Print

ანტიკრიზისული გეგმა

N43„ზვიადის გზის...“ მიერ შემუშავებული

ანტიკრიზისული გეგმა

2020 წ. 31 ოქტომბერს ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების ანალიზმა არჩევნების, სავარაუდო გაყალბებით ჩატარების ეჭვი გააჩინა, რამაც, თავის მხრივ, სათავე დაუდო ქვეყანაში - პოლიტიკური კრიზისის შექმნა-განვითარებას.

არჩევნების გაყალბების მასშტაბიდან დამომდინარე, ქვეყნის პოლიტიკური სპექტრი შექმნილი მდგომარეობიდან გამოსვლის იურიდიული მექანიზმის ძიებაშია ჩართული.

ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საჭიროა - რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, თუმცა, მიზეზთა გამო, მათ მირ დღემდე ვერ მოხერხდა გამოეკვეთათ აღნიშნული თემატიკის მოგვარების კანონისმიერი ასპექტები.

ჩვენს მიერ შემუშავებული მექანიზმის გაცნობამდე, მოდით - „რიგგარეშე“ არჩევნების არსის თაობაზე გავისაუბროთ.

 

რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის

იურიდიული ასპექტები.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-2 მუხლში - „ტერმინთა განმარტება“, ვკითხულობთ:

„გ) არჩევნები – საარჩევნო პროცესი, რომლის დანიშნულება და შედეგია საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოებისა და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირთა არჩევა;

დ) საერთო არჩევნები – მორიგი ან რიგგარეშე არჩევნები:

დ.ა) მორიგი არჩევნები – არჩევნები, რომელიც ტარდება საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს ან საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციებითა და სათანადო კანონებით დადგენილ ვადებში;

დ.ბ) რიგგარეშე არჩევნები – არჩევნები, რომელიც ტარდება საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს ან საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო“;

ვ) ხელახალი არჩევნები – არჩევნები, რომლებიც მორიგი არჩევნებისათვის დადგენილი წესით ხელახლა ტარდება:

ვ.ა) თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობდა ერთი კანდიდატი და ამ კანონით დადგენილი წესით მოიხსნა მისი კანდიდატურა;

ვ.ბ) თუ პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ვერც ერთმა საარჩევნო სუბიექტმა ვერ გადალახა საარჩევნო ბარიერი, ან არჩევნები არჩატარებულად გამოცხადდა საარჩევნო ოლქების ნახევარზე მეტში;

ვ.გ) თუ არჩევნების შედეგები ბათილად იქნა ცნობილი სასამართლოს გადაწყვეტილებით;

[იხ. საქართველოს ორგანული კანონი „საარჩევნო კოდექსი" მუხლი 2, გ-ვ];

 

წარმოდგენილ მასალაში ჩვენთვის ნიშანდობლივია, პარლამენტის პროპორციული წესით არჩევნებთან დაკავშირებული - რიგგარეშე და ხელახალი არჩევნების დანიშვნის კანონისმიერი ასპექტები.

იქვე კანონში დაკონკრეტებულია, რომ ასეთი სიტუაცია შეიქმნება მაშინ, თუკი - „ [2, ვ.ბ] პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ვერც ერთმა საარჩევნო სუბიექტმა ვერ გადალახა საარჩევნო ბარიერი, ან არჩევნები არჩატარებულად გამოცხადდა საარჩევნო ოლქების ნახევარზე მეტში;

[2, ვ.გ] თუ არჩევნების შედეგები ბათილად იქნა ცნობილი სასამართლოს გადაწყვეტილებით“;

 

ჩვენი რეალობიდან გამომდინარე რიგგარეშე ანუ ხელახალი არჩევნების ჩატარება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუკი - „არჩევნები არჩატარებულად გამოცხადდა საარჩევნო ოლქების ნახევარზე მეტში“;

- ორივე შემთხვევაში არჩევნები ტარდება - „მორიგი არჩევნებისათვის დადგენილი წესით“.

ამისათვის საჭიროა - ცესკოს ან სასამართლოს გადაწყვეტილება, ხმების ხელახალი გადათვის თაობაზე.

 

საარჩევნო კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად - „13. თუ პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში ამ კანონის მოთხოვნათა უხეშად დარღვევის გამო ბათილად იქნა ცნობილი კენჭისყრის შედეგები საარჩევნო ოლქების ნახევარზე მეტში ან რამდენიმე ოლქში, რომლებშიც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტია, არჩევნების შედეგები ბათილად ითვლება და ცესკო ნიშნავს ხელახალ არჩევნებს.

14. განცხადების/საჩივრის არსებობისას, რომელიც მოითხოვს კენჭისყრის შედეგების გადამოწმებას ან ბათილად ცნობას, ცესკო განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიიდან მიღებული დალუქული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შესახებ, ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას/სპეციალურ ჯგუფს ავალებს ზემოაღნიშნული მოქმედების განხორციელებას. საჭიროების შემთხვევაში ცესკოს უფლება აქვს, არჩევნების შედეგები შეაჯამოს საუბნო საარჩევნო კომისიების ოქმების საფუძველზე.

 

16. განმეორებითი კენჭისყრა შეიძლება დაინიშნოს არჩევნების როგორც პირველი ტურის, ისე მეორე ტურის შემდეგ. განმეორებითი კენჭისყრა იმართება, შესაბამისად, პირველი ან მეორე ტურიდან 2 კვირის ვადაში. ცესკო უფლებამოსილია განმეორებითი კენჭისყრის გამართვა საუბნო საარჩევნო კომისიის იმავე ან სხვა შემადგენლობას დაავალოს.

17. პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში განმეორებითი კენჭისყრა ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საარჩევნო უბნებში, სადაც კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი, საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 10 პროცენტზე მეტია. ასეთ შემთხვევაში განმეორებითი კენჭისყრა იმართება საერთო არჩევნების დღიდან არა უგვიანეს 2 კვირისა“.

[იხ. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი"

მუხლი 125,13-14 16-17];

 

 

 

რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის

კანონისმიერი ასპექტები.

 

ვინაიდან, მიზეზთა გამო, ცესკოსა და სასამართლოს მიერ არ ხდება, ჩატარებული არჩევნების გაყალბებულად ცნობისა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება, გამოსავალი, მოქმედ კანონმდებლობაში გაწერილ ნორმეზე დაყრდნობით უნდა მოინახოს. მივყვეთ პირობით თანამიმდევრობას.

 

საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული მოთხოვნები

დღეს მოქმედ - „...საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლში, კერძოდ ვკითხულობთ:

...პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება პარლამენტის სრული შემადგენლობის [150 ადგილიდან] უმრავლესობა [ანუ - 76 დეპუტატი].

პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის [100 მანდატის] უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს".

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით

განსაზღვრული მოთხოვნები

ხსენებული მოთხოვნის ბაზაზე მიღებული - საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 86-ე მუხლში, კერძოდ ვკითხულობთ:

1. ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე, პარლამენტში არჩეულ პოლიტიკურ ძალებთან წინასწარი კონსულტაციების შედეგად, ცესკოს თავმჯდომარის წარდგინებით, პროპორციულობის პრინციპის დაცვით, პარლამენტის წევრთაგან, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეხუთედისა, აირჩევა:

ა) პარლამენტის დროებითი ხმის დამთვლელი კომისია 11 წევრის შემადგენლობით, რომელიც თავის წევრთაგან, ხმათა უმრავლესობით ირჩევს თავმჯდომარესა და მდივანს...

ბ) პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია 17 წევრის შემადგენლობით, რომელიც თავის წევრთაგან, ხმათა უმრავლესობით ირჩევს თავმჯდომარესა და მდივანს.

...

3. ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე პარლამენტს აცნობებს არჩევნების შედეგებს და პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას გადასცემს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციას...

4. პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია შეისწავლის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას და შედეგებს მოახსენებს პარლამენტს, რომელიც დადგენილებით ცნობს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილებას პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისიის მიერ წარმოდგენილი ერთიანი სიით“.

ამდენად:

1. დროებითი სამანდატო კომისია მის ხელთ არსებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით გამოკვეთავს არჩეულ პარლამენტართა ერთიან სიას, და წარუდგენს პარლამენტს“.

2. პარლამენტი, შეაფასებს [შეისწავლის] რა დროებითი სამანდატო კომისიის საქმიანობას, იღებს სპეციალურ დადგენილებას, რომლითც - „... ცნობს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილებას პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისიის მიერ წარმოდგენილი ერთიანი სიით“.

პარლამენტის რეგლამენტში იქვე ვკითხულობთ:

„7. პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს“ [მუხლი 86,7].

მაშასადამე, კანონის ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პარლამენტი იღებს სპეციალურ დადგენილებას, რომლითაც ხდება პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისიის მიერ წარმოდგენილი ერთიანი სიით არჩეულად მიჩნეული - პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობა;

ხოლო, პარლამენტის რეგლამენტის მე-7 მუხლის მიხედვით, პარლამენტის საქმიანობის დაწყებისათვის საჭიროა პარლამენტის მიერ - ახალარჩეული პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედის, ანუ მინიმუმ 100 პირის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ცნობა“.

კანონისეული განმარტებით - „...ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს“ [მუხლი 86,7].

იქვე ვკითხულობთ, რომ - „თუ იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო პარლამენტმა, პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედზე[100 წერზე] ნაკლებია, პარლამენტის პლენარული სხდომა წყდება...“ [მუხლი 86,7].

ამდენად, თუკი ვერ მოხერხდება ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო, მინიმუმ - 100 კანდიდატის მიერ გამოხატული ნების დადასტურება - „პარლამენტის პლენარული სხდომა წყდება...“.

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის იმავე მუხლში ვკითხულობთ - „ახალარჩეული პარლამენტის მომდევნო სხდომას იწვევს ცესკოს თავმჯდომარე იმ დღიდან 10 დღის განმავლობაში, როდესაც შესაძლებელი გახდება პარლამენტის წინაშე პარლამენტის წევრად არჩეული იმდენი პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხის დასმა, რამდენიც საკმარისია პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედამდე შესავსებად. ამ პირთა უფლებამოსილების ცნობის საკითხი წესრიგდება ამ მუხლით დადგენილი წესით.

პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარლამენტის წევრები ქვეყნისადმი ერთგულების ფიცს დებენ...“ [მუხლი 86,8-9].

 

ამდენად, ცხადია, რომ - ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა უფლებამოსილია ჩატარდეს თუ შეიკრიბება - „პარლამენტის სრული შემადგენლობის [150 ადგილიდან] უმრავლესობა [ანუ - 76 დეპუტატი]“.

 

მაგრამ მათი შეკრება არ ნიშნავს პარლამენტის ლეგიტიმაციას, რადგან ახლადარჩეული პარლამენტის უფლებამოსილება დადასტურდება მხოლოდ - პარლამენტის წევრთა ორი მესამედის მიერ გამოხატული თანხმობის შემთხვევაში, ანუ სწორედ ამის მერე იძენს უფლებამოსილებას ახლად არჩეული პარლამენტი.

თუ ეს პროცესი წარმატებით დასრულდა, წინა მოწვევის პარლამენტს უწყდება უფლებამოსილება და უკვე ახალი პარლამენტი იწყებს თავის საქმიანობას“.

 

საქართველოს კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები

დღეს მოქმედი კანონისმიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის ორი გზა არსებობს.

 

ა] 76 დეპუტატის ვერ მოგროვების შემთხვევაში

საქართველოს კონსტიტუციაში, მუხლი 56. ნდობის გამოცხადება“, კერძოდ ვკითხულობთ - „1. ახალარჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე მთავრობა იხსნის უფლებამოსილებას პარლამენტის წინაშე და განაგრძობს მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე. პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემთხვევაში პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება უწყდება გადადგომისთანავე. პრემიერ-მინისტრის გადადგომის ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის შემთხვევაში მთავრობა განაგრძობს მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე.

2. პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან, აგრეთვე პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის [76 წევრის] მხარდაჭერა...“

 

ამდენად, ამ შემთხვევაში საჭირო ხდება 76 დეპუტატის მხარდაჭერა, რომელიც შეიძლება მოგროვდეს, ან - ერთი პარტიის, ანდა პარტიათა კოალიციის მიერ.

 

„კონსტიტუციაში იქვე ვკითხულობთ - „3. თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისი ვადის [ანუ - 2 კვირის] ამოწურვიდან არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 3 კვირისა დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს.

 

4. საქართველოს პრეზიდენტი არ დაითხოვს პარლამენტს და არ დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს, თუ პარლამენტი ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 2 კვირის ვადაში სრული შემადგენლობის უმრავლესობით [76 დეპუტატი] ნდობას გამოუცხადებს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას“.

 

ბ] 76 დეპუტატის ვერ მოგროვების შემთხვევაში

როგორც ზემოთ აღინიშნა - არჩეული პარლამენტისათვის უფლებამოსილების გადაცემა ხდება ახლადარჩეული დეპუტატობის კანდიდატების 100 კაციანი დეპუტაციის მიერ გამოხატული თანხმობის შემთხვევაში.

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ კერძოდ ვკითხულობთ:

„1. ახალარჩეული პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ მას ესწრება (რეგისტრაცია გაიარა) ახალარჩეული პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა...“ [მუხლი 85,1];

„7. პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს.

8. თუ იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო პარლამენტმა, პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედზე ნაკლებია, პარლამენტის პლენარული სხდომა წყდება...“ [მუხლი 86,7-8].

 

ამდენად, თუკი ვერ მოხერხდება ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო, მინიმუმ - 100 კანდიდატის მიერ გამოხატული ნების დადასტურება - „პარლამენტის პლენარული სხდომა წყდება...“.

 

როგორც ითქვა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის იმავე 86, 8 მუხლში ვკითხულობთ - „... ახალარჩეული პარლამენტის მომდევნო სხდომას იწვევს ცესკოს თავმჯდომარე იმ დღიდან 10 დღის განმავლობაში, როდესაც შესაძლებელი გახდება პარლამენტის წინაშე პარლამენტის წევრად არჩეული იმდენი პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხის დასმა, რამდენიც საკმარისია პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედამდე შესავსებად. ამ პირთა უფლებამოსილების ცნობის საკითხი წესრიგდება ამ მუხლით დადგენილი წესით“.

 

დასკვნის მაგიერ

დღეისათვის არსებული 2020 წ. 31 ოქტომბრის საპარლამენტოს არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“:

პროპორციული წესით მიიღო - 62 მანდატი;

იმ შემთხვევაში, თუკი ოპოზიცია, უკვე ჩატარებული მაჟორიტარული წესით ასარჩევი პირველი ტურის შედეგებიდან გამომდინარე, უარს იტყვის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე, მაშინ „ქართული ონება“ მოიპოვებს მაჟორიტარული წესით ასარჩევი დეპუტატობის 30-ივე მანდატს.

შესაბამისად, „ქართული ოცნება“ მიიღებს: 62 + 30 = 92 სადეპუტატო მანდატს .

როგორც ითქვა, ახალარჩეული პარლამენტისათვის უფლებამოსილების გადასაცემად საჭიროა მინიმუმ - 100 სადეპუტატო ხმა.

ვინაიდან, 92 მანდატის მქონე „ქართული ოცნება“ 100 სადეპუტატო მანდატის მოგროვებას ვერ ახერხებს, შეუძლებელი ხდება ახალარჩეული პარლამენტისათვის უფლებამოსილების ცნობა, რის შემდეგაც დაფიქსირდება 2016 წლის მოწვევის პარლამენტისათვის უფლებამოსილების შეწყვეტა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, თუკი „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს, სადეპუტატო მანდატების მქონე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთაგან, მინიმუმ 8 ხმის მოპოვებას, სახეზე გვექნება სამთავრობა კრიზისი. ასეთ შემთხვევაში კი, საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებიდან გამომდინარე დღის წესრიგში დადგება პრეზიდენტის მიერ, კანონით განსაზღვრულ ვადაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის აუცილებლობა. კერძოდ:

„1. ცესკო, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმების საფუძველზე, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა თავის სხდომებზე აჯამებს საქართველოს პარლამენტის არჩევნების... შედეგებს, რის თაობაზედაც ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს.

7. არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებისთანავე ცესკო თავის ვებგვერდზე აქვეყნებს არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს და გადასცემს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, რომელიც მას 2 დღის ვადაში აქვეყნებს“.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი:,

მუხლი 76, 1; 7];

 

როგორც ითქვა, პარლამენტი - „2 კვირის ვადაში ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის [76 დეპუტატის] მხარდაჭერა...“ [იხ. საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 56,2];

იქვე ვკითხულობთ, რომ - „... 3. თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისი ვადის [ანუ - 2 კვირის] ამოწურვიდან არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 3 კვირისა დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს.

 

4. საქართველოს პრეზიდენტი არ დაითხოვს პარლამენტს და არ დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს, თუ პარლამენტი ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 2 კვირის ვადაში სრული შემადგენლობის უმრავლესობით [76 დეპუტატი] ნდობას გამოუცხადებს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას“ [იხ. საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 56,3-4];

 

წარმოდგენილი ვადების პირობითი ჯაჭვის გათვალისწინებით - პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები შეიძლება ჩატარდეს, არაუგვიანეს - 2021 წლის გაზაფხულისა.

 

 

 

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილების საკითხისათვის

 

ჩვენის აზრით, შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის მიზნით ქვეყნის მმართველ ძალასთან გასამართი დიალოგი უნდა წარიმართოს წინამდებარე გეგმა საფუძველზე. კერძოდ:

ზემოთ წარმოდგენილი საკანონმდებლო რეგულაციის საფუძველზე, ქვეყანაში 2020 წ. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებით ჩატარების დამადასტურებელი წინასწარი მონაცემების ანალიზის საფუძველზე შემუშავებული წინამდებარე ანტიკრიზისული გეგმის ბაზაზე ჩატარებული შეთანხმების საბოლოო შედეგების ამსახველი ცვლილებათა პაკეტი უნდა დაფიქსირდეს საქართველოს საარჩევნო კოდექსში.

აღნიშნული ცვლილების ამსახველი პაკეტის საბოლოო სახე იხილეთ, წინამდებარე ანტიკრიზისული გეგმის თანდართულ დანართში.

 

 

დანართი

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების ამსახველი დანართი:

 

კანონპროექტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ორგანულ კანონში: საქართველოს საარჩევნო კოდექსში

ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020. 04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. 196-ე მუხლის მე-17 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე „პირველი ქვეპუნქტი“:

„17. 1. - ა: პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს 2021 წელს;

17.1. - ბ: 2024 წელს ჩასატარებელი საქართველოს პარლამენტის არჩევამდე, პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების გზით ფორმირების ერთხელ ან მრავალჯერ ჩატარების შემთხვევაში, შესაბამისი არჩევნები ტარდება და პარლამენტი ფორმირდება, 2021 წლისათვის დანიშნული რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შედეგად არჩეული პარლამენტის ფორმირებისათვის განსაზღვრული ამ კანონით დადგენილი წესით“;

 

2. 196-ე მუხლის მე-17 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე „მეორე ქვეპუნქტი“:

„17. 2. 2021 წლის რიგგარეშე არჩევნებიდან ათვლით, 2024 წლამდე საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ერთხელ ან მრავალჯერ ჩატარების შემთხვევაში ბოლო რიგგარეშე არჩევნების მომდევნო მორიგი არჩევნები ტარდება 2024 წლის 26 ოქტომბერს, ხოლო ბოლო რიგგარეშე არჩევნებში არჩეულ პარლამენტს უფლებამოსილება უწყდება ახალარჩეული პარლამენტის მიერ პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან“;

 

3. 196-ე მუხლის მე-17 პუნქტს უნდა დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე „მესამე ქვეპუნქტი“:

„17.3. - ა: 2021 წლის რიგგარეშე არჩევნების გასამართად განკუთვნილი სამივე დონის [საუბნო, საოლქო და ცენტრალური] საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდეს, 2020 წ. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, 0,5%-ის ტოლფასი ხმების ოდენობის მომპოვებელი საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენელთაგან.

17.3. - ბ: ყველა დონის საარჩევნო კომისია დაკომპლექტდეს, არჩევნებში მოპოვებული ხმების ოდენობის მიხედვით, 1-11 ადგილზე გასული საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთაგან.

17.3. - გ: ამ კანონის 17.3. ა: 17.3. ბ ქვეპუნქტით დადგენილი წესის მიხედვით დაკომპლექტებული ცესკოს მიერ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ აირჩეს - 2020 წ. 31 საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესი შედეგის მქონე 1-ლი ხუთი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარმოდგენილი თითო კანდიდატიდან ერთ-ერთი.

17.3. დ: ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს არჩევით თანამდებობაზე გამიზნულ პირთა არჩევა მოხდეს 11 წევრისაგან დაკომპლექტებული კომისიის წევრთა ურავლესობის მიერ“;

17. 3. ე: 2021 წლის რიგგარეშე არჩევნების გასამართად განკუთვნილი სამივე დონის [საუბნო, საოლქო და ცენტრალური] საარჩევნო კომისიების ყველა არჩევითი თანამდებობა დაკომპლექტდეს, ამ მიზნით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე, ამ კანონის 196-ე მუხლის, მე-17 პუნქტის მე-3 ქვეპუნქტში გაწერილი საარჩევნო კომისიების წარმომადგენელთაგან“;

17. 3. ზ: 2021 წლის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს 2020 წ. 31 ოქტომბრის მორიგ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიასა თუ საარჩევნო ბლოკს. ამასთან, 2021 წ. რიგგარეშე არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების პარტიული სიები უცვლელად უნდა დარჩეს, და მათში ცვლილების შეტანა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონით დადგენილი საერთო წესით“.

 

4. 196-ე მუხლის მე-17 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე „მეოთხე ქვეპუნქტი“:

„17. 4. 2021 წლის რიგგარეშე არჩევნების გასამართად განკუთვნილი [საუბნო და საოლქო] საარჩევნო კომისიების ყველა არჩევითი თანამდებობა დაკომპლექტდეს, ამ მიზნით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე, ამ კანონის 196-ე მუხლის, მე-17 პუნქტის მე-3 ქვეპუნქტში გაწერილი საარჩევნო კომისიების წარმომადგენელთაგან, კომისიის წევრთა ურავლესობის მიერ“;  

 

5. 196-ე მუხლის მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„18. 2021 წლის საგანგებო არჩევნების გზით არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან 2024 წელს გასამართი არჩევნების დანიშვნის დღემდე პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს პარლამენტის 2021 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე მოქმედი ამ კანონის რედაქციით.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.