Print

არასაპარლამენტო ოპოზიციას - 21. 12. 2020 წ.

2020 წ. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არ ჩევნებში მონაწილე,

საპარლამენტო მანდატების მოსაპოვებლად

საჭირო ხმების გარეშე დარჩენილ

არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებს!

 

N43=ე საარჩევნო გაერთიანების „ზვიადის გზის...“

სახელით

 

ღია მიართვა

ქვეყანაში შექმნილ კრიზისულ მდგომარეობასთან დაკავშირებით

 

საპარლამენტო არჩევნების გაყალბებით გამოწვეული კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის მიზნით განსახილველად გთავაზობთ ჩვენს მიერ შემუშავებულ - ორნაწილიან „ანტიკრიზისულ გეგმას“. რომლის

 

პირველი ნაწილში განხილულია:

- „შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის კანონით განსაზღვრული საკითხები“ [შედგება - 6 პუნქტისაგან]; ხოლო

 

მეორე ნაწილში წარმოდგენილია:

- საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების ახლებული მექანიზმი, რომელშიც ასახულია„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილების საკითხები“ [შედგება - 11 ნაწილისაგან].

 

აღნიშნული შემოთავაზების წარმოდგენით გთავაზობთ გაეცნოთ მას და მოგვაწოდოთ თქვენეული წინადადებები, რათა შევძლოთ მისი საბოლოო გამართული ვარიანტის მიწოდება პოლიტიკურ მოლაპარაკებათა პროცესში მონაწილე პოლიტიკურ ძალებს.

 

დანართი:

1-ლი ნაწილი

„ანტიკრიზისული გეგმის“ პირველი ნაწილი - „შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის კანონით განსაზღვრული საკითხები“ – 2 გვ.

 

1. დღეისათვის მოქმედი „საქართველოს კონსტიტუციის“ 38-ე მუხლისა, და პარლამენტის რეგლამენტის 85-ე მუხლის - „ახალარჩეული  პარლამენტის  პირველი  შეკრების“ თანახმად:

„... ახალარჩეული პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ მას ესწრება (რეგისტრაცია გაიარა) ახალარჩეული პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა [76 ხმა].

ამასთან, მათ რეგისტრაციას - ცესკოს მიერ გაცემული დროებითი მოწმობების საფუძველზე ახორციელებს პარლამენტის აპარატი.

ხოლო, სხდომაზე დასწრებას პარლამენტის წევრები სარეგისტრაციო ფურცელზე ხელის მოწერით ადასტურებენ“;

 

2. „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 86-ე მუხლის თანახმად - დროებითი მანდატებით აღჭურვილი ახალარჩეული პარლამენტარები, უფლებამოსილების ცნობამდე, იღებენ ორ დოკუმენტს, კერძოდ

ა] მინიმუმ 31-ი ხმით ირჩევენ დროებით სამანდატო კომისიას; და

ბ] მინიმუმ 51-ი ხმით იღებენ - დროებითი სამანდატო კომისიის საქმიანობის შეფასების დადგენილებას.

 

3. პარლამენტის რეგლამენტის 86,7 მუხლის მიხედვით:

პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს“.


4. პარლამენტის რეგლამენტის 86,8-9 მუხლებში, :ქვეყანაში შექმნილი შესაძლო კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგი მექანიზმია მოცემული:

4. ა. - „თუ იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო პარლამენტმა, პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედზე ნაკლებია, პარლამენტის პლენარული სხდომა წყდება...“ [იხ. 86,8 მუხლი];

4. ბ. - „ახალარჩეული პარლამენტის მომდევნო სხდომას იწვევს ცესკოს თავმჯდომარე იმ დღიდან 10 დღის განმავლობაში,

როდესაც შესაძლებელი გახდება პარლამენტის წინაშე პარლამენტის წევრად არჩეული იმდენი [ანუ - 100] პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხის დასმა, რამდენიც საკმარისია პარლამენტის სრული შემადგენლობის მინიმუმ ორ მესამედამდე შესავსებად...“ [იხ.86,9 მუხლი]

 

5. მაშასადამე, პარლამენტის მომდევნო სხდომა გაიმართება მას შემდეგ, როდესაც მოხდება - „პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედამდე შევსება“.

ეს უკანასკნელი კი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ - პარლამენტის ახალი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში.

მაშასადამე - ახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობა დადგენილია პარლამენტის რეგლამენტით [მუხლი 86,7].

ანუ იგი ტარდება, დღეს მოქმედი კანონის, და არა - ხელისუფლებისა თუ ოპოზიციური სპექტრის მოთხოვნით.

 

6. ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის ასპექტები.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის" მუხლ 2,გ-ვ; და - 125,13-14 16-17 მუხლში წარმოდგენილი არჩევნების სახეების მიხედვით უნდა ჩატარეს - ახალი საპარლამენტო არჩევნები;

კანონმდებლობაში წარმოდგენილი ვადების პირობითი ჯაჭვის გათვალისწინებით - პარლამენტის ახალი არჩევნები შეიძლება ჩატარდეს, არაუგვიანეს - 2021 წლის გაზაფხულისა.


„ანტიკრიზისული გეგმის“ მე-2 ნაწილი:

საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების ახლებული მექანიზმი

[„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“

შესატანი ცვლილების საკითხები“] – 4 გვ.

 

1. ჩვენს მიერ შემუშავებული წინამდებარე ანტიკრიზისული გეგმის მეორე შემადგენელი ითვალისწინებს ცესკოს დაკომპლექტების ახლებული წესის მიღებას,

რომლის საბოლოო შედეგების ამსახველი ცვლილებათა პაკეტი უნდა დაფიქსირდეს საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“;

 

2. საპარლამენტო ოპოზიციის მიერ სახელისუფლო ძალისადმი წარდგენილი ანტიკრიზისული გეგმისაგან გასხვავებით, კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის ჩვენეული მექანიზმი ითვალისწინებს - საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 196-ე და 203-ე მუხლებში შემდეგი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.

 

მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020. 04.001.016032) შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. 196-ე მუხლის მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„196,17. 2024 წლამდე საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ერთხელ ან მრავალჯერ ჩატარების შემთხვევაში შესაბამისი არჩევნები ტარდება და პარლამენტი ფორმირდება ამ მუხლითა და 2032 მუხლით დადგენილი წესით. 2024 წელს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები არ ტარდება. 2024 წლამდე საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ერთხელ ან მრავალჯერ ჩატარების შემთხვევაში ბოლო რიგგარეშე არჩევნების მომდევნო მორიგი არჩევნები ტარდება 2024 წლის 26 ოქტომბერს, ხოლო ბოლო რიგგარეშე არჩევნებში არჩეულ პარლამენტს უფლებამოსილება უწყდება ახალარჩეული პარლამენტის მიერ პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან“;

 

2. 196-ე მუხლის მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„196,18. საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან საქართველოს პარლამენტის მომდევნო პროპორციული საარჩევნო სისტემით გასამართი არჩევნების დანიშვნის დღემდე პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე მოქმედი ამ კანონისა და 2032 მუხლით განსაზღვრული რედაქციით“;

 

3. 203-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე 2032-ე მუხლი.

 

„2032-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე 2032,1 მუხლი:

„2032,1 პარლამენტის ახალი არჩევნები ჩატარდეს 2021 წელს“

 

4. 2032-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე 2032,2 მუხლი:

„2032.2 2021 წლის ახალი არჩევნების გასამართად განკუთვნილი სამივე დონის [საუბნო, საოლქო და ცენტრალური] საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდეს, 2020 წ. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, 0,5%-ის ტოლფასი ხმების ოდენობის მომპოვებელი საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენელთაგან.

 

5. 2032-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე 2032,3 მუხლი:

2032,3 ყველა დონის საარჩევნო კომისია დაკომპლექტდეს, არჩევნებში მოპოვებული ხმების ოდენობის მიხედვით, 1-11 ადგილზე გასული საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთაგან.

 

6. 2032-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე 2032,4 მუხლი:

2036,4 ამ კანონის 2032,4 და 2032,5 ქვეპუნქტით დადგენილი წესის მიხედვით დაკომპლექტებული ცესკოს მიერ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ აირჩეს - 2020 წ. 31 საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესი შედეგის მქონე 1-ლი ხუთი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარმოდგენილი თითო კანდიდატიდან ერთ-ერთი.

 

7. 2032-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე 2032,5 მუხლი:

2032,7 ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს არჩევით თანამდებობაზე გამიზნულ პირთა არჩევა მოხდეს 11 წევრისაგან დაკომპლექტებული კომისიის წევრთა ურავლესობის მიერ;

 

8. 2032-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე 2032,6 მუხლი:

2032,6 2021 წლის ახალი არჩევნების გასამართად განკუთვნილი სამივე დონის [საუბნო, საოლქო და ცენტრალური] საარჩევნო კომისიების ყველა არჩევითი თანამდებობა დაკომპლექტდეს, ამ მიზნით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე, ამ კანონის 2032,3 მუხლში გაწერილი საარჩევნო კომისიების წარმომადგენელთაგან“;

 

9. 2032-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე 2032,7 მუხლი:

2032,7 2021 წლის ახალ არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს 2020 წ. 31 ოქტომბრის მორიგ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიასა თუ საარჩევნო ბლოკს. ამასთან, 2021 წ. ახალ არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების პარტიული სიები უცვლელად უნდა დარჩეს, და მათში ცვლილების შეტანა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონით დადგენილი საერთო წესით“.

 

10. 2032-ე დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე 2032,8 მუხლი:

„2032,8 2021 წლის ახალი არჩევნების გასამართად განკუთვნილი [საუბნო და საოლქო] საარჩევნო კომისიების ყველა არჩევითი თანამდებობა დაკომპლექტდეს, ამ მიზნით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე, ამ კანონის 2032,7 მუხლში გაწერილი საარჩევნო კომისიების წარმომადგენელთაგან, კომისიის წევრთა ურავლესობის მიერ“;  

 

11. 2032-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე 2032,9 მუხლი:

„2032,9 2021 წლის ახალი არჩევნების გზით არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან 2024 წელს გასამართი არჩევნების დანიშვნის დღემდე პარლამენტის ახალი არჩევნები ჩატარდეს პარლამენტის 2021 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე მოქმედი ამ კანონის რედაქციით.

 

პატივისცემით

 

N43-ე ს/გ „ზვიადის გზის...

თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

21 დეკემბერი, 2020 წ.