Print

21 დეკემბრის ღია მიმართვა საპარლამენტო ოპოზიციას

2020 წ. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არ ჩევნებში მონაწილე

საპარლამენტო მანდატების მომპოვებელ

საპარლამენტო ოპოზიციას!

 

ამავე არჩევნებში

საპარლამენტო მანდატების მოსაპოვებლად

საჭირო ხმების გარეშე დარჩენილი

არასაპარლამენტო პარტიების სახელით

N43-ე საარჩევნო გაერთიანების

„ზვიადის გზის...“

 

ღია მიართვა

ქვეყანაში შექმნილ კრიზისულ მდგომარეობასთან დაკავშირებით

 

ვაცნობიერებთ რა წლევანდელი საპარლამენტო არჩევნების გაყალბებით გამოწვეული კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის აუცილებლობას, წარმოგიდგენთ, ჩვენს მიერ შემუშავებული დაძაბული პოლიტიკური კრიზისული მდგომარეობის განმუხტვისათვის გამიზნულ - ორნაწილიან „ანტიკრიზისულ გეგმას“. რომლის

 

პირველი ნაწილში განხილულია:

- „შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის კანონით განსაზღვრული საკითხები“; ხოლო

 

მეორე ნაწილში წარმოდგენილია:

- საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების ახლებული მექანიზმი, რომელშიც ასახულია„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილების საკითხები“

 

შესაბამისად, მოგმართავთ წინადადებით: მოლაპარაკებათა პროცესის წარმართვის დღის წესრიგში გაითვალისწინოთ, ჩვენს მიერ შემუშავებული „ანტიკრიზისული გეგმა“. რომლის პირველი ნაწილის 1-ელ პუნქტში ვკითხულობთ:

„საქართველოს კონსტიტუციის“ 38-ე მუხლისა,

და

პარლამენტის რეგლამენტის 85-ე მუხლის თანახმად:

 

„... ახალარჩეული პარლამენტი, პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ მას ესწრება (რეგისტრაცია გაიარა) ახალარჩეული პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა [76 ხმა].

 

ამასთან, მათ რეგისტრაციას - ცესკოს მიერ გაცემული დროებითი მოწმობების საფუძველზე ახორციელებს პარლამენტის აპარატი.

 

ხოლო, სხდომაზე დასწრებას, პარლამენტის წევრები სარეგისტრაციო ფურცელზე ხელის მოწერით ადასტურებენ“;

 

მე-2 პუნქტი

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 86-ე მუხლის თანახმად - დროებითი მანდატებით აღჭურვილი ახალარჩეული პარლამენტარები, უფლებამოსილების ცნობამდე, იღებენ მხოლოდ ორ დოკუმენტს, კერძოდ

- მინიმუმ 31-ი ხმით ირჩევენ დროებით სამანდატო კომისიას;

და

- მინიმუმ 51-ი ხმით იღებენ - დროებითი სამანდატო კომისიის საქმიანობის შეფასების დადგენილებას.

მე-3 პუნქტი

პარლამენტის რეგლამენტის 86,7 მუხლის მიხედვით:

პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან.

ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს“.

 

მე-4 პუნქტი

4. პარლამენტის რეგლამენტის 86 მუხლის მე-8 და მე- 9 მუხლებში, :ქვეყანაში, შესაძლო კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგი მექანიზმია მოცემული:

 

1-ლი: „თუ იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო პარლამენტმა, პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედზე ნაკლებია, პარლამენტის პლენარული სხდომა წყდება...“ [იხ. 86,8 მუხლი];

და

მე-2: „ახალარჩეული პარლამენტის მომდევნო სხდომას იწვევს ცესკოს თავმჯდომარე იმ დღიდან 10 დღის განმავლობაში,

როდესაც შესაძლებელი გახდება პარლამენტის წინაშე პარლამენტის წევრად არჩეული იმდენი პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხის დასმა, რამდენიც საკმარისია პარლამენტის სრული შემადგენლობის მინიმუმ ორ მესამედამდე შესავსებად...“ [იხ.86,9 მუხლი]

 

დასკვნის მაგიერ შეიძლება ითქვას, რომ

კანონის მიხედვით - პარლამენტის მომდევნო სხდომა შეიძლება გაიმართოს მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მოხდება - „პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედამდე შევსება“.

 

ეს უკანასკნელი კი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ - პარლამენტის ახალი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში.

 

მაშასადამე - ახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობა დადგენილია პარლამენტის რეგლამენტის - 86-6 მუხლის: მე- 7; მე-8 და მე-9 პუნქტების შესაბამოსად;

 

ანუ იგი უნდა ჩატარდეს - დღეს მოქმედი კანონით დადგენილი წესის გამო,

და არა -

ხელისუფლებისა თუ ოპოზიციური სპექტრის მოთხოვნით.

 

 

წარმოდგენილი - „ანტიკრიზისული გეგმის“

მე-2 ნაწილი“

„საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების ახლებული მექანიზმი“

 

ითვალისწინებს - „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შემდეგ საკანონმდებლო ცვლილებათა განხორციელებას:

 

1. საქართველოს პარლამენტის ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს 2021 წლის გაზაფხულზე“

 

2. 2021 წლის ახალი არჩევნების გასამართად განკუთვნილი სამივე დონის

[საუბნო, საოლქო და ცენტრალური]

საარჩევნო კომისიები უნდა დაკომპლექტდეს, 2020 წ. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, ნახევარი პროცენტის ტოლფასი ხმების ოდენობის მომპოვებელი თერთმეტი საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენელთაგან.

 

3. ამ კანონით დადგენილი წესის მიხედვით დაკომპლექტებული ცესკოს მიერ:

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ უნდა აირჩეს - 2020 წ. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესი შედეგის მქონე“ 1-ლი ხუთი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარმოდგენილი თითო კანდიდატიდან ერთ-ერთი.

 

4. ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს არჩევით თანამდებობაზე გამიზნულ პირთა, აგრეთვე - საარჩევნო კომისიების ყველა არჩევითი თანამდებობა დაკომპლექტდეს, კომისიის 11 წევრის ურავლესობის მიერ;

 

5. 2021 წლის ახალ არჩევნებში მონაწილეობის უფლება უნდა მიეცეს 2020 წ. 31 ოქტომბრის მორიგ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიასა თუ საარჩევნო ბლოკს.

 

მინაწერი:

წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმის სრული ვარიანტი შეგიძლიათ იხილოთ

http://www.ufali.ge/index.php/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/1968-21-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%99%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A6%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%9D-%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%96%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1

 

პატივისცემით

 

N43-ე ს/გ „ზვიადის გზის...

თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

21 დეკემბერი, 2020 წ.