Print

ანტიკრიზისული გეგმის 1-ლი ნაკვეთი

ანტიკრიზისული გეგმის პროექტის მეორე შემადგენელი

 

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილების საკითხისათვის

ჩვენის აზრით, შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის მიზნით ქვეყნის მმართველ ძალასთან გასამართი დიალოგი უნდა წარიმართოს წინამდებარე გეგმის საფუძველზე, რომლის საბოლოო შედეგების ამსახველი ცვლილებათა პაკეტი უნდა დაფიქსირდეს საქართველოს საარჩევნო კოდექსში.

 

ჩვენს მიერ შემუშავებული წინამდებარე ანტიკრიზისული გეგმის მეორე შემადგენელი ითვალისწინებს ცესკოს დაკომპლექტების ახლებული წესის მიღება, რომლის მთავარი არსი მდგომარეობს შემდეგში:

 

საპარლამენტო ოპოზიციის მიერ სახელისუფლო ძალისადმი წარდგენილი ანტიკრიზისული გეგმისაგან გასხვავებით, კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის ჩვენეული მექანიზმი ითვალისწინებს - საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 196-ე 203-ე მუხლებში შემდეგი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.

 

მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020. 04.001.016032) შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. 196-ე მუხლის მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„196,17. 2024 წლამდე საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ერთხელ ან მრავალჯერ ჩატარების შემთხვევაში შესაბამისი არჩევნები ტარდება და პარლამენტი ფორმირდება ამ მუხლითა და 2032 მუხლით დადგენილი წესით. 2024 წელს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები არ ტარდება. 2024 წლამდე საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ერთხელ ან მრავალჯერ ჩატარების შემთხვევაში ბოლო რიგგარეშე არჩევნების მომდევნო მორიგი არჩევნები ტარდება 2024 წლის 26 ოქტომბერს, ხოლო ბოლო რიგგარეშე არჩევნებში არჩეულ პარლამენტს უფლებამოსილება უწყდება ახალარჩეული პარლამენტის მიერ პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან“;

 

2. 196-ე მუხლის მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„196,18. საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან საქართველოს პარლამენტის მომდევნო პროპორციული საარჩევნო სისტემით გასამართი არჩევნების დანიშვნის დღემდე პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე მოქმედი ამ კანონისა და 2032 მუხლით განსაზღვრული რედაქციით“;

 

3. 203-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე 2032-ე მუხლი.

„2032-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე 2032,1 მუხლი:

„2032,1 პარლამენტის ახალი არჩევნები ჩატარდეს 2021 წელს“

 

4. 2032-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე 2032,2 მუხლი:

„2032.2 2021 წლის ახალი არჩევნების გასამართად განკუთვნილი სამივე დონის [საუბნო, საოლქო და ცენტრალური] საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდეს, 2020 წ. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, 0,5%-ის ტოლფასი ხმების ოდენობის მომპოვებელი საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენელთაგან.

 

5. 2032-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე 2032,3 მუხლი:

2032,3 ყველა დონის საარჩევნო კომისია დაკომპლექტდეს, არჩევნებში მოპოვებული ხმების ოდენობის მიხედვით, 1-11 ადგილზე გასული საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთაგან.

 

6. 2032-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე 2032,4 მუხლი:

2036,4 ამ კანონის 2032,4 და 2032,5 ქვეპუნქტით დადგენილი წესის მიხედვით დაკომპლექტებული ცესკოს მიერ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ აირჩეს - 2020 წ. 31 საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესი შედეგის მქონე 1-ლი ხუთი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარმოდგენილი თითო კანდიდატიდან ერთ-ერთი.

 

7. 2032-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე 2032,5 მუხლი:

2032,7 ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს არჩევით თანამდებობაზე გამიზნულ პირთა არჩევა მოხდეს 11 წევრისაგან დაკომპლექტებული კომისიის წევრთა ურავლესობის მიერ;

 

8. 2032-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე 2032,6 მუხლი:

2032,6 2021 წლის ახალი არჩევნების გასამართად განკუთვნილი სამივე დონის [საუბნო, საოლქო და ცენტრალური] საარჩევნო კომისიების ყველა არჩევითი თანამდებობა დაკომპლექტდეს, ამ მიზნით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე, ამ კანონის 2032,3 მუხლში გაწერილი საარჩევნო კომისიების წარმომადგენელთაგან“;

 

9. 2032-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე 2032,7 მუხლი:

2032,7 2021 წლის ახალ არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს 2020 წ. 31 ოქტომბრის მორიგ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიასა თუ საარჩევნო ბლოკს. ამასთან, 2021 წ. ახალ არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების პარტიული სიები უცვლელად უნდა დარჩეს, და მათში ცვლილების შეტანა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონით დადგენილი საერთო წესით“.

 

10. 2032-ე დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე 2032,8 მუხლი:

„2032,8 2021 წლის ახალი არჩევნების გასამართად განკუთვნილი [საუბნო და საოლქო] საარჩევნო კომისიების ყველა არჩევითი თანამდებობა დაკომპლექტდეს, ამ მიზნით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე, ამ კანონის 2032,7 მუხლში გაწერილი საარჩევნო კომისიების წარმომადგენელთაგან, კომისიის წევრთა ურავლესობის მიერ“;  

 

11. 2032-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე 2032,9 მუხლი:

„2032,9 2021 წლის ახალი არჩევნების გზით არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან 2024 წელს გასამართი არჩევნების დანიშვნის დღემდე პარლამენტის ახალი არჩევნები ჩატარდეს პარლამენტის 2021 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე მოქმედი ამ კანონის რედაქციით.