Print

ანტიკრიზისული გეგმის მე-3 ნაწილი

ანტიკრიზისული გეგმის მე-3 ნაწილი

 

ანტიკრიზისული გეგმის განხორციელების საკითხისათვის

აღნიშნულთან მიმართებით უნდა მოგახსენოთ შემდეგი:

დღეისათვის მოქმედი კანონმდებლობით

დადგენილი წესის მიხედვით:

 

ახალარჩეული პარლამენტის მიერ 1-ლი სესიის პლენარული სხდომის შემდეგ პროცესები გრძელდება შემდეგნაირად:

 

6. „პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედის [100 წევრის] უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან [როდესაც პარლამენტი - დადგენილებით, ანუ მინიმუმ 51 ხმით ადასტურებს 31 ხმით არჩეული დროებითი სამანდატო კომისიის საქმიანობას]...“ [მუხლი 86,7];

 

ახალარჩეული პარლამენტის მინიმუმ 100 წევრის უფლებამოსილების ცნობამდე, მოქმედი კანონმდებლობით [მინიმუმ 31 და 51 სმით] მიიღება მხოლოდ ორი სახის სამართლებრივი აქტი, კერძოდ;

ა] ახალარჩეული მინიმუმ 76 დეპუტატის მონაწილეობით ჩატარებულ პირველ სხდომაზე, მინიმუმ 31 ხმით ხდება დროებითი სამანდატო კომისიის არჩევა;

ბ] ახალარჩეული პარლამენტის 76 დეპუტატის მიერ ჩატარებულ პირველ სხდომაზე მიიღება დროებითი სამანდატო კომისიის საქმიანობის შემაფასებელი დადგენილება, რომელიც, როგორც ითქვა „..მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედის [51 წევრი]...“ [პარლამენტის რეგლამენტის 86,3 მუხლი].

 

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით არსად არ ფიქსირდება ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო ხმათა რაოდენობა,

შესაბამისად, პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისათვის საჭიროა პარლამენტის მიერ - ახალარჩეული პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედის, ანუ მინიმუმ 100 პირის მიერ გამოხატული თანხმობა...

 

მოქმედი კანონმდებლობით, თუ ახალარჩეულ პარლამენტართა პირველ სხდომას, მიზეზთა გამო, არ ესწრება მინიმუმ 100 წევრი, მაშინ: - „პლენარული სხდომა უნდა შეწყდეს...

პარლამენტის მომდევნო სხდომა გაიმართება მას შემდეგ, როდესაც მოხდება - „პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედამდე შევსება“ [იხ. მუხლი 86,8]“;  

 

ეს უკანასკნელი კი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ - პარლამენტის ახალი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში...

 

მაშასადამე - ახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობა დადგენილია პარლამენტის რეგლამენტით [მუხლი 86,7].

ანუ იგი ტარდება, დღეს მოქმედი კანონის, და არა - ხელისუფლებისა თუ ოპოზიციური სპექტრის მოთხოვნით.