Print

8 შეგონება - "ქართულ ოცნებას"

ს/გ „ზვიადის გზის...“ თავმჯდომარის

მიხეილ [გელა] სალუაშვილის

 

ღია მიართვა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“

სახელისუფლო გუნდს

 

2020 წ. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, გვინდა შეგახსენოთ, 2020 წ. 11 დეკემბერს დანიშნულ, ახლადარჩეული პარლამენტის პირველ სხდომასთან მიმართებით დღეს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები:

 

შეგონება 1-ლი: იმედია გახსოვთ, რომ

„საქართველოს კონსტიტუციის“ 37,2-ე მუხლის თანახმად - „... პარლამენტი შედგება საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით ერთიან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პროპორციული სისტემით არჩეული 150 პარლამენტის წევრისაგან“;

 

შეგონება მე-2: იმედია გახსოვთ, რომ

დღეისათვის მოქმედი „საქართველოს კონსტიტუციის“ 38-ე მუხლისა, და პარლამენტის რეგლამენტის 85-ე მუხლის - „ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრების“ თანახმად:

„... ახალარჩეული პარლამენტი, პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ მას ესწრება (რეგისტრაცია გაიარა) ახალარჩეული პარლამენტის სრული შემადგენლობის [150 წევრი] უმრავლესობა [76 წევრი].

ამასთან, მათ რეგისტრაციას - ცესკოს მიერ გაცემული დროებითი მოწმობების საფუძველზე ახორციელებს პარლამენტის აპარატი.

ხოლო, სხდომაზე დასწრებას პარლამენტის წევრები სარეგისტრაციო ფურცელზე ხელის მოწერით ადასტურებენ“;

 

შეგონება მე-3: იმედია გახსოვთ, რომ

2020 წ. 11 დეკემბერს, პარლამენტის დროებითი მოწმობების საფუძველზე შეკრებილი წევრები, არანაკლებ ერთი მეხუთედის მიხედვით [30 + 1] ვალდებულნი ხართ აირჩიოთ დროებითი სამანდატო კომისია;

 

შეგონება მე-4: იმედია გახსოვთ, რომ

ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარემ უნდა წარმოგიდგინოთ: არჩევნების შედეგები და პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას გადასცეს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაცია

(საარჩევნო ოქმებს, მასალებს არჩევნების შედეგების, მათი ჩატარების სისწორის, შემოსული საჩივრების თაობაზე, განცხადებებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების შესახებ და  პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის შესახებ)

[იხ.„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 86,3-ე მუხლი]“; .

 

შეგონება მე-5: იმედია გახსოვთ, რომ

პარლამენტის დროებითმა სამანდატო კომისიამ უნდა შეისწავლის რეგლამენტის 86,3 მუხლით გათვალისწინებით, ცესკოს თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და შედეგები მოახსენოს პარლამენტს...

ეს უკანასკნელი, ამ მასალების კანონთან თავსებადობაში დარწმუნების შემდეგ, დადგენილებით [51 ხმით] ცნობს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილებას პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისიის მიერ წარმოდგენილი ერთიანი სიით.

[იხ.„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 86,4-ე მუხლი]“;

 

შეგონება მე-6: იმედია გახსოვთ, რომ

პარლამენტის რეგლამენტის 130-ე მუხლით განსაზღვრული დადგენილების მისაღებად

„1. პარლამენტის დადგენილების პროექტი პარლამენტს წარედგინება და განიხილება კანონპროექტის პარლამენტისათვის წარდგენისა და კომიტეტის მიერ განხილვისათვის რეგლამენტით დადგენილი წესით.

2. პარლამენტის დადგენილების პროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება ერთი მოსმენით, კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის რეგლამენტით დადგენილი წესით.

3. პარლამენტის დადგენილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა [50+1 ხმა], თუ საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. პარლამენტის დადგენილების მიღების თარიღად ითვლება პარლამენტის მიერ მისი საბოლოო რედაქციით მიღების დღე“.

 

შეგონება მე-7: იმედია გახსოვთ, რომ

დროებითი მანდატებით აღჭურვილ ახალარჩეული პარლამენტის წევრებს, უფლებამოსილების ცნობამდე, მხოლოდ ორი დოკუმენტის მიღება შეგიძლიათ... კერძოდ

ა] მინიმუმ 31-ი ხმით აირჩიოთ - დროებითი სამანდატო კომისია; და

ბ] მინიმუმ 51-ი ხმით მიიღოთ - დროებითი სამანდატო კომისიის საქმიანობის შეფასების დადგენილება.

 

შეგონება მე-8: იმედია გახსოვთ, რომ

პარლამენტის რეგლამენტის 86,7 მუხლის მიხედვით, პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისათვის საჭიროა - დროებითი მანდატებით აღჭურვილი ახალარჩეული პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედის, ანუ მინიმუმ 100 პირის მიერ გამოხატული თანხმობა...

ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს...

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე იმედს ვიტოვებთ, რომ 2020 წ. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, 2020 წ. 11 დეკემბერს შეკრებილი წევრების მონაწილეთა ქმედება სწორედ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით იქნება წარმართული.

 

ღმერთმა მოქცეთ მართებული გადაწყვეტილების მიღების უნარი.

ქრისტესმიერი პატივისცემით

 

ს/გ „ზვიადის გზის...“ თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

2020 წ. 10 დეკემბერი

წერ. ჩაბ. N1-98/20