Print

ანტიკრიზისული გეგმის საბოლოო ვარიანტი

ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის

იურიდიული ასპექტები.

2020 წ. 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების გაყალბების მასშტაბიდან, მომდინარე, ე.წ. ოპოზიციური სპექტრი, შექმნილი მდგომარეობიდან გამოსვლის იურიდიული მექანიზმის ძიებაშია ჩართული.

„ქართული ოცნების“ გარდა, არჩევნებში მონაწილე ყველა პარტია თანხმდება, რომ საჭიროა - ახალი არჩევნების ჩატარება, თუმცა, ხელისუფლებასთან დიალოგში მყოფი პოლიტიკური სპექტრი, მიზეზთა გამო, დღემდე ვერ ახერხებს აღნიშნული თემატიკის მოგვარების კანონისმიერი ასპექტების მოძიებას.

 

საკანონმდებლო წინადადების

წარდგენის საკითხისათვის

პრობლემის მოგვარების მიზნით, „ზვიადის გზის...“ მიერ შემუშავებულ იქნა სპეციალური „ანტიკრიზისულ გეგმა“.

ზემოთქმულიდან გამომდინარე ჩვენს მიერ, ა.წ. 6 ნოემბერს პარლამენტს წარედგინა მორიგი საკანონმდებლო წინადადება [წერ. ჩაბ. N 1-15109/20; 06.11.2020], რომელშიც დეტალურადაა წარმოდგენილი პოლიტიკური კრიზისული მდგომარეობის დასარეგულირებლად საჭირო გეგმა.

 

მმართველ ძალასა და ოპოზიციურ სპექტრს შორის

გასამართი მოლაპარაკების საკითხისათვის

ა.წ. 7 ნოემბერს გამართულ „ლასკარის“ სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება „ანტიკრიზისული გეგმის“ ცალკეული დეტალები მიგვეწოდებინა ქვეყნის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისათვის.

 

შეხვედრების სათანადო დონეზე წარმართვის მიზნით ჩვენს მიერ შემუშავებული იქნა ორნაწილიანი კრებული. ამათგან პირველში აისახა დღევანდელი კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები;

ხოლო მე-2 ნაწილი დაეთმო ჩვენს მიერ შემუშავებულ ანტიკრიზისული გეგმის საკითხებს.

 

ანტიკრიზისული გეგმის განხორციელების საკითხისათვის

აღნიშნულთან მიმართებით უნდა მოგახსენოთ შემდეგი:

დღეისათვის მოქმედი კანონმდებლობით

დადგენილი წესის მიხედვით:

 

1. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-2 მუხლში - „ტერმინთა განმარტებაში“ [იხ. აგრეთვე და მუხლში 125,13-14 16-17 მოცემული] სხვადასხვა ტიპი არჩევნების ჩამონათვალი, კერძოდ კანონი განმარტავს:

არჩევნებს; მორიგ და რიგგარეშე არჩევნებს; ხელახალ არჩევნებს; მაჟორიტარულ და პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩასატარებულ არჩევნებს:

2020 წ. 31 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების შემთხვევაში, ჩვენი აზრით, უნდა ჩატარდეს - ახალი საპარლამენტო არჩევნები.

 

2. საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის მიხედვით: „...პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება პარლამენტის სრული შემადგენლობის [150 ადგილიდან] უმრავლესობა [ანუ - 76 დეპუტატი].

 

3. პარლამენტის რეგლამენტის 86,1 მუხლის მიხედვით - პარლამენტი, არანაკლებ ერთი მესამედით [30 + 1] ირჩევს დროებით კომისიას...

 

4. რეგლამენტის მუხლის 86,3-4:

„ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე პარლამენტს აცნობებს არჩევნების შედეგებს და პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას გადასცემს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციას (საარჩევნო ოქმებს, მასალებს არჩევნების შედეგების, მათი ჩატარების სისწორის, შემოსული საჩივრების თაობაზე, განცხადებებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების შესახებ და პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის შესახებ).

პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია შეისწავლის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას და შედეგებს მოახსენებს პარლამენტს, რომელიც დადგენილებით ცნობს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილებას პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისიის მიერ წარმოდგენილი ერთიანი სიით“

 

5. აღნიშნული დადგენილება - „...მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის [ანუ 150 ხმის] ერთი მესამედისა [ანუ საჭიროა 51 ხმა]“ [მუხლი 86,3]“;

 

6. „პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედის [100 წევრის] უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან [როდესაც პარლამენტი - დადგენილებით, ანუ მინიმუმ 51 ხმით ადასტურებს 31 ხმით არჩეული დროებითი სამანდატო კომისიის საქმიანობას]...“ [მუხლი 86,7];

 

ახალარჩეული პარლამენტის მინიმუმ 100 წევრის უფლებამოსილების ცნობამდე, მოქმედი კანონმდებლობით [მინიმუმ 31 და 51 სმით] მიიღება მხოლოდ ორი სახის სამართლებრივი აქტი, კერძოდ;

ა] ახალარჩეული მინიმუმ 76 დეპუტატის მონაწილეობით ჩატარებულ პირველ სხდომაზე, მინიმუმ 31 ხმით ხდება დროებითი სამანდატო კომისიის არჩევა;

ბ] ახალარჩეული პარლამენტის 76 დეპუტატის მიერ ჩატარებულ პირველ სხდომაზე მიიღება დროებითი სამანდატო კომისიის საქმიანობის შემაფასებელი დადგენილება, რომელიც, როგორც ითქვა „..მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედის [51 წევრი]...“ [პარლამენტის რეგლამენტის 86,3 მუხლი].

 

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით არსად არ ფიქსირდება ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო ხმათა რაოდენობა,

შესაბამისად, პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისათვის საჭიროა პარლამენტის მიერ - ახალარჩეული პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედის, ანუ მინიმუმ 100 პირის მიერ გამოხატული თანხმობა...

 

მოქმედი კანონმდებლობით, თუ ახალარჩეულ პარლამენტართა პირველ სხდომას, მიზეზთა გამო, არ ესწრება მინიმუმ 100 წევრი, მაშინ: - „პლენარული სხდომა უნდა შეწყდეს...

პარლამენტის მომდევნო სხდომა გაიმართება მას შემდეგ, როდესაც მოხდება - „პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედამდე შევსება“ [იხ. მუხლი 86,8]“;  

 

ეს უკანასკნელი კი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ - პარლამენტის ახალი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში...

 

მაშასადამე - ახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობა დადგენილია პარლამენტის რეგლამენტით [მუხლი 86,7].

ანუ იგი ტარდება, დღეს მოქმედი კანონის, და არა - ხელისუფლებისა თუ ოპოზიციური სპექტრის მოთხოვნით.

 

იმ შემთხვევაში თუკი საპარლამენტო მანდატების მომპოვებელი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი ბოლომდე ერთგული დარჩა მათ მიერვე გამოცხადებული ბოიკოტისა, ანუ - „თუ იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო პარლამენტმა, პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედზე ნაკლებია, პარლამენტის პლენარული სხდომა წყდება. ახალარჩეული პარლამენტის მომდევნო სხდომას იწვევს ცესკოს თავმჯდომარე იმ დღიდან 10 დღის განმავლობაში, როდესაც შესაძლებელი გახდება პარლამენტის წინაშე პარლამენტის წევრად არჩეული იმდენი პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხის დასმა, რამდენიც საკმარისია პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედამდე შესავსებად. ამ პირთა უფლებამოსილების ცნობის საკითხი წესრიგდება ამ მუხლით დადგენილი წესით“ [პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 86,8].

ამ უკანასკნელი მოთხოვნის შესასრულებლად საჭირო ხდება ახალი არჩევნების ჩატარება;

ხოლო მოლაპარაკების ე.წ. მესამე რაუნდი უნდა დაეთმოს აქვე წარმოდგენილი დანართით განსაზღვრული საკითხების ბაზაზე.

 

მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020. 04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 196-ე მუხლის მე-17 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე „პირველი ქვეპუნქტი“:

„17. 1. - ა: პარლამენტის ახალი არჩევნები ჩატარდეს 2021 წელს;

17.1. - ბ: 2024 წელს ჩასატარებელი საქართველოს პარლამენტის არჩევამდე, პარლამენტის ახალი არჩევნების გზით ფორმირების ერთხელ ან მრავალჯერ ჩატარების შემთხვევაში, შესაბამისი არჩევნები ტარდება და პარლამენტი ფორმირდება, 2021 წლისათვის დანიშნული ახალი არჩევნების ჩატარების შედეგად არჩეული პარლამენტის ფორმირები-სათვის განსაზღვრული ამ კანონით დადგენილი წესით“;

2. 196-ე მუხლის მე-17 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე „მეორე ქვეპუნქტი“:

„17. 2. 2021 წლის ახალი არჩევნებიდან ათვლით, 2024 წლამდე საქართველოს პარლამენტის ახალი არჩევნების ერთხელ ან მრავალ-ჯერ ჩატარების შემთხვევაში ბოლო ახალი არჩევნების მომდევნო მორიგი არჩევნები ტარდება 2024 წლის 26 ოქტომბერს, ხოლო ბოლო ახალ არჩევნებში არჩეულ პარლამენტს უფლებამოსილება უწყდება ახალარჩეული პარლამენტის მიერ პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან“;

3. 196-ე მუხლის მე-17 პუნქტს უნდა დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე „მესამე ქვეპუნქტი“:

„17.3. - ა: 2021 წლის ახალი არჩევნების გასამართად განკუთ-ვნილი სამივე დონის [საუბნო, საოლქო და ცენტრალური] საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდეს, 2020 წ. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, 0,5%-ის ტოლფასი ხმების ოდენობის მომპოვებელი საარ-ჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენელთაგან.

17.3. - ბ: ყველა დონის საარჩევნო კომისია დაკომპლექტდეს,

არჩევნებში მოპოვებული ხმების ოდენობის მიხედვით, 1-11 ადგილზე გასული საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთაგან.

17.3. - გ: ამ კანონის 17.3. ა: 17.3. ბ ქვეპუნქტით დადგენილი წესის მიხედვით დაკომპლექტებული ცესკოს მიერ, საქართველოს ცენტრა-ლური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ აირჩეს - 2020 წ. 31 საპა-რლამენტო არჩევნებში საუკეთესი შედეგის მქონე 1-ლი ხუთი საარჩევ-ნო სუბიექტის მიერ წარმოდგენილი თითო კანდიდატიდან ერთ-ერთი.

17.3. დ: ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს არჩევით თანამდებობაზე გამიზნულ პირთა არჩევა მოხდეს 11 წევრისაგან დაკომპლექტებული კომისიის წევრთა ურავლესობის მიერ;

17. 3. ე: 2021 წლის ახალი არჩევნების გასამართად განკუთვნილი სამივე დონის [საუბნო, საოლქო და ცენტრალური] საარჩევნო კომისიების ყველა არჩევითი თანამდებობა დაკომპლექტდეს, ამ მიზნით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე, ამ კანონის 196-ე მუხლის, მე-17 პუნქტის მე-3 ქვეპუნქტში გაწერილი საარჩევნო კომისიების წარმომად-გენელთაგან“;

17. 3. ზ: 2021 წლის ახალ არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს 2020 წ. 31 ოქტომბრის მორიგ საპარლამენტო არჩევნებში მონა-წილე ყველა პარტიასა თუ საარჩევნო ბლოკს. ამასთან, 2021 წ. ახალ არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების პარტიული სიები უცვლელად უნდა დარჩეს, და მათში ცვლილების შეტანა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონით დადგენილი საერთო წესით“.

4. 196-ე მუხლის მე-17 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე „მეოთხე ქვეპუნქტი“:

„17. 4. 2021 წლის ახალი არჩევნების გასამართად განკუთვნილი [საუბნო და საოლქო] საარჩევნო კომისიების ყველა არჩევითი თანამდებობა დაკომპლექტდეს, ამ მიზნით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე, ამ კანონის 196-ე მუხლის, მე-17 პუნქტის მე-3 ქვეპუნქტში გაწერილი საარჩევნო კომისიების წარმომადგენელთაგან, კომისიის წევრთა ურავლესობის მიერ“;  

5. 196-ე მუხლის მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„18. 2021 წლის ახალი არჩევნების გზით არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან 2024 წელს გასამართი არჩევნების დანიშვნის დღემდე პარლამენტის ახალი არჩევნები ჩატარდეს პარლამენტის 2021 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე მოქმედი ამ კანონის რედაქციით.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.