Print

ანტიკრიზისულ გეგმაში გათვალისწინებული ცვლილებათა პაკეტი

ანტიკრიზისულ გეგმაში გათვალისწინებული

ცვლილებათა პაკეტი

 

მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020. 04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. 196-ე მუხლის მე-17 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე „პირველი ქვეპუნქტი“:

„17. 1. - ა: პარლამენტის ახალი არჩევნები ჩატარდეს 2021 წელს;

17.1. - ბ: 2024 წელს ჩასატარებელი საქართველოს პარლამენტის არჩევამდე, პარლამენტის ახალი არჩევნების გზით ფორმირების ერთხელ ან მრავალჯერ ჩატარების შემთხვევაში, შესაბამისი არჩევნები ტარდება და პარლამენტი ფორმირდება, 2021 წლისათვის დანიშნული ახალი არჩევნების ჩატარების შედეგად არჩეული პარლამენტის ფორმირებისათვის განსაზღვრული ამ კანონით დადგენილი წესით“;

 

2. 196-ე მუხლის მე-17 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე „მეორე ქვეპუნქტი“:

„17. 2. 2021 წლის ახალი არჩევნებიდან ათვლით, 2024 წლამდე საქართველოს პარლამენტის ახალი არჩევნების ერთხელ ან მრავალ-ჯერ ჩატარების შემთხვევაში ბოლო ახალი არჩევნების მომდევნო მორიგი არჩევნები ტარდება 2024 წლის 26 ოქტომბერს, ხოლო ბოლო ახალ არჩევნებში არჩეულ პარლამენტს უფლებამოსილება უწყდება ახალარჩეული პარლამენტის მიერ პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან“;

 

3. 196-ე მუხლის მე-17 პუნქტს უნდა დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე „მესამე ქვეპუნქტი“:

„17.3. - ა: 2021 წლის ახალი არჩევნების გასამართად განკუთ-ვნილი სამივე დონის [საუბნო, საოლქო და ცენტრალური] საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდეს, 2020 წ. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, 0,5%-ის ტოლფასი ხმების ოდენობის მომპოვებელი საარ-ჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენელთაგან.

17.3. - ბ: ყველა დონის საარჩევნო კომისია დაკომპლექტდეს,

არჩევნებში მოპოვებული ხმების ოდენობის მიხედვით, 1-11 ადგილზე გასული საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთაგან.

17.3. - გ: ამ კანონის 17.3. ა: 17.3. ბ ქვეპუნქტით დადგენილი წესის მიხედვით დაკომპლექტებული ცესკოს მიერ, საქართველოს ცენტრა-ლური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ აირჩეს - 2020 წ. 31 საპა-რლამენტო არჩევნებში საუკეთესი შედეგის მქონე 1-ლი ხუთი საარჩევ-ნო სუბიექტის მიერ წარმოდგენილი თითო კანდიდატიდან ერთ-ერთი.

17.3. დ: ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს არჩევით თანამდებობაზე გამიზნულ პირთა არჩევა მოხდეს 11 წევრისაგან დაკომპლექტებული კომისიის წევრთა ურავლესობის მიერ;

17. 3. ე: 2021 წლის ახალი არჩევნების გასამართად განკუთვნილი სამივე დონის [საუბნო, საოლქო და ცენტრალური] საარჩევნო კომისიების ყველა არჩევითი თანამდებობა დაკომპლექტდეს, ამ მიზნით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე, ამ კანონის 196-ე მუხლის, მე-17 პუნქტის მე-3 ქვეპუნქტში გაწერილი საარჩევნო კომისიების წარმომად-გენელთაგან“;

17. 3. ზ: 2021 წლის ახალ არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს 2020 წ. 31 ოქტომბრის მორიგ საპარლამენტო არჩევნებში მონა-წილე ყველა პარტიასა თუ საარჩევნო ბლოკს. ამასთან, 2021 წ. ახალ არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების პარტიული სიები უცვლელად უნდა დარჩეს, და მათში ცვლილების შეტანა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონით დადგენილი საერთო წესით“.

 

4. 196-ე მუხლის მე-17 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე „მეოთხე ქვეპუნქტი“:

„17. 4. 2021 წლის ახალი არჩევნების გასამართად განკუთვნილი [საუბნო და საოლქო] საარჩევნო კომისიების ყველა არჩევითი თანამდებობა დაკომპლექტდეს, ამ მიზნით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე, ამ კანონის 196-ე მუხლის, მე-17 პუნქტის მე-3 ქვეპუნქტში გაწერილი საარჩევნო კომისიების წარმომადგენელთაგან, კომისიის წევრთა ურავლესობის მიერ“;

 

5. 196-ე მუხლის მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„18. 2021 წლის ახალი არჩევნების გზით არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან 2024 წელს გასამართი არჩევნების დანიშვნის დღემდე პარლამენტის ახალი არჩევნები ჩატარდეს პარლამენტის 2021 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე მოქმედი ამ კანონის რედაქციით.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

მიხეილ [გელა] სალუაშვილი