).

 

 ამდენად, დღეს მოქმედ კანონმდებლობაში დაფიქსირებულია ცნება: „ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა“, და იქვე განმარტებულია, რომ ზოგადად

„ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა“ მოიცავს ორ ფორმას [იხ. დან. N1 და დან. N2], ანუ თუ კანონით დამატებითი დაკონკრეტება არ არის დაფიქსირებული, დაინტერესებული პირი თავად განსაზღვრავს „ნარკოლოგიური შემოწმების ცნობის“ მისთვის სასურველი ფორმის აღების კანონით განსაზღვრული უფლების რეალიზების შესაძლებლობას

 

ქალბატონო თამარ!

ბატონო გიორგი!

როგორც აღვნიშნეთ:

ერთის მხრივ - „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ საქართველოს ორგანულ კანონში, ყოველგვარი დამატებითი კონკრეტიზაციის გარეშე ფიგურირებს მხოლოდ ცნება - „ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა“; ხოლო

მეორეს მხრივ საქართველოში დღეს მოქმედი კანონმდებლობით - „ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა (დანართი 1.1) მოიცავს ორ ფორმას, რომელთაგან ერთში აღნიშნულია, რომ არ დასტურდება/დასტურდება პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი (ფორმა №1), ხოლო მეორე ადასტურებს/არ ადასტურებს, რომ პირი არ იმყოფება ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე (ფორმა №2“).

 

შესაბამისად, პარტიები, კანონით მონიჭებული უფლებიდან გამომდინარე, თავად ვწყვეტთ - ნარკოლოგიური შემოწმების ცნობის რომელი ფორმა დავურთოთ ცესკოში წარმოსადგენ პარტიულ სიაში მყოფი თითოეული პირისათვის განკუთვნილ საბუთებს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ცესკოს მიერ 2020 წ. 1 სექტემბერს მიღებულ განკარგულებაში [N71/2020] – „საქართველოს პარლამენტის 2020 წ. 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის ნარკოლოგიური შემოწმების უფლების მინიჭების თაობაზე“, დაფიქსირებულია - „ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა“, რაც სრულად შეესაბამება დღეს მოქმედ კანონისმიერ მოთხოვნებს.

 

ქალბატონო თამარ!

ბატონო გიორგი!

წინამდებარე მიმართვის გაკეთების აუცილებლობა გამოიწვია 2020 წ. 11 სექტემბერს ცესკოს ცხელ ხაზზე, და ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის ცალკეულ წარმომადგენლებთან გამართულმა კონსულტაციის შედეგმა.

 

იმედს ვიტოვებთ, რომ 2020 წ. 31 ოქტომბერს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველი პარტიების მიერ საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო მოთხოვნით მონიჭებული უფლების, ხსენებული ჩარჩოების ფარგლებში გამოყენება, ცესკოს შესაბამისი სამსახურის მიერ კანონით განსაზღვრულ მოთხოვნათა მიხედვით იქნება გამოყენებული.

 

ჩვენის მხრივ, მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ, საჭიროების შემთხვევაში, ამ საკითხის ირგვლივ დაგეგმილ ნებისმიერ დროს გამართულ შეხვედრაში.

 

პატივისცემით

 

საარჩევნო გაერთიანების:

„ზვიადის გზა

[ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის]“

თავმჯდომარე,

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

ტ. 5[91] 63-63-36

12 სექტემბერი, 2020 წ.

 

წერილი გაიგზავნა ელ. ფოსტით. მიღებული პასუხი ასეთია

 

თქვენი განაცხადი გაგზავნილია.

თქვენი განაცხადის ნომერია

N26091020201246

ამ ნომრით თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ ონლაინ

თქვენი განაცხადის სტატუსი.

 

თქვენი განაცხადი გაგზავნილია.

თქვენი განაცხადის ნომერია

N26091020201204

ამ ნომრით თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ ონლაინ

თქვენი განაცხადის სტატუსი.