Print

ანტიკრიზისული გეგმის მე-2 ნაწილი

 

ანტიკრიზისული გეგმის მე-2 ნაწილი

 

ანტიკრიზისული გეგმის განხორციელების საკითხისათვის

აღნიშნულთან მიმართებით უნდა მოგახსენოთ შემდეგი:

დღეისათვის მოქმედი კანონმდებლობით

დადგენილი წესის მიხედვით:

 

1. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-2 მუხლში - „ტერმინთა განმარტებაში“ [იხ. აგრეთვე მუხლში 125,13-14 16-17 მოცემული] სხვადასხვა ტიპის არჩევნების ჩამონათვალი, კერძოდ კანონი განმარტავს:

არჩევნებს; მორიგ და რიგგარეშე არჩევნებს; ხელახალ არჩევნებს; მაჟორიტარულ და პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩასატარებულ არჩევნებს:

2020 წ. 31 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების შემთხვევაში, ჩვენი აზრით, უნდა ჩატარდეს - ახალი საპარლამენტო არჩევნები.

 

2. საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის მიხედვით: „...პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება პარლამენტის სრული შემადგენლობის [150 ადგილიდან] უმრავლესობა [ანუ - 76 დეპუტატი].

 

3. პარლამენტის რეგლამენტის 86,1 მუხლის მიხედვით - პარლამენტი, არანაკლებ ერთი მესამედით [30 + 1] ირჩევს დროებით კომისიას...

 

4. რეგლამენტის მუხლის 86,3-4:

„ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე პარლამენტს აცნობებს არჩევნების შედეგებს და პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას გადასცემს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციას (საარჩევნო ოქმებს, მასალებს არჩევნების შედეგების, მათი ჩატარების სისწორის, შემოსული საჩივრების თაობაზე, განცხადებებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების შესახებ და პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის შესახებ).

პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია შეისწავლის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას და შედეგებს მოახსენებს პარლამენტს, რომელიც დადგენილებით ცნობს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილებას პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისიის მიერ წარმოდგენილი ერთიანი სიით“

 

5. აღნიშნული დადგენილება - „...მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის [ანუ 150 ხმის] ერთი მესამედისა [ანუ საჭიროა 51 ხმა]“ [მუხლი 86,3]“;

 

მიხეილ [გელა] სალუაშვილი