Print

საპარლამენტო პარტიებს შორის წარსამართი მოლაპარაკების საკითხები

2020 წ. 31 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში

საპარლამენტო მანდატების

მომპოვებელ პოლიტიკურ პარტიებს!

 

ამავე არჩევნებში მონაწილე და

საპარლამენტო მანდატების გარეშე დარჩენილი

არასაპარლამენტო პარტიების სახელით

 

N43-ე საარჩევნო გაერთიანების

„ზვიადის გზის...“ მიერ მომზადებული

 

ღია მიართვა

ქვეყანაში შექმნილ კრიზისულ მდგომარეობასთან დაკავშირებით

 

2020 წ. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომად, ორ პირობით ბანაკად დაყოფილი რეალობიდან გამომდინარე, ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს მოგიწოდებთ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ წარმართული დილოგისას საჭიროა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ და მხოლოდ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები.

 

ზემოთქმულზე დაყრდნობით, ჩვენს მიერ შემუშავებული პროგრამის ბაზაზე, არასაპარლამენტო პარტიების აქტიური ჩართულობით, მომზადებულ იქნა - ორნაწილიანი „ანტიკრიზისული გეგმა“, რომლის

პირველ ნაწილში გადმოცემულია - ახალი არჩევნების ჩასატარებლად კანონმდებლობით განსაზღვრული ასპექტები; ხოლო

მეორე ნაწილში შემუშავებულია - საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების ახლებული მექანიზმი.

 

კერძოდ, დიალოგისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ

„საქართველოს კონსტიტუციის“ 38-ე მუხლისა, და

პარლამენტის რეგლამენტის 85-ე მუხლის თანახმად:

„... ახალარჩეული პარლამენტი, პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ მას ესწრება ახალარჩეული პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა;

 

ამასთან, მათ რეგისტრაციას, ცესკოს მიერ გაცემული დროებითი მოწმობების საფუძველზე, ახორციელებს პარლამენტის აპარატი.

 

ხოლო, სხდომაზე დასწრებას, პარლამენტის წევრები სარეგისტრაციო ფურცელზე ხელის მოწერით ადასტურებენ“;

 

როგოც ვიცით, პარლამენტის რეგლამენტის 86,7 მუხლის მიხედვით:

პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან...“

 

მაგრამ, ვინაიდან, 2020 წ. 11 დეკემბერს გამართულ სხდომაში მონაწილეობა მიიღო - 88 ახლადარჩეულმა წევრმა, ანუ დეპუტატთა უფლებამოსილების ცნობის პროცედურა, ნაცვლად მინიმუმ 100 წევრისა, მოხდა - 88 წევრის მიერ;

შესაბამისად, „ქართული ოცნების“ მიერ, საკუთარი უფლებამოსილების ამდაგვარი წესით ცნობა წინააღმდეგობაში მოდის მოქმედ კანონმდებლობასთან და იგი - გაუქმებულად უნდა გამოცხადდეს.

 

ასეთ შემთხვევაში კანონისმიერი მოთხოვნები ასეა გაწერილი:

 

1] „თუ იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო პარლამენტმა, პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედზე ნაკლებია, პარლამენტის პლენარული სხდომა წყდება...“ [იხ. 86,8 მუხლი]; ხოლო

 

2] „ახალარჩეული პარლამენტის მომდევნო სხდომას იწვევს ცესკოს თავმჯდომარე იმ დღიდან 10 დღის განმავლობაში,

როდესაც შესაძლებელი გახდება

პარლამენტის წინაშე პარლამენტის წევრად არჩეული იმდენი პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხის დასმა,

რამდენიც საკმარისია პარლამენტის სრული შემადგენლობის მინიმუმ ორ მესამედამდე შესავსებად...“ [იხ.86,9 მუხლი]

 

მაშასადამე, მოქმედი კანონმდებლობით, ახლადარჩეული პარლამენტი წევრთა მიერ 2020 წ. 11 დეკემბრის სხდომა:

ერთის მხრივ - შეწყვეტილად უნდა გამოცხადებულიყო [და ეხლაც ასევე უნდა გამოცხადდეს]; ხოლო

მეორეს მხრივ - პარლამენტის მომდევნო სხდომა უნდა გაიმართოს მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მოხდება - „პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედამდე შევსება“.

 

3] ეს უკანასკნელი კი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ - პარლამენტის ახალი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში.

 

მაშასადამე - ახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობა ავტომატურად ემყარება პარლამენტის რეგლამენტის 86 და 86 მუხლებში გაწერილ მოთხოვნებს;

 

ანუ იგი უნდა ჩატარდეს - დღეს მოქმედი კანონით დადგენილი წესის გამო,

და არა -

ხელისუფლებისა თუ ოპოზიციური სპექტრის მოთხოვნით. 

 

შემოთავაზებული - „საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების ახლებული მექანიზმი“ ითვალისწინებს - „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შემდეგ საკანონმდებლო ცვლილებათა განხორციელებას:

 

1] 2021 წლის ახალი არჩევნების გასამართად განკუთვნილი სამივე დონის

[საუბნო, საოლქო და ცენტრალური]

საარჩევნო კომისიები უნდა დაკომპლექტდეს, 2020 წ. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, ნახევარი პროცენტის ტოლფასი ხმების ოდენობის მომპოვებელი [თერთმეტი საარჩევნო სუბიექტების] თითო წარმომადგენელთაგან.

 

2] ამ კანონით დადგენილი წესის მიხედვით დაკომპლექტებული ცესკოს მიერ:

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ უნდა აირჩეს - 2020 წ. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე: 1-ლი ხუთი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარმოდგენილი თითო კანდიდატიდან ერთ-ერთი.

 

3] ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს არჩევით თანამდებობაზე გამიზნულ პირთა, აგრეთვე - საარჩევნო კომისიების ყველა არჩევითი თანამდებობა დაკომპლექტდეს, კომისიის 11 წევრის - უმრავლესობის [ანუ მინიმუმ 6] წევრის მიერ;

 

4] 2021 წლის ახალ არჩევნებში მონაწილეობის უფლება უნდა მიეცეს 2020 წ. 31 ოქტომბრის მორიგ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიასა თუ საარჩევნო ბლოკს.

 

პატივისცემით

N43-ე ს/გ „ზვიადის გზის...“ თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

23 დეკემბერი, 2020 წ.