Print

ძალაუფლების მიმთვისებელ "ქართული ოცნების" საპარლამენტო დეპუტაციას

N43-ე ს/გ „ზვიადის გზის...“

 

ღია მიართვა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“

სახელისუფლო გუნდს

 

2020 წ. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, გვინდა შეგახსენოთ შემდეგი:

 

1. საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლისა [და პარლამენტის რეგლამენტის 86,7 მუხლის მიხედვით]. „...პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება პარლამენტის სრული შემადგენლობის [ანუ - 150 წევრიდან] უმრავლესობა [ანუ 76 წევრი].

პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის [ანუ - 100 წევრის] უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს“.

 

კომენტარი:

ვინაიდან, 2020 წ. 11 დეკემბერს გამართულ სხდომაში მონაწილეობა მიიღო - 88 ახლადარჩეულმა წევრმა, ანუ დეპუტატთა უფლებამოსილების ცნობის პროცედურა, ნაცვლად მინიმუმ 100 წევრისა, მოხდა - 88 წევრის მიერ;

შესაბამისად, თქვენს მიერ, თქვენი უფლებამოსილების ცნობა წინააღმდეგობაში მოდის მოქმედ კანონმდებლობასთან და იგი - გაუქმებულად უნდა გამოცხადდეს.

 

2. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით:

„...თუ იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო პარლამენტმა, პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედზე ნაკლებია, პარლამენტის პლენარული სხდომა წყდება...“ [იხ. 86,8 მუხლი];

 

„ახალარჩეული პარლამენტის მომდევნო სხდომას იწვევს ცესკოს თავმჯდომარე იმ დღიდან 10 დღის განმავლობაში,

როდესაც შესაძლებელი გახდება პარლამენტის წინაშე პარლამენტის წევრად არჩეული იმდენი [ანუ - 100] პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხის დასმა, რამდენიც საკმარისია პარლამენტის სრული შემადგენლობის მინიმუმ ორ მესამედამდე შესავსებად...“ [იხ.86,9 მუხლი].

 

კომენტარი:

მაშასადამე, ახლადარჩეული პარლამენტი წევრთა მიერ 2020 წ. 11 დეკემბრის სხდომა შეწყვეტილად უნდა გამოცხადდეს; ხოლო

პარლამენტის მომდევნო სხდომა უნდა გაიმართოს მას შემდეგ, როდესაც მოხდება - „პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედამდე შევსება“.

ეს უკანასკნელი კი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ - პარლამენტის ახალი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში.

მაშასადამე - ახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობა დადგენილია პარლამენტის რეგლამენტით [მუხლი 86,7].

ანუ იგი ტარდება, დღეს მოქმედი კანონის, და არა - ხელისუფლებისა თუ ოპოზიციური სპექტრის მოთხოვნით.

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე 2020 წ. 11 დეკემბრის შეკრებაში მონაწილეებს, მოგიწოდებთ უარი თქვით ხელისუფლების უზუპაციაზე, და თქვენი საქმიანობა წარმართეთ მოქმედი კანონის მოთხოვნებზე დაყრდნობით.

 

N43-ე ს/გ „ზვიადის გზის...“ თავმჯდომარე მიხეილ [გელა] სალუაშვილი

2020 წ. 11 დეკემბერი

წერ. ჩაბ N1-99/20